ძმები ბერიძეების საადვოკატო ბიურო / Beridze Brothers Law Office

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ძმები ბერიძეების საადვოკატო ბიურო / Beridze Brothers Law Office

ძმები ბერიძეების საადვოკატო ბიურო / Beridze Brothers Law Office ჩვენი საადვოკატო ბიურო ეწევა იურიდიულ მომსახურებას.

ჩვენი საადვოკატო ბიურო გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს, დოკუმენტების დამუშავებას, რეკომენდაციებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟში, სახელმწიფო ორგანოებისა და მესამე პირთა წინაშე. ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები სამართლის შემდეგ დარგებში:

• სამოქალაქო სამართალი;
• სამეწარმეო სამართალი;
• სადაზ

ღვევო სამართალი;
• შრომის სამართალი;
• საგადასახადო სამართალი;
• საბაჟო სამართალი;
• ინტელექტუალური სამართალი;
• გაკოტრების სამართალი;
• ადმინისტრაციული სამართალი;
• სისხლის სამართალი;
• კონსტიტუციური სამართალი.

09/03/2026
09/03/2026

საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აცხადებს, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტის, სახაროვის პრემიის ლ....

03/02/2026

🔻💬 "ევროსასამართლომ გამოიტანა საინტერესო გადაწყვეტილება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე და მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
საქმე შეეხებოდა ცილისწამების გამო დავას, სადაც ადვოკატს დააბრალეს უსაფრთხოების სექტორთან თანამშრომლობა. ქართულმა სასამართლომ არ გაიზიარა მიხეილ რამიშვილის არგუმენტები და განაცხადა რომ რაც მასზე თქვა სასულიერო პირმა, არა ფაქტები, არამედ, მხოლოდ შეფასებები იყოო.
ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა ქართული სასამართლოს შეფასება და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა დაადგინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ევრომდე თანხის გადახდა დაევალა საქართველოს." | წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე

🔴 საქმე ეხებოდა სამოქალაქო დავას, რომელიც მიხეილ რამიშვილმა მთავარეპისკოპოს იაკობის წინააღმდეგ წამოიწყო. სასულიერო პირმა 2017 წელს რამიშვილს „მაბეზღარა ადამიანი” უწოდა და თქვა, რომ ის „სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი იყო, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს”.

🔴 თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარეპისკოპოსს რამიშვილთან დაკავშირებული ცილისმწამებლური განცხადების საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრა. თუმცა, სააპელაციომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, იმ მოტივით, რომ
განცხადებები წარმოადგენდა მთავარეპისკოპოსის პირად მოსაზრებას და მიხეილ რამიშვილს, როგორც საჯარო ფიგურას, მოთმენა მართებდა.

🔴 უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

29/01/2026

2026 წლის 23 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1494 კონსტიტუციური სარჩელი („ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

№1494 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, ნოტარიუსი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას, უნდა განიხილებოდეს ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო მის მიერ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სახელმწიფოს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ნოტარიუსის მიერ მიყენებულ ზიანთან მიმართებით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას.

მოპასუხე მხარის განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე ან სახელმწიფო მოსამსახურე. ნოტარიუსის საქმიანობა წარმოადგენს თავისუფალ პროფესიას, რომლისთვისაც დამახასიათებელია დამოუკიდებლობა, საქმიანობის თვითდაფინანსება და შეუზღუდავი პირადი ქონებრივი პასუხისმგებლობა. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა და ნოტარიუსის მიერ მიყენებულ ზიანზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დაწესება შექმნის არაპროგნოზირებად, მძიმე ტვირთს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ისევე, როგორც შეამცირებს ნოტარიუსთა მოტივაციას, იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურების უფლებამოსილება არ წარმოადგენს მმართველობით სფეროში განხორციელებულ ღონისძიებას. ნოტარიუსის, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტის, ფუნქციური დანიშნულება ფუნდამენტურად განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქციებისგან. ნოტარიუსის როლი, პირველ რიგში, მიმართულია კერძო პირებს შორის არსებული სამოქალაქო ურთიერთობების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფისკენ. ნოტარიუსი მოქმედებს მხარეთა ნების, კერძო ავტონომიისა და შეთანხმების ფარგლებში, უზრუნველყოფს მათი განზრახვის იურიდიულად კორექტულ დაფიქსირებას და, შედეგად, იცავს ურთიერთობების სტაბილურობას. ამ პროცესში ნოტარიუსი მოქმედებს, არა როგორც სახელმწიფოს ცალმხრივი, ვერტიკალური ნების გამომხატველი, არამედ როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი, რომელიც, თავისი არსით, ემსახურება კერძო პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების გამჭვირვალედ, სანდოდ და სამართლებრივად დაცულად წარმართვას.

ამავდროულად, ნოტარიუსის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების ანალიზის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის ბუნება განსხვავდება ტიპური სახელმწიფო მოსამსახურის/საჯარო მოხელის კონცეფციისაგან, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ლოგიკურად ახსნადს ხდის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების უშუალოდ ნოტარიუსისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე, ამასთან, მისი საქმიანობა არ წარმოადგენს მეწარმეობას. ნოტარიუსი არ იღებს შრომის ანაზღაურებას ან სხვა სახის სარგებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედების შესრულებისას არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მართალია, ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თუმცა მისი როლი შემოიფარგლება კანონით დადგენილი ზედამხედველობით და არ გააჩნია უფლებამოსილება, შეაფასოს, შეცვალოს ან გააუქმოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო აქტი. დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნოტარიუსის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნის თავისუფალი პროფესიის ჰიბრიდულ სამართლებრივ სტატუსს, რომლის ფარგლებშიც, პროფესიული თავისუფლება განაპირობებს ნოტარიუსის პერსონალურ პასუხისმგებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის რეგულირებისას, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამორიცხვა და ნოტარიუსის კერძო, პირადი პასუხისმგებლობის დაწესება არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1494 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.

შემოქმედთან ერთად, რომლის სახელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association — ახლახან მაღიარეს მის ერთ-...
20/01/2026

შემოქმედთან ერთად, რომლის სახელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association — ახლახან მაღიარეს მის ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე გულშემატკივრად! 🎉

20/01/2026
20/11/2025

📢 ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

2025 წლის 13-14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება.

👉🏼 საერთო კრების დღის წესრიგისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის თაობაზე, გთხოვთ, ეწვიოთ ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს, შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/bjeDK

19/11/2025

ძვირფასო ადვოკატებო,

დამატებითი განმარტება, ადვოკატებისათვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე!

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონის მე-13 პრიმა მუხლის, მე-2 პუნქტის დანაწესი (2025 წლის 02 ივლისის ცვლილება), რითაც აიკრძალა სასამართლოში ფოტო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, ვერც ერთი შესაძლო ინტერპრეტაციით ვერ გახდება სასამართლოს შენობაში შესვლისას ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევის საფუძველი!

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის ელექტრონული მოწყობილობები (მობილური ტელეფონი/ლეპტოპი) რომელსაც ადვოკატები სასამართლო დარბაზებში ვიყენებთ, წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადვოკატს ისინი ვიდეოგადაღების თუ კლიპების დასამონტაჟებლად გამოეყენებინოს. უფრო მეტიც, ამის არანაირი საჭიროება ადვოკატს არ აქვს, რადგანაც, როგორც პროცესის მონაწილე სუბიექტს, ისედაც შეუზღუდავად აქვს წვდომა აუდიო ოქმზე და საჭიროების შემთხვევაში დარბაზში მიმდინარე ვიდეო გადაღების მასალებზე.

მიუხედავად, დღეს გაკეთებული კონკრეტული განცხადებისა, პრაქტიკაში დღემდე არ ყოფილა და, როგორც ჩემთვის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კვლავ იქნა დადასტურებული, ადვოკატებისათვის არც მომავალში იგეგმება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი განმარტებისათვის, რათა გამოირიცხოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა.

ადვოკატთა ასოციაცია არ დაუშვებს კანონის ისეთ განმარტებას ანდა ისეთი არასწორი პრაქტიკის დანერგვას, რაც შეუძლებელს გახდის ჩვენი საქმიანობის სრულყოფილად განხორცილებას და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში ყველანი ვიქნებით ერთსულოვანი.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

დავით ასათიანი

15/11/2025

სასამართლო დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც ჰელენი შეძრწუნებით შემოვიდა.

მოხუცი ქალბატონი 91 წლის იყო, 1.56 სმ-ზე ოდნავ მეტი სიმაღლის, ხელები უკანკალებდა, სახე კი დასვრილი ჰქონდა, საავადმყოფოს ხალათი ეცვა და ხელბორკილები ედო.

ის უფრო დაკარგულ ბებიას ჰგავდა, ვიდრე დამნაშავეს.

მოსამართლე მარკუსმა საქმე გადაფურცლა: "დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვა!".
შემდეგ მან თავი ასწია, აშკარად რაღაც არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

ჰელენი და მისი 88 წლის ქმარი, ჯორჯი, ყოველთვის უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

65 წლიანი ქორწინების შემდეგ, მხოლოდ ერთი აზრი: ჯორჯის გულის წამალი - დღეში თორმეტი აბი, რომელიც მას სუნთქვის საშუალებას აძლევდა.

მაგრამ ერთი კვირით ადრე, გადახდის შეცდომამ მათი ჯანმრთელობის დაზღვევა გააუქმა.

აფთიაქში ჰელენმა აღმოაჩინა, რომ 50 დოლარი ღირდა წამალი, ახლა 940 დოლარი.

ის სახლში ხელცარიელი დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში უყურებდა, როგორ უჭირდა ჯორჯს სუნთქვა.

მან იცოდა, რა ხდებოდა და მან იცოდა, რომ არ შეეძლო უბრალოდ დგომა და ყურება.

სასოწარკვეთილი, ის აფთიაქში დაბრუნდა...

ფარმაცევტის შემობრუნებას დაელოდა...

და კანკალებული ხელებით ჩანთა წამლებით აავსო...

კარამდეც არ მისულა: სირენების ხმა გაისმა და რამდენიმე წამის შემდეგ მის სუსტ მაჯებზე ბორკილები შემოახვია.

სასამართლოში, ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა და ჩურჩულით თქვა:

„ქურდობა არ მინდოდა, თქვენო პატივცემულობავ. უბრალოდ მისი გადარჩენა მინდოდა.“

მოსამართლე მარკუსი მას მიაჩერდა და შემდეგ წამოდგა.

„მოხსენით ბორკილები. ახლავე.“
პროკურორისკენ შებრუნდა:

„დიდი ძარცვა? ამისთვის?“

ჰელენი ცრემლებს წასკდა.

მოსამართლემ ამოიოხრა და ისეთი სიტყვები წარმოთქვა, რომლებსაც არავინ დაივიწყებდა:

„ეს ქალი დამნაშავე არ არის. ის ჩვენი სისტემის მსხვერპლია.“

მან ჰელენი გაამართლა, მაშინვე სოციალურ სამსახურს დაურეკა და იმავე დღეს ჯორჯის მკურნალობა დაავალა.

როდესაც რეპორტიორმა მოგვიანებით ჰკითხა, თუ რატომ, მან მშვიდად უპასუხა:

„ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმის აღიარებას, თუ როდის შეწყვიტა სისტემამ სამართლიანობა.
ეს ქალი ქურდი არ არის. ის ცოლია, რომელმაც სიყვარული აირჩია.“ ❤️

Address

Tbilisi

Telephone

+995599083111

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ძმები ბერიძეების საადვოკატო ბიურო / Beridze Brothers Law Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ძმები ბერიძეების საადვოკატო ბიურო / Beridze Brothers Law Office:

Share