08/31/2026
🚨 მნიშვნელოვანი ცვლილება მწვანე ბარათის აპლიკანტებისთვის - გთხოვთ, წაიკითხოთ ბოლომდე.
2026 წლის 18 სექტემბერს საემიგრაციო სამსახური (USCIS) მწვანე ბარათის აპლიკაციის (ფორმა I-485) განახლებულ ვერსიას გამოაქვეყნებს, რაც რამდენიმე სერიოზული ცვლილებით არის გამოწვეული.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - საემიგრაციო სამსახურმა (USCIS) დაასრულა მუშაობა Public Charge Ground of Inadmissibility-ის საბოლოო წესზე. განახლებული წესის მიხედვით, საემიგრაციო ოფიცრებს უფრო მეტი უფლება ეძლევათ, უარი თქვან მწვანე ბარათის გაცემაზე, თუ ეჭვს შეიტანენ, რომ აპლიკანტი მომავალში სახელმწიფო დახმარებაზე გახდება დამოკიდებული.
შესაბამისად, განახლდა ფორმა I-485-იც. 2026 წლის 18 სექტემბრიდან საემიგრაციო სამსახური მხოლოდ განახლებულ ფორმას მიიღებს - ძველი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში აპლიკაცია არ მიიღება და უკან დაგიბრუნდებათ.
რა იცვლება?
🔵 ახალი ფორმა შეიცავს ახალ კითხვებს და მოითხოვს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას, რათა საემიგრაციო ოფიცერმა შეაფასოს, რამდენად არსებობს რისკი, რომ მწვანე ბარათის მფლობელი სამომავლოდ სახელმწიფო დახმარებაზე გახდეს დამოკიდებული.
რისთვის უნდა იყოთ მზად?
🔵 თუ მწვანე ბარათზე განაცხადის გაგზავნას გეგმავთ და საჭირო დოკუმენტაცია უკვე მოგროვებული გაქვთ, ნუ დაყოვნდებით - გაგზავნეთ განაცხადი დროულად. 2026 წლის 18 სექტემბრის შემდეგ განაცხადის გაგზავნა მხოლოდ ახალი ფორმით იქნება შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ დაგჭირდებათ Public Charge სექციის განახლებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება.
თუ განაცხადის გაგზავნას 18 სექტემბრის შემდეგ გეგმავთ, დროულად გაეცანით ფორმის განახლებულ ვერსიას და შესაბამისად მოამზადეთ დოკუმენტაცია, რათა ყველაფერი სწორად წარადგინოთ.
თქვენი საემიგრაციო საქმის შესაფასებლად დაგვირეკეთ: (347) 993-8836