B D Legal Partners - ბი დი იურიდიული პარტნიორები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • B D Legal Partners - ბი დი იურიდიული პარტნიორები

B D Legal Partners - ბი  დი იურიდიული პარტნიორები "პარტნიორობა - რომელიც გიცავთ !

"

სისხლის სამართალი
სამოქალაქო სამართალი
ადმინისტრაციული სამართალი
იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნა
თარჯიმნით უზრუნველყოფა სასამართლოში, საგამოძიებო ორგანოებში.
ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურეობა

📢 წარმატებული დავა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში◽️ მოხარულები ვართ გაგიზიაროთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი იურ...
06/05/2026

📢 წარმატებული დავა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში

◽️ მოხარულები ვართ გაგიზიაროთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი იურიდიული პრაქტიკიდან.

ჩვენი წარმომადგენლობით, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში გაასაჩივრა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო შესყიდვის პროცესის უსამართლოდ შეწყვეტას.

დავების საბჭომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და დააკმაყოფილა საჩივარი, რის შედეგადაც შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა მის მიერ ატვირთული სადავო ოქმის გაუქმება.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ ზოგადად ბიზნეს გარემოსთვის — სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უსაფუძვლო გადაწყვეტილებები აზიანებს კონკურენციას და ამცირებს ნდობას სისტემის მიმართ. მსგავსი შედეგები კი ხელს უწყობს იმ პრაქტიკის დამკვიდრებას, სადაც დაცულია სამართლიანი კონკურენცია.

◽️თუ თქვენც დგახართ მსგავს გამოწვევის წინაშე, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ თქვენი უფლებების დაცვაში.

იურისტი: მარიამ დანელია

📩 დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.

📞 +995 500 110 500;
+995 598 855 856

📣 გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.⚖️ ჩვენი დაცვის ქ...
01/04/2026

📣 გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

⚖️ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ა.ბ. გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

ადვოკატები: მარიამ ბარსონიძე და მარიამ
გობეჩია.

GEO/ENG📢 As of March 1, 2026, new regulations regarding the issuance of work residence permits have come into force in G...
23/03/2026

GEO/ENG

📢 As of March 1, 2026, new regulations regarding the issuance of work residence permits have come into force in Georgia.

Under the updated rules, foreign nationals intending to engage in employment in Georgia are required to meet additional criteria. These include providing proof of employment, ensuring employer compliance with established requirements, and fulfilling other administrative conditions aimed at improving the regulation of labor migration.

These changes enhance the accuracy and oversight of the process, while also requiring proper legal assessment and full compliance with applicable procedures.

📌 Our legal team offers comprehensive consultations on obtaining work residence permits — for both employers and foreign nationals.
Contact us for professional assistance.

Contact us ⚖️

✉️ [email protected]
📞 +995 500 110 500; +995 598 85 58 56

📢 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი რეგულაციები შრომითი ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით.
ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელებას გეგმავენ, დაეკისრათ დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება. მათ შორისაა დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამსაქმებლის შესაბამისობა დადგენილ კრიტერიუმებთან და სხვა ადმინისტრაციული პირობები, რაც მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციის უკეთ რეგულირებას.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის სიზუსტესა და კონტროლს, თუმცა ამავდროულად საჭიროებს სწორ სამართლებრივ შეფასებასა და პროცედურების სრულყოფილ დაცვას.

📌 ჩვენი იურიდიული გუნდი გთავაზობთ სრულ კონსულტაციას შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების პროცესთან დაკავშირებით — როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
დაგვიკავშირდით და მიიღეთ პროფესიონალური მხარდაჭერა.

დაგვიკავშირდით⚖️

✉️ [email protected]
📞 +995 500 110 500; +995 598 85 58 56

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი/სისხლის სამართლის ადვ...
05/03/2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი/სისხლის სამართლის ადვოკატი - მარიამ ბარსონიძე არჩეულ იქნა ნაფიც მსაჯულთა კომიტეტის წევრად.

კომპანიის სახელით, მადლობას ვუხდით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს გამოცხადებული ნდობისათვის.

წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომიტეტს თავიანთ საქმიანობაში !

"პარტნიორობა - რომელიც გიცავთ ! " ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურეობას შემდეგ სფეროებში: * სისხლის სამართალი* სამოქალა...
20/01/2026

"პარტნიორობა - რომელიც გიცავთ ! "

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურეობას შემდეგ სფეროებში:

* სისხლის სამართალი
* სამოქალაქო სამართალი
* ადმინისტრაციული სამართალი
* საიმიგრაციო სამართალი
* სამედიცინო სამართალი
* ბიზნეს სამართალი
* იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნა
* თარჯიმნით უზრუნველყოფა სასამართლოში, საგამოძიებო ორგანოებში.
* ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურეობა

დაგვიკავშირდით⚖️

✉️ [email protected]
📞 +995 500 110 500; +995 598 85 58 56

„ბოლოს იმდენად ვეღარ ვუძლებდი ამ დარტყმებს, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, პარკეტზე თავი დამერტყა და გავთიშულიყავი.“— ბრალდ...
05/01/2026

„ბოლოს იმდენად ვეღარ ვუძლებდი ამ დარტყმებს, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, პარკეტზე თავი დამერტყა და გავთიშულიყავი.“

— ბრალდებული ლ.თ.

ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა გორში, ობიექტ „ტერასაზე“. იქიდან გამოსვლის შემდეგ მისი მეგობარი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, გარკვეულ კონფლიქტში შევიდა სამართალდამცველებთან. სამართალდამცველებმა მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის თვალწინ, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

აღნიშნულ ფაქტზე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოხატა პროტესტი, რის შემდეგაც შელაპარაკება შეწყდა. თუმცა, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, დაახლოებით იუსტიციის ტერიტორიის მიმდებარედ, იგი სამართალდამცველებმა გააჩერეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობა გაგრძელდა როგორც ადგილზე, ისე მოგვიანებით — განყოფილებაში.

ცემის ეპიზოდები მრავალჯერადი იყო.

ჩვენ მივმართეთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. თუ ამ ქვეყანაში კანონსა და ადამიანის ღირსებას კვლავ აქვს მნიშვნელობა, ველოდებით სრულ, ობიექტურ და სამართლიან რეაგირებას.

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-1 მუხლით.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოიყენა გირაო.

📌 ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი თავისუფალია.

პირველ რიგში, უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება და მკურნალობა. ამის შემდეგ კი, ჩვენ განვაგრძობთ სამართლებრივ ბრძოლას ბოლომდე, დაუღალავად და უკომპრომისოდ.

🙏 მადლობას ვუხდით მოსამართლე ლევან დარბაიძეს საქმის სწორად, ობიექტურად და სამართლიანად შეფასებისთვის.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when B D Legal Partners - ბი დი იურიდიული პარტნიორები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share