31/01/2024
ინფორმაცია, თუ რა არის დღეისათვის ცნობილი ახალ კანონთან (5038/2023) დაკავშირებით. საბერძნეთში უკვე სამ წელიწადზე მეტი დროის პერიოდში არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ ბინადრობის მოწმობა. ლეგალიზაციის პერიოდი გაგრძელდება 2024 წლის 31 დეკემბრამდე. პირველ ეტაპზე მიგრანტს საბერძნეთში სამი წლის ცხოვრების დამამტკიცებელი საბუთების გარდა დასჭირდება საპასუხისმგებლო განაცხადი დამსაქმებლისაგან, რომელიც თავის თავზე აიღებს მიგრანტის სამსახურში მიღების ვალდებულებას. წინა ლეგალიზაციისაგან განსხვავებით, ამ კანონით გათვალიწინებულია, რომ საბუთებს განიხილავს მიგრაციის ის სამსახური, სადაც იქნება მიგრანტის სამუშაო და არა მისი საცხოვრებელი ადგილი. საბუთების ჩაბარების შემდეგ, მიგრაციის სამსახური ამოწმებს საბუთებს და თუ საბუთები შეტანილია სწორედ და სრულად გასცემს ცნობას, რომლის საფუძველზეც მიგრანტი უკვე ლეგალურად იცხოვრებს საბერძნეთში. მიგრაციის სამსახურს ამ ცნობის გასაცემად კანონით ეძლევა 40 დღე საბუთების ჩაბარებიდან. ლეგალიზაციის მეორე ეტაპზე მიგრანტი, რომელიც მიიღებს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების ცნობას ვალდებულია 60 დღის ვადაში წარუდგინოს მიგრაციის სამსახურს მისი სამსახურში მიღების დამამტკიცებელი საბუთები. სამსახურში მიღების საბუთების არ წარდგენის შემთხვევაში მიგრანტი მიიღებს უარს ბინადრობის მოწმობის მიღებაზე. ასევე კანონით გათვალიწინებულია, რომ თუ მიგრანტი ხანგრძლივად არ იმუშავებს, მისი ბინადრობის მოწმობა გაუქმდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიღებულია და მოქმედებს, ჯერ არ ხდება საბუთების ჩაბარება. გირჩევთ თადარიგი დაიჭიროთ, ბინადრობის მოპოვებისა და სამსახურში გაფორმებისათვის ასევე დაგჭირდებათ საბუთების თარგმნაც. ჩვენი ოფისი დაგეხმარებათ როგორც საბუთების გაკეთებაში, ასევე საბუთების თარგმნაში. ჩვენი ოფისი მდებარეობს ათენის ცენტრში, ომონიის მოედნის მიმდებარედ, უფრო კონკრეტულად კი ათენის მუნიციპალიტეტის შენობის უკან, კლისთენუს (ΚΛΕΙΣΘΕΝΟΥΣ) ქუჩა 15, მე-3 სართული, ოფისი 7. ტელ: 2103236109. ოფისის სამუშაო საათებია 09.00 – 18.00 ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.