18/07/2023
ყველას გახსოვთ ალბათ ორი წლის წინანდელი შემთხვევა, როდესაც ტყუილ უბრალოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ფსევდო მამაოს - ,,მამა“ თეიმურაზის გაქურდვის ფაქტზე, (რომლის ფეშენებელური სახლიდან დაიკარგა 300 000 ლარის ძვირფასეულობა და დიდძალი თანხა), გაასამართლეს ახალგაზრდა მამაკაცი.
ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა მამაოს მილიონიანი სახლი და ამდენივე ღირებულების ძვირფასეულობა, ეს მისი მორალის საქმეა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი ელემენტები, რომლის მიხედვითაც უკანანო, სამართლისგან დაცლილი გადაწყვეტილება იქნა მიღებული შიდა ეროვნული სასამართლოების მიერ.
,,მომავლის იურისტთა გუნდი“ იწყება მუშაობას, რათა აღნიშნულ საქმეზე სიმართლე დადგინდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მჯერა, ობიექტური რეალობა დადგინდება და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.
საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რომლებიც ჩვენს სიმართლეს ადასტურებს, მათ შორის ,,მამაოს“ გავლენებზე, დაინტერესებაზე, თანხის წარმომავლობაზე თუ შეთითხნილ ბრალდებაზე, თავად მამაოს ჩვენებას, რომელიც ,,სხადნიაკზე“ მყოფი ქურდის საუბარს უფრო ჰგავს, რომლის წინაშე მოსამართლეც კი უძლურია.