Llamar Cómo llegar Página web

Geolexis იურიდიული მომსახურება ქართველებისთვის ესპანეთში🇪🇸🇬🇪
Su Éxito Es Nuestro Triunfo

14/10/2026

რა დაბრკოლებებს აწყდება ქართული ბიზნესი ესპანეთში?

13/10/2026

იცოდით, რომ ესპანურ ხელშეკრულებებში ხშირად არის ფარული პუნქტები, რომლებიც მოგვიანებით ძვირი გიჯდებათ?

კომპანია ჯეოლექსი გთავაზობთ ესპანური ხელშეკრულებების დეტალურ განმარტებასა და იურიდიულ შემოწმებას, რათა:
✅ ზუსტად იცოდეთ, რას აწერთ ხელს
✅ დაზღვეული იყოთ კონტრაქტორის მხრიდან მოულოდნელი პირობებისგან
✅ დაიცვათ თქვენი უფლებები და ფინანსები

📩 მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის!

09/10/2026

კომპანიის შესყიდვა ესპანეთში

დადებითი რეზოლუცია მიიღეთ - რა უნდა გააკეთოთ შემდეგ?ბოლო პერიოდში ბევრი დადებითი რეზოლუცია გაიცა და ხშირად გვეკითხებით: ...
08/10/2026

დადებითი რეზოლუცია მიიღეთ - რა უნდა გააკეთოთ შემდეგ?

ბოლო პერიოდში ბევრი დადებითი რეზოლუცია გაიცა და ხშირად გვეკითხებით: „რეზოლუციის მიღების შემდეგ რა უნდა გავაკეთო?“

შემდეგი ეტაპია პოლიციაში ვიზიტის დაჯავშნა და TIE-ისთვის ანაბეჭდების ჩაბარება (Toma de Huellas).

ანაბეჭდების ჩასაბარებლად, როგორც წესი, დაგჭირდებათ:

•⁠ ⁠Formulario EX-17 — შევსებული და ხელმოწერილი;
•⁠ ⁠ფოტო — პასპორტის ფორმატის;
•⁠ ⁠Tasa — შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი;
•⁠ ⁠Resolución favorable — დადებითი რეზოლუცია ან ბინადრობის ნებართვა;
•⁠ ⁠Empadronamiento — განახლებული ცნობა.
•⁠ ⁠⚠️ ასევე, პოლიციის მხრიდან გაჩნდა ახალი მოთხოვნა წითელი საბუთის მქონეების მიმართ, წარადგინონ თავშესაფრის მოთხოვნის გაუქმების სერტიფიკატი და წითელი საბუთის კოპია ან ორიგინალი დოკუმენტი.

(თუ TIE-ს აახლებთ და მისამართი არ შეგიცვლიათ განახლებულ empadronamiento-ს დამატებით არ ითხოვენ პოლიციაში).

•⁠ ⁠მოქმედი პასპორტი;
•⁠ ⁠Comprobante de cita — პოლიციაში ჩანიშნული ვიზიტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გაითვალისწინეთ: ბინადრობის ნებართვის ტიპისა და კონკრეტული საქმის გარემოებების მიხედვით, შესაძლოა დამატებითი დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო.

GEOLEXIS SLP

ჩვენს კლიენტებს, რეზოლუციის მიღებიდან TIE-ის აღებამდე დაგეხმარებით პროცესის სწორად და ეფექტიანად წარმართვაში.

07/10/2026

უძრავი ქონების შეძენა ესპანეთში

05/10/2026

კომპანიის მართვა ჯეოლექსისგან

01/10/2026

მართვის მოწმობის გადაცვლა

23/09/2026

📢 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია საემიგრაციო პროცესში მყოფი პირებისთვის
ძვირფასო კლიენტებო,
თუ უკვე მიიღეთ საბოლოო პასუხი (Resolución) ან შუალედური პასუხი (provisional), გიზიარებთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს რჩევას, რაც პირდაპირ მოქმედებს თქვენი საბუთების სამომავლო განახლებასა და სტატუსის შენარჩუნებაზე.

1. მაქსიმალურად სწრაფად დასაქმდით
თუნდაც ოფიციალურ დოკუმენტში ეს პირდაპირ მოთხოვნილი არ იყოს, ჩვენი დაჟინებული რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მალე დასაქმდით და დარეგისტრირდეთ სოციალურ უზრუნველყოფაში (Seguridad Social).

* რატომ არის ეს აუცილებელი?�საბუთების მომდევნო განახლებისას (Renovación) საემიგრაციო სამსახური აუცილებლად ითხოვს აქტიური მუშაობის ფაქტის დადასტურებას.

2. ყურადღება მიაქციეთ სამუშაო ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმას
არ წამოხვიდეთ სამსახურიდან საკუთარი სურვილით!

* ⚠️ რას მიაქციოთ ყურადღება?�როდესაც დამსაქმებელი გათავისუფლებთ, სამუშაო ურთიერთობის შეწყვეტის დოკუმენტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწეროს Baja voluntaria (საკუთარი განცხადების საფუძველზე წასვლა).
* რა საფრთხეს შეიცავს ეს?�Baja voluntaria-ს დაფიქსირების შემთხვევაში, სამომავლოდ რეზიდენციის განახლებისას საემიგრაციო სამსახურმა (Extranjería) შესაძლოა უარი განაცხადოს საბუთის გაგრძელებაზე და მოგანიჭოთ Denegado-ს სტატუსი.

💡 ჩვენი რჩევა:
მსგავსი პრაქტიკა ხშირად გვხვდება, რამაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ლეგალურ სტატუსს. სამსახურიდან წამოსვლისას ან გათავისუფლებისას, ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი აუცილებლად გადაამოწმებინეთ თქვენს იურისტთან!
📌 შეინახეთ ეს პოსტი და გაუზიარეთ მათ, ვისთვისაც ეს ინფორმაცია აქტუალურია.

22/09/2026

გაქვთ სირთულეები ესპანეთში საბანკო ანგარიშის გახსნასთან? 🇪🇸🏦

ბიუროკრატიული პროცესები და გაურკვეველი მოთხოვნები ხშირად დამატებით სტრესთან არის დაკავშირებული.

ჩვენ გეხმარებით, მარტივად, სწრაფად და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გახსნათ ანგარიში ესპანურ ბანკში! ✨

📩 დაგვიკავშირდით და მიიღეთ სრული მხარდაჭერა.

გავრცელებული ხმების მიუხედავად, თითქოს ლეგალიზების კანონით საბუთის მიღება შეუძლებელია, ჩვენი პრაქტიკა საპირისპიროს ამტკი...
21/09/2026

გავრცელებული ხმების მიუხედავად, თითქოს ლეგალიზების კანონით საბუთის მიღება შეუძლებელია, ჩვენი პრაქტიკა საპირისპიროს ამტკიცებს!

გვიხარია, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გაგიზიაროთ რეალური შედეგები — წარმოგიდგენთ ჩვენი კლიენტების საბოლოო, დადებით რეზოლუციებს (Resolución Favorable). მათ უკვე მოიპოვეს ესპანეთში კანონიერად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება!

ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ ელოდება პასუხს, მოთმინებასა და დადებით შედეგს გისურვებთ. გახსოვდეთ, სწორი პროცესი ყოველთვის იძლევა შედეგს!

Dirección

Rambla Catalunya, 66, 5-C
Barcelona
08007

Horario de apertura

Lunes 09:00 - 17:00
Martes 09:00 - 17:00
Miércoles 09:00 - 17:00
Jueves 09:00 - 17:00
Viernes 09:00 - 17:00

Teléfono

+34611680942

Página web

Notificaciones

Sea el primero en enterarse: le enviaremos un correo electrónico cuando Geolexis publique novedades y promociones. Su dirección de correo electrónico no se utilizará para ningún otro fin y puede darse de baja en cualquier momento.

Atajos

Compartir