11/25/2026
📌 საიმიგრაციო სასამართლოში გასაჩივრების ახალი წესები - რატომ ხდება საიმიგრაციო საქმისთვის წინასწარ მომზადება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი?
ახალი რეგულაციის შესაძლო ამოქმედების პირობებში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საიმიგრაციო საქმის თავიდანვე სათანადოდ, სრულყოფილად მომზადებას.
2026 წლის 17 ნოემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ახალი რეგულაცია, რომლიც 17 დეკემბრიდან ამოქმედდება.
1️⃣ რა იცვლება?
🔹 უმეტეს საიმიგრაციო საქმეებზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 30-დან 10 კალენდარულ დღემდე შემცირდება.
თუმცა, სასამართლოში თავშესაფრის მაძიებლებისთვის, რომელთაც მოსამართლე ინდივიდუალურ სასამართლოზე გამოუტანს დეპორტს გასაჩივრების ვადა, როგორც წესი, კვლავ 30 დღე იქნება. არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, ერთწლიანი ვადის დარღვევის გამო თავშესაფრის მიღებაზე უარი. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა 30-დან 10 კალენადრულ დღემდე მცირდება.
🔹 საიმიგრაციო სააპელაციო საბჭოს (BIA) შეეძლება, საჩივარი წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში, დამატებითი განხილვისა და კონკრეტული დასაბუთების გარეშე უარყოს.
🔹 საჩივრის წარდგენისთანავე აუცილებელი იქნება ყველა სადავო საკითხის მითითება.
2️⃣ რატომა ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებაა: „თუ საქმეს წავაგებ, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ.“
თუმცა, გასაჩივრება არ ნიშნავს საქმის თავიდან განხილვას. სააპელაციო საბჭო, როგორც წესი, უკვე წარდგენილ ჩვენებებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა. ამ ეტაპზე ახალი მტკიცებულებების წარდგენისა და დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა შეზღუდულია.
ამიტომ, იქნება საქმე საიმიგრაციო სამსახურში (USCIS) თუ საიმიგრაციო სასამართლოში, მნიშვნელოვანია მისი თავიდანვე ხარისხიანად მომზადება - თანმიმდევრული ჩვენება, შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტების დროულად წარდგენა.
გასაჩივრება სათადარიგო გეგმაა და არა ალტერნატივა.
📌 ახალი წესები არ შეეხება უკვე განხილვის პროცესში მყოფ საჩივრებს. ამასთან, მიმდინარე სასამართლო დავამ შესაძლოა რეგულაციის ამოქმედებაზე გავლენა იქონიოს.
📞 თუ თქვენი საიმიგრაციო საქმე განხილვის პროცესშია და გსურთ მისი მომზადების ხარისხისა და სამართლებრივი შესაძლებლობების შეფასება, დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.
📌 ჩვენი საადვოკატო ოფისი გააგრძელებს საიმიგრაციო კანონმდებლობასა და პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგს და მოგაწვდით გადამოწმებულ ინფორმაციას.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: (347) 993-8836
Law Office of Marita Mazanishvili
📍 165 Broadway, 23rd Floor, New York, NY 10006