EK Law Office, PLLC

Directions Website Contact the practice

EK Law Office, PLLC Founded by the graduate of Harvard Law School, EK Law Office PLLC is a boutique law firm located in New York, NY

ჩვენს გუნდს სალომე ადეიშვილი შემოუერთდა Salome Adeishviliსალომე ადეიშვილი EK Law Office-ის უმცროსი იურისტის პოზიციას დაი...
10/09/2026

ჩვენს გუნდს სალომე ადეიშვილი შემოუერთდა Salome Adeishvili

სალომე ადეიშვილი EK Law Office-ის უმცროსი იურისტის პოზიციას დაიკავებს. მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივ სისტემებში. მისი საქმიანობა მოიცავს აშშ-ის საიმიგრაციო სამართალს, სამართლებრივ კვლევასა და ანალიზს, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, სამართლებრივი საქმეების წარმოებაში მონაწილეობასა და კლიენტებთან ურთიერთობას.

2023–2024 წლებში სალომე მუშაობდა იურისტის თანაშემწის პოზიციაზე Hogar Immigration Services-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში. 2024–2025 წლებში კი პროფესიული საქმიანობა განაგრძო Law Office of Miguel Palmeiro, LLC-ში, ასევე იურისტის თანაშემწის პოზიციაზე, სადაც გამოცდილება გაიღრმავა აშშ-ის საიმიგრაციო სამართლის მიმართულებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიული კარიერის გაგრძელებამდე, 2013–2019 წლებში, სალომე მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა სისხლის სამართლის, საგამოძიებო საქმიანობის, სამართლებრივი ანალიზისა და მტკიცებულებების შეფასების მიმართულებით. მას გავლილი აქვს სპეციალიზებული პროფესიული მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში სალომე ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდა იურისტების მენტორობასა და პროფესიულ განვითარებაში.

სალომე ადეიშვილმა 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2011 წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წარჩინებით მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი.

2025 წელს მან ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრში (Georgetown University Law Center) მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M.). პროგრამა დაასრულა მაღალი აკადემიური შეფასებით — Distinction და აკადემიური მიღწევებისთვის მოხვდა დეკანის საპატიო სიაში (Dean’s List).

სალომე ადეიშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატის პროფესიული სტატუსით, და ევროპის იურისტთა ასოციაციის (AEA-EAL European Association of Lawyers) წევრი.

ჩვენ გუნდს ნანუკა ყრუაშვილი შემოუერთდა ნანუკა ყრუაშვილი EK Law Office-ის უმცროსი იურისტია. მისი პროფესიული გამოცდილება მ...
10/05/2026

ჩვენ გუნდს ნანუკა ყრუაშვილი შემოუერთდა

ნანუკა ყრუაშვილი EK Law Office-ის უმცროსი იურისტია. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვას, კონსტიტუციურ და ადმინისტრაციულ სამართალს, და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებს.

ნანუკამ 2026 წელს ჰარვარდის სამართლის სკოლაში (Harvard Law School) სამართლის მაგისტრის (LL.M.) ხარისხი მიიღო. იგი ასევე ფლობს ჟენევის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა აკადემიის (Geneva Academy of International Humanitarian Law and Human Rights) გაღრმავებული სწავლების მაგისტრის (Master of Advanced Studies, 2020), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის (LL.M., 2019) და სამართლის ბაკალავრის (LL.B., 2017) ხარისხებს.

EK Law Office-ში საქმიანობის დაწყებამდე, 2019–2025 წლებში, ნანუკა საქართველოში იურიდიულ პრაქტიკას ეწეოდა. 2022–2025 წლებში იგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) დირექტორი იყო და ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის საქმიანობას სამართლებრივი დაცვის, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროებში.

პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ნანუკა მუშაობდა კომპლექსურ და მაღალი მნიშვნელობის სამართლებრივ საკითხებზე, ხელმძღვანელობდა სამართლებრივი ადვოკატირების პროცესებსა და მართლმსაჯულების სექტორში განხორციელებულ ინიციატივებს. მისი გამოცდილება აერთიანებს როგორც პრაქტიკულ სამართლებრივ საქმიანობას, ისე ინსტიტუციურ და სტრატეგიულ მუშაობას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

09/03/2026

📢 EK Law Office აცხადებს ვაკანსიას!

EK Law Office PLLC ეძებს იმიგრაციის სამართლის უ იურისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს სხვადასხვა ტიპის საიმიგრაციო საქმეებზე.

⚖️ ძირითადი მოვალეობები:
• კლიენტების კონსულტაცია და წარმომადგენლობა საოჯახო და ბიზნეს იმიგრაციის საკითხებზე
• საიმიგრაციო დოკუმენტების, პეტიციებისა და სამართლებრივი წერილების მომზადება
• კლიენტების წარმომადგენლობა USCIS-ისა და ICE-ის წინაშე
• საიმიგრაციო სასამართლო პროცესებში მონაწილეობა

🎓 მოთხოვნები:
• აშშ-ში მიღებული JD ან LLM ხარისხი
• ნიუ-იორკის შტატში საადვოკატო საქმიანობის უფლება
• 0–2 წლამდე გამოცდილება საიმიგრაციო სამართალში
• ქართული და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

📩 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი:
[email protected]

📢 WE’RE HIRING!EK Law Office PLLC is seeking a Junior Immigration Attorney or Trainee Associate to join our team and wor...
08/26/2026

📢 WE’RE HIRING!

EK Law Office PLLC is seeking a Junior Immigration Attorney or Trainee Associate to join our team and work closely with the firm’s managing attorney and senior immigration attorney on a wide range of immigration matters.

Key Responsibilities:

• Consult with and represent clients in family- and business-based immigration matters
• Attend immigration court hearings
• Represent clients before USCIS and ICE
• Prepare immigration petitions, support letters, legal briefs, and memoranda
• Provide legal advice to clients under the supervision of the managing attorney

Qualifications:

• JD or LLM degree from a U.S. law school
• Admission to practice law in the State of New York
• 0–2 years of immigration law experience
• Georgian and/or Russian language skills are a strong advantage

📩 To apply, please send your résumé and a brief cover letter to:

[email protected]

08/22/2026

🇺🇸 აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა საემიგრაციო ვიზების შეზღუდვა, რომელიც 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდებოდა

2026 წლის 21 აგვისტოს მანჰეტენის ფედერალურმა მოსამართლემ უკანონოდ ცნო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა, რომლის საფუძველზეც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საემიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებული იყო.

აღნიშნული შეზღუდვა 2026 წლის იანვრიდან მოქმედებდა და ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში „საზოგადოებრივ ტვირთად“ (public charge), ანუ სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულ პირებად ქცევის მაღალი რისკი ჰქონდათ.

შეზღუდვა შეეხო საემიგრაციო ვიზებს, მათ შორის ოჯახისა და დასაქმების საფუძველზე გაცემულ ვიზებს.

⚖️ რა გადაწყვიტა სასამართლომ?

მოსამართლემ დაადგინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მხოლოდ მოქალაქეობის/ეროვნების საფუძველზე მთლიანად შეეჩერებინა საემიგრაციო ვიზების გაცემა. სასამართლომ ეს პოლიტიკა „აშკარად უკანონოდ“ (patently unlawful) შეაფასა და გააუქმა.

🇬🇪 რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის?

გადაწყვეტილების შედეგად უნდა აღდგეს საქართველოს მოქალაქეების საემიგრაციო ვიზების ინდივიდუალური, საქმეზე დაფუძნებული განხილვა.

ეს ეხება, მათ შორის:

• ოჯახის გაერთიანების საფუძველზე საემიგრაციო ვიზებს — მეუღლის, მშობლის, შვილისა და სხვა შესაბამის ოჯახურ კატეგორიებს;

• დასაქმების საფუძველზე საემიგრაციო ვიზებს — შესაბამის Employment-Based კატეგორიებს;

• იმ საქმეებს, რომლებშიც ვიზის გაცემა მხოლოდ 75-ქვეყნის აღნიშნული აკრძალვის საფუძველზე იყო შეჩერებული ან უარყოფილი — ასეთი გადაწყვეტილებები სასამართლომ გააუქმა და საქმეები კვლავ ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

❗️ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საემიგრაციო ვიზა ავტომატურად მიეცემათ. საკონსულო კვლავ შეამოწმებს თითოეული განმცხადებლის შესაბამისობას აშშ-ის საემიგრაციო კანონმდებლობასთან, მათ შორის public charge-ის ინდივიდუალურ კრიტერიუმებს.

ასევე, ეს გადაწყვეტილება არ აუქმებს სხვა დამოუკიდებელ სავიზო შეზღუდვებს ან შეჩერებებს, მათ შორის Diversity Visa-სთან დაკავშირებულ ცალკეულ პოლიტიკას.

📌 შესაბამისად, მთავარი ცვლილება ქართველებისთვის არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეობა თავისთავად აღარ შეიძლება გახდეს ამ 75-ქვეყნის პოლიტიკის საფუძველზე საემიგრაციო ვიზის გაცემის ავტომატური შეჩერების ან უარის მიზეზი.

გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისა და განმცხადებლებისთვის, რომელთა საემიგრაციო საქმეებიც იანვრიდან სწორედ ამ შეზღუდვის გამო იყო შეჩერებული.

07/20/2026

📢 საიმიგრაციო ცვლილება აშშ-ში

2026 წლის 15 სექტემბრიდან, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) აუქმებს „სტატუსის ხანგრძლივობის“ — Duration of Status — წესს F, J და I კატეგორიის ვიზების მფლობელებისთვის.

აქამდე ამ ვიზების მფლობელებს შეეძლოთ აშშ-ში დარჩენა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გრძელდებოდა მათი სასწავლო პროგრამა, გაცვლითი პროგრამა ან სამუშაო დავალება, წინასწარ განსაზღვრული დასრულების თარიღის გარეშე.

ახალი წესის მიხედვით:

🎓 F და J ვიზის მფლობელები — სტუდენტები და გაცვლითი პროგრამების მონაწილეები
აშშ-ში დაიშვებიან მათი პროგრამის ხანგრძლივობით, თუმცა მაქსიმუმ 4 წლის ვადით.

📰 I ვიზის მფლობელები — უცხოური მედიის წარმომადგენლები
თითოეული შესვლისას აშშ-ში ყოფნის უფლება ექნებათ მაქსიმუმ 240 დღის განმავლობაში, ნაცვლად სამუშაო დავალების სრული ხანგრძლივობისა.

თუ დამატებითი დრო გახდება საჭირო, ვიზის მფლობელმა ყოფნის ვადის გაგრძელების მოთხოვნით პირდაპირ USCIS-ს უნდა მიმართოს.

ასევე, პროგრამის დასრულების შემდეგ მოქმედი საშეღავათო პერიოდი შემცირდება და გახდება 30 დღე.

თუ ეს ცვლილება თქვენზე ან თქვენს მიერ დაფინანსებულ პირზე ვრცელდება, ახლა კარგი დროა დოკუმენტების გადასამოწმებლად.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს გუნდს:

📧 [email protected]
📞 565-401-1112

📢 Immigration Update:

Starting September 15, 2026, DHS is ending "duration of status" for F (student), J (exchange visitor), and I (foreign media) visa holders.

Previously, these visa holders could stay for as long as their program or assignment lasted, with no fixed end date.
Now: 🎓 F/J students & exchange visitors: admitted for the length of their program, capped at 4 years 📰

I visa media reps: admitted for up to 240 days per admission, instead of the length of their assignment

Anyone needing more time must file for an extension directly with USCIS — with a shorter 30-day grace period after programs end.

If this affects you or someone you sponsor, now's the time to review your documents.

Questions?
Reach out to our team at [email protected] or 565-401-1112

🇺🇸 მნიშვნელოვანი სიახლე აშშ-ის სამუშაო ვიზების მაძიებლებისთვის!ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ ბოსტონში გააუქმა H-1B სა...
06/09/2026

🇺🇸 მნიშვნელოვანი სიახლე აშშ-ის სამუშაო ვიზების მაძიებლებისთვის!

ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ ბოსტონში გააუქმა H-1B სამუშაო ვიზებისთვის დაწესებული სადავო $100,000-იანი მოსაკრებელი.

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საფასური წარმოადგენდა უკანონო გადასახადს, რომლის შემოღების უფლებამოსილებაც ადმინისტრაციას კონგრესისგან არ ჰქონდა მინიჭებული.

✅ გადაწყვეტილება ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით.

⚖️ თუმცა, ადმინისტრაციას კვლავ აქვს უფლება გადაწყვეტილება გაასაჩივროს, ამიტომ სამართლებრივი დავა ჯერ დასრულებული არ არის.

თუ გაინტერესებთ, როგორ აისახება ეს ცვლილება თქვენს საიმიგრაციო გეგმებზე ან H-1B პროცესზე, დაგვიკავშირდით:

📞 646-401-1112
📧 [email protected]

05/06/2026

ჩვენი ოფისის ადვოკატების ჩართულობას და მომსახურეობას ემიგრანტები ყველაზე ხშირად ამ საკითხებში ითხოვენ

🔴habeas corpus - პეტიციის შეტანა დაკავებული ემიგრანტის განთავისუფლებაზე.

🔴აპელაცია - საემიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში.

დაგვიკავშირდით:
[email protected] | 646-402-2219

Address

405 Lexington Avenue, 8th Floor
New York, NY
NY10174

Opening Hours

Monday 9am - 6pm
Tuesday 9am - 6pm
Wednesday 9am - 6pm
Thursday 9am - 6pm
Friday 9am - 5pm

Alerts

Be the first to know and let us send you an email when EK Law Office, PLLC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to EK Law Office, PLLC:

Shortcuts

Sponsored

Share