GA Law Office • გიორგი ასლამაზიშვილის საადვოკატო ოფისი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • GA Law Office • გიორგი ასლამაზიშვილის საადვოკატო ოფისი

GA Law Office • გიორგი ასლამაზიშვილის საადვოკატო ოფისი Lex Loquitur Pro Nobis - კანონი ჩვენი სახელით ლაპარაკობს

▪️ ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე  სტაჟირების პროგრამა წარმატებით დასრულდა. ეს პერიოდი თანაშემწეებისთვის იყო არა მხოლოდ ...
23/04/2026

▪️ ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე სტაჟირების პროგრამა წარმატებით დასრულდა. ეს პერიოდი თანაშემწეებისთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გარდასახვის ეტაპი, არამედ სამართლებრივი აზროვნების ფორმირების უდიდესი პროცესი.

▪️ გვჯერა, რომ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარებათ დამოუკიდებლად განახორციელონ პრაქტიკული საქმიანობა საერთო სასამართლოებში.

AM Law Office • ასლამაზიშვილი მეზურნიშვილის საადვოკატო ოფისი - გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

#სტაჟირება #იურიდიულიდასაქმება #ადვოკატი

▪️2026 წლის 5 აპრილს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA Tbilisi), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფ...
10/04/2026

▪️2026 წლის 5 აპრილს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA Tbilisi), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა (თსუ იურიდიული ფაკულტეტი • TSU Faculty of Law) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა) თანამშრომლობის ფარგლებში, იურიდიული დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც ჩვენი კომპანიაც მონაწილეობდა.

▪️თბილისში მოქმედი ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტისა და ახალგაზრდა იურისტისთვის, ჩვენი კომპანიის მხრიდან შეთავაზებული იყო თანაშემწის პოზიციაზე სტაჟირების პრაქტიკული კურსი.

▪️ფორმუმის მიმდინარეობას უძღვებოდნენ - ჩვენი ოფისის სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით დასაქმებული ადვოკატის თანაშემწეები, რომლებიც კომპანიის საქმიანობის სპეციფიკისა და თანაშემწის პოზიციაზე დამტკიცების პროცედურულ საკითხებზე უწევდნენ კონსულტაციებს პოტენციურ კანდიდატებს.

▪️ფორუმის დასასრულს, ჩვენს კომპანიაში დასაქმების სურვილი გამოხატა 42-მა კანდიდატმა, რომლებიც ჩაერთვებიან კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, თანაშემწის პოზიციაზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

🔻განსაკუთრებული მადლობა ჩვენი კომპანიის თანაშემწეებს გაწეული შრომისათვის.

#დასაქმება #იურიდიულიდასაქმება #სამართალი #დასაქმებისფორუმი

01/03/2026

🔻გთავაზობთ სამართლის სპეციალისტის, გიორგი ასლამაზიშვილის სამართლებრივ შეფასებას ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის საქმეზე - სასამართლოს მიდგომა საკმაოდ საშიშია ჩვენი პროფესიისთვის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მთლიანად უგულებელყო კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი იძულებითი აღსრულების შედეგად აუქციონის შედეგების გაუქმებით.

▪️მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატის ფარგლებში, სადაც ჩვენი კომპანიის იურისტი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ასლამაზიშვილი მიწვეული იყო სამართლის სპეციალისტის სტატუსით.

▪️ინიციატივის ფარგლებში იურიდიული წრის წარმომადგენლებმა შეაფასეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება (№ ბს-3-(კ-21) , რომელიც შეეხება ერთ-ერთი ბიზნესმენის მიმართ TBC ბანკის მონაწილეობითთ დაკარგულ 6 მილიონიან ქონებასა და საწარმოს იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაციას ქ.ბათუმში.

▪️თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ხათუნა კაკაბაძემ, სრულებით გაიზიარა ჩვენი, მოსარჩ...
12/02/2026

▪️თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ხათუნა კაკაბაძემ, სრულებით გაიზიარა ჩვენი, მოსარჩელე მხარის, პოზიცია და სს.იმედი ელს დააკისრა 22000 ლარის ანაზღაურება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

▪️თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ე.ტ.-მ, სრულებით გაიზიარა ჩვენი, მოპასუხე მხარი...
22/01/2026

▪️თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ე.ტ.-მ, სრულებით გაიზიარა ჩვენი, მოპასუხე მხარის, პოზიცია და არ დააკმაყოფილა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნა.

▪️ხანდაზმულად იცნო მოთხოვნა 20130 ლარის ოდენობით.

13/12/2025

▪️ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

▪️სრულიად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი გ.ჯ სხდომათა დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებით.

🔻 პროკურატურა გვედავება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას , კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე ვადით.

10/12/2025

▪️შშმ პირზე განხორციელებული ძალადობა სამართალდამცავთა მხრიდან.

დაზარალებულების ინტერესებს აღნიშნულ საქმეზე AM Law Office - ის ადვოკატები დაიცავენ.

📣 ინფორმაცია თანაშემწეთა შესარჩევი კონკურისის  მეორე ეტაპის შესახებ ! 🔻ძვირფასო კანდიდატებო, გვინდა გაცნობოთ, რომ  სტაჟი...
08/12/2025

📣 ინფორმაცია თანაშემწეთა შესარჩევი კონკურისის მეორე ეტაპის შესახებ !

🔻ძვირფასო კანდიდატებო, გვინდა გაცნობოთ, რომ სტაჟირების კონკურსზე განაცხადებების მიღება დასრულდა.

✅ კონკურსი განსაკუთრებით მაღალი იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალგაზრდა იურისტების მაღალი მოტივაცია და სურვილი პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

🔵 ჩვენს კომპანიაში ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე სტაჟირების სურვილი გამოთქვა ჯამში 193-მა აპლიკანტმა, ხოლო კონკურისის მეორე ეტაპზე (პირადი გასაუბრება) გადავიდა 50 კანდიდატი.

📌 ყველა შერჩეულ კანდიდატს მალე გეცნობებათ გასაუბრების თარიღი და დეტალები ინდივიდუალური შეტყობინების სახით თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

AM Law Office- გისურვებთ წარმატებას. ❤️

⚖️ცხადდება კონკურსი ასლამაზიშვილი მეზურნიშვილის საადვოკატო ოფისში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად🔵კონკურსი მიმდინარეობს ...
26/11/2025

⚖️ცხადდება კონკურსი ასლამაზიშვილი მეზურნიშვილის საადვოკატო ოფისში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

🔵კონკურსი მიმდინარეობს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად შეირჩევა მხოლოდ 3 კანდიდატი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2026 წლის იანვრიდან.

📝კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა შეავსოს მოცემული სააპლიკაციო ფორმა (მათ შორის, ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტი) სრულად.
სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2025 წლის 7 დეკემბერი, 23:59 საათი.

სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/knzbWbPUrYDyHaUm9

11/11/2025

⚖️ ჩვენი საადვოკატო ოფისის პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების დაცვას ნებისმიერი კატეგორიისა და სირთულის საქმეზე.

დაგვიკავშირდით: 595 24 49 94

©️Bratchuli Photography

Address

კორნელი კეკელიძის ქ. N14
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 14:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GA Law Office • გიორგი ასლამაზიშვილის საადვოკატო ოფისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share