01/14/2026
SCROLL DOWN FOR ENGLISH
📢 მნიშვნელოვანი სიახლე აშშ-ის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით – 2026 წლის 14 იანვრის დღის მეორე ნახევრის მდგომარეობით:
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საემიგრაციო ვიზების დამუშავება დროებით შეჩერდება, რაც ძალაში შევა 2026 წლის 21 იანვრიდან. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმიგრაციის პოლიტიკის გადახედვასთან იმის შესაფასებლად თუ რამდენად სავარაუდოა რომ იმიგრანტი გახდეს „საჯარო ტვირთი“ (Public Charge) (გახდეს დამოკუდებული საჯარო ხარჯზე).
(წყარო: Fox News)
📌 2026 წლის 14 იანვრის დღის მეორე ნახევრის მდგომარეობით, ეს არის ერთადერთი ოფიციალურად ცნობილი და ხელმისაწვდომი ინფორმაცია. დეტალები ამ ეტაპზე შეზღუდულია.
✅ცნობილი ფაქტები ამ ეტაპზე:
• შეჩერება ეხება მხოლოდ საემიგრაციო ვიზებს (არა ტურისტულ ან საქმიანი ვიზებს)
• საკონსულო ოფისებს მიეცათ მითითება, დროებით შეაჩერონ ვიზებზე გადაწყვეტილებების მიღება
• შეზღუდვა შევა ძალაში 2026 წლის 21 იანვრიდან
• დასრულების თარიღი ჯერ უცნობია
• 🇬🇪 საქართველო დასახელებულია ერთ-ერთ შეზღუდულ ქვეყნად
❗ ამ ეტაპზე უცნობია:
• რომელი კატეგორიის ვიზებზე გავრცელდება შეჩერება
• გათვალისწინდება თუ არა გამონაკლისები ან სპეციალური შემთხვევები
⚠️ მნიშვნელოვანი რჩევა:
მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ვიზის მაძიებლებმა უნდა გააგრძელონ დოკუმენტაციის წარდგენა ეროვნული ვიზების ცენტრისთვის (NVC) და შესაბამისი საკონსულოებისთვის, როგორც ამას ადრე არსებული პროცედურები ითვალისწინებდა, და აუცილებლად უნდა გამოცხადდნენ ყველა დაგეგმილ გასაუბრებასა და დანიშნულ შეხვედრაზე.
ჩვენ გავაგრძელებთ ინფორმაციის მონიტორინგს და შეგატყობინებთ ყველა ოფიციალურ განახლებას, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება.
📌 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს პოსტი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.
Translation into English:
📢 Important update regarding the issuance of U.S. visas – as of the afternoon of January 14, 2026:
The U.S. Department of State has announced that the processing of immigrant visas for citizens of 75 countries will be temporarily suspended, effective January 21, 2026. This decision is related to a review of immigration policy to assess how likely an immigrant is to become a “public charge” (i.e., become dependent on public benefits).
(Source: Fox News)
📌 As of the afternoon of January 14, 2026, this is the only officially known and publicly available information. Details are limited at this stage.
✅ Facts known at this time:
• The suspension applies only to immigrant visas (not tourist or business visas)
• Consular offices have been instructed to temporarily suspend making decisions on visa applications
• The restriction will take effect on January 21, 2026
• The end date is not yet known
• 🇬🇪 Georgia is listed among the restricted countries
❗ Currently unknown:
• The specific visa categories affected by the suspension
• Whether any exceptions or special cases will be provided
⚠️ Important advice:
Despite this restriction, visa applicants should continue submitting documentation to the National Visa Center (NVC) and the relevant consulates, in accordance with existing procedures, and must attend all scheduled interviews and appointments.
We will continue to monitor developments and will inform you of any official updates as soon as they become available.
📌 Please note that this post is for informational purposes only and does not constitute legal advice.