სპს. ,, დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიურო"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სპს. ,, დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიურო"

სპს. ,, დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიურო" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სპს. ,, დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიურო", Criminal lawyer, მიხეილ წინამღვრიშვილის ქუჩა 200, Tbilisi.

🔹ერთ დღეში  წარმატებით  დავასრულეთ ორი სისხლის სამართლის საქმე, პ.გ. და გ.მ. მიმართ დანაშაული გათვალისწინებულისსკ 126' პ...
22/02/2026

🔹ერთ დღეში წარმატებით დავასრულეთ ორი სისხლის სამართლის საქმე, პ.გ. და გ.მ. მიმართ დანაშაული გათვალისწინებულისსკ 126' პრიმა -2 ნაწ. მუხლით.

🔹დაცვის მხარის სწორი სტრარეგიით და სწრაფი მართლმსაჯულებით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები განთავისუფლდნენ პატიმრობიდან.

21/12/2025

🔹მადლობა ჩვენს კორპუსს! ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია არჩევნების ჩატარება ღირსეულ , თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში. ეს იყო ურთიერთპატივისცემისა და ერთიანობის მაგალითი, სადაც ღირსეულმა კოლეგამ Irakli Chomakhashviliღირსეულად მიულოცა გამარჯვებულს Irakli Kandashvili წარმატება!

🔹ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ და გვაერთიანებს საერთო მიზანი, ჩვენი კორპუსის განვითარება და გაძლიერება!

🔹გულწრფელად ვულოცავ კიდევ ერთხელ ირაკლი ყანდაშვილს გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას მომავალ საქმიანობაში!

19/12/2025

ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

📢გაცნობებთ, რომ ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები (მეორე ტური) 2025 წლის 21 დეკემბერს გაიმართება.

👉დღის წერიგი და რეგლამენტი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/N0d7O

📍მისამართი: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №118, „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი.

🇬🇪
08/12/2025

🇬🇪

 #ერთად პროფესიისთვის✊
08/12/2025

#ერთად პროფესიისთვის✊

08/12/2025
02/12/2025

🗳️ 14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან #არჩევნებს მართავს — ჩვენ ერთად ავირჩევთ იმ ადამიანებს, ვინც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავს , #ღირსებასა და #სიძლიერეს.

🗳️ გიზიარებთ ჩემი გუნდის სრულ სიას, და გთხოვთ მოძებნოთ თითოეული კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში და დაგვიჭიროთ მხარი.

✊ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის #თავმჯდომარეობის კანდიდატი:

✔️ ირაკლი ყანდაშვილი Irakli Kandashvili / ირაკლი ყანდაშვილი

✊ #აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატები:

✔️ კოჟორიძე კახა Kakha Kozhoridze
✔️ლიპარტელიანი რაისა Raisa Liparteliani
✔️ მანელიძე შოთა S***a Manelidze
✔️ მარგიანი ონისე Onise Margiani
✔️ მახარაშვილი ლევანი Levan Makharashvili
✔️ მიგრიაული როინი როინ მიგრიაული migriauli
✔️ მოდებაძე დათუნა დათუნა მოდებაძე
✔️ როსტიაშვილი ნუგბარა Nugbara Rostiashvili
✔️ სიხუაშვილი ფრიდონი Pridoni Sikhuashvili
✔️ უტიაშვილი ქეთევანი Kate Utiashvili
✔️ ჭოჭუა გიორგი Giorgi Tchotchua

✊ კანდიდატები

ადვოკატი წევრები:

✅️ Inga Beridze

✔️ გაბედავა ია Ia Gabedava
✔️ გეწაძე ეკატერინე Eka Getsadze
✔️ გვიშიანი დიანა Diana Gvishiani
✔️ კაჭკაჭაშვილი ოთარი Otar Kachkachashvili
✔️ კოტეტიშვილი ანა Ana Kotetishvili
✔️ მაჭარაშვილი ეკატერინე ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი
✔️ ნებიერიძე ინგა Inga Nebieridze
✔️ ნოზაძე მამუკა Mamuka Nozadze
✔️ სიორდია გელა Gela Siordia
✔️ სოხაძე სოფიო Sopho Sokhadze
✔️ ცუცქირიძე მარინე Mari Tsutskiridze

არაადვოკატი წევრები:

✔️ ბურდული ირაკლი
✔️ გამყრელიძე სულხანი Sulkhan Gamkrelidze
✔️ ჩიტაშვილი ნათია

✊ წევრობის კანდიდატები:

✔️ ბჟალავა ლელა
✔️ გიორგაძე გრიგოლი Giga Giorgadze
✔️ თევზაძე გიორგი Giorgi Tevzadze
✔️ თორდია დარიკო Dariko Tordia
✔️ ნიქაბაძე მარინე Mari Nikabadze

✊ !
✊ !
@გამორჩეულებში დამატება

მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო!მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვიღებ მონაწილეობას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კო...
28/11/2025

მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო!

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვიღებ მონაწილეობას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩევნებში. ჩემთვის ეს ნაბიჯი მხოლოდ ფორმალური პროცესი არაა — ეს არის სურვილი, ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ადვოკატს მხარდაჭერა, სამართლიანობა და ყურადღება.

მოგეხსენებათ, უკვე 25 წელია თქვენთან ერთად უწყვეტად ვმუშაობ ადამიანის უფლებების დასაცავად. ამ დროის განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვა, ახალგაზრდა კოლეგების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. ორი წლის განმავლობაში აღმასრულებელი საბჭოს წევრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენი პროფესიის სიყვარული და ერთმანეთის გვერდში დგომა არის მთავარი ღირებულება, რომელიც ძლიერს ხდის ჩვენს კორპუსს.

ამ არჩევნებში ვდგავარ ირაკლი ყანდაშვილის გვერდით — კოლეგის, რომლის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება ნამდვილად მაიმედებს. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ყანდაშვილი და მისი გუნდი ხელს შეუწყობს ღირსეული და დამოუკიდებელი ადვოკატურის ჩამოყალიბებას.

მჯერა, რომ ეთიკის კომისია უნდა იყოს სივრცე, სადაც პრობლემის წინაშე მდგომი თითოეული ადვოკატი იგრძნობს, რომ რეალურად ეყრდნობა კოლეგას, რომელიც მზად არის მის გვერდში იდგეს. სწორედ ამას მივიჩნევ ჩემი საქმიანობის მთავარ ამოცანად — ვიყო ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და სამართლიანი თითოეული თქვენგანისთვის.

ჩვენ, ადვოკატებს, განსაკუთრებული როლი გვაქვს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. მჯერა, რომ მხოლოდ ერთობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და პროფესიული სოლიდარობით შევძლებთ არსებული გამოწვევების წარმატებით გადალახვას.

მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები — ერთი პროფესიის, ერთი ღირებულებებისა და ერთიანი მიზნის სახელით.Irakli Kandashvili / ირაკლი ყანდაშვილისაქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association

ერთად ვიზრუნოთ ქართული ადვოკატურის გაძლიერებაზე!Диана Гвишиани

24/11/2025

📢 ძვირფასო ადვოკატებო, მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით შევხვდი ადვოკატებს და მოვისმინე მათი მოსაზრებები, რა დროსაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის აუცილებლობა გამოიკვეთა.

ჩემი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იქნება ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას შევუწყო ხელი, რომლის მოქმედების პირობებშიც დაცული იქნება პროფესია ადვოკატის წარმომადგენელი, ისევე როგორც უზრუნველყოფილი იქნება მართლმსაჯულების სისტემაში ჩვენი - პროფესია ადვოკატის - რეალური უფლებრივი გათანაბრება!

მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი რანგის მქონე პროკურორს აქვს უფლება, დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ადვოკატის მიმართ.

ეს საკითხი მნიშვნელოვნად პრობლემატურია, ვინაიდან პროკურორი, რომელიც სასამართლო სხდომაზე ადვოკატის პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარეა და ჩვენ, ისევე როგორც ინდივიდი მოსამართლე თანაბარი აქტორები ვართ მართლმსაჯულების სისტემაში, ეს თანასწორობა ზემოაღნიშნულ ჭრილშიც მნიშვნელოვანია იქნეს უზრუნველყოფილი, მათ შორის რომ გამოირიცხოს თუნდაც რაიმე დაშვება ვინმეს ან ვინმეს მიმართ თუნდაც რიამე პირადი ინტერესის.

აღსანიშნავია, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ამოღებული იქნა 2005 წლის 20 აპრილის N 1364 ცვლილებით, ითვალისწინებდა, რომ ადვოკატის მიმართ საქმის აღძვრის უფლებამოსილება გააჩნდათ მხოლოდ გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს.

“პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის “ი” პუნქტის თანახმად მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურორია უფლებამოსილი განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა მოსამართლის, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მოსამართლის თუ პროკურორის მიმართ, შესაბამისად:

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ჩემი არჩევის პირველი დღიდან, ჩემი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული ნაწილი იქნება ამ რეგულაციის აღდგენა კანონმდებლობაში, რაც გახდება გარანტი რეალური თანასწორობის და პატივისცემის პროფესია ადვოკატის და პროფესიის წარმომადგენელთა მიმართ მართლმსაჯულების სისტემაში!

Address

მიხეილ წინამღვრიშვილის ქუჩა 200
Tbilisi
0170

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სპს. ,, დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიურო" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share