05/06/2024
⚖️⚖️⚖️პიცუიმი⚖️⚖️⚖️
✒კვლავ ჩვენს ოფისში მოსული მრავალი გამოკითხვის გამო, შევეცდებით შემდეგი თემის ახსნა.
რა უფლებები მაქვს სამსახურიდან წამოსვლის დროს⁉️⁉️
✒ამ დღეებში უამრავი ხალხი ტოვებს სამუშაოს ან იცვლის დამსაქმებელს ან ბრუნდებიან საქართველოში.
✒მნიშვნელოვანია იცოდეთ ყველა უფლება დამსაქმებელი-დასაქმებული ურთიერთობის შეწყვეტისას:
1⃣შვებულების (ხოფეში) ყველა დაგრივილი არ გამოყენებული დღის სრული ანაზღაურება.
მაგალითად, საცხობი,ნიკაიონი, მშენებლობა, ავტოფარეხები - მათ უპირატესობა მიენიჭათ ხოფეშის რაოდენობაში.
2⃣სარეაბილიტაციო დღეები (ჰავრაა) - დამსაქმებელი ვალდებულია ამ დღეების ანაზღაურება მოახდინოს საბოლოო ანგარიშში.
(ხოფეშის მსგავსი - ამ დროსაც კი უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიღებული თანხა განსხვავდება ინდუსტრიის/ადგილის მიხედვით).
3⃣დღესასწაული (ხაგიმ) - წელიწადში 9 დღემდე დასვენების დღის მიღების უფლება. თუ, დამსაქმებელმა მთელი პერიოდის განმავლობაში, თქვენ არ გადაგიხადათ არაფერი - მაშინ თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ მთელი დღეები რეტროაქტიურად (მაგალითად: თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა 3 წლის განმავლობაში და ხელფასი ჰქონდა 280 ₪ დღეში - იმსახურებს 27 დღეს * 280 = 7,560 ₪.
კიდევ ერთი მაგალითი: საცხობი ინდუსტრიის თანამშრომლებს უფლება აქვთ წელიწადში 17 სადღესასწაულო დღე მიიღონ.
✒არ შეცდეთ დღესასწაული და ხოფეშის დღეები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან‼️
4⃣პიცუიმი - სიტუაცია, როდესაც დამთავრდება დამსაქმებელი-თანამშრომელის ურთიერთობა, უმეტეს შემთხვევაში უფლება გაქვთ მიიღოთ სრული/მთლიანი პიცუიმი. რა ხდება იმ სიტუაციაში, როდესაც დამსაქმებელმა/კომპანიამ არ გახსნა/გადარიცხა საპენსიო ფონდი⁉️ (შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია გახსნას საპენსიო ფონდი და ასევე იქ გადარიცხოს პიცუიმის ნაშილი).
✒დამსაქმებლის მოთხოვნა, რომ დადოთ თქვენი წილი ანუ ჩამოიჭრას ხელფასიდან, არის გადახდის აცილების მიზნით, რადგან თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ ათასობით შეკელი ერთი ჩამოჭრით განათავსოთ.
✒ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში თქვენ უნდა მიიღოთ ანაზღაურება ან პიცუიმი პირდაპირი გადახდით სამსახურის დატოვების მერე - და ეს შრომის სასამართლოების გადაწყვეტილების მიხედვით.
5⃣დამსაქმებელი ვალდებულია ყოველთვიურად გადასცეს ხელფასთან ერთად - *"ტლუში"*, სადაც ჩამოთვლილია დეტალურად რისგან შედგება თქვენი ხელფასი.
✒შრომის სასამართლო სჯის დამსაქმებლებს ვინც არ იძლევა ტლუშებს! ტლუში გვანახებს, იყო თუ არა სწორად გადახდილი სოციალური უფლებები; "პიცუიმი"; კომპენსაცია და პენსია.
🔊🔊🔊არავითარ შემთხვევაში არ
გადაყაროთ ტლუშები‼️
✒️ვისაც ტლუშების გარეშე ასაქმებენ და ხელზე უხდიან ფულს გვაქ ცალკე პოსტი ყველა დეტალებით.
✒ვინც ღებულობს ღია ჩეკებს - გადაიღეთ ფოტოები და შეინახეთ!
📞⚖თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები პიცუიმის ასაღებათ, ან გინდათ რომ გადავხედოთ თქვენ საქმეს - შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ოფისს ვაცაპში, ან დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ამ პოსტზე და დაგიკავშირდებით.
Lawyer & law firm