მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office
Call Directions Website Contact the practice

მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office მარიამ კუბლაშვილის ოფიციალური გვერდი

გილოცავთ სვეტიცხოვლობას ❤️
14/10/2026

გილოცავთ სვეტიცხოვლობას ❤️

⚖️ უდანაშაულობის პრეზუმფცია ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა კანონით დადგენილი წ...
06/10/2026

⚖️ უდანაშაულობის პრეზუმფცია ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდება და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არ დადგინდება.

ეს პრინციპი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გარანტიაა, რადგან ბრალდება თავისთავად ჯერ კიდევ არ ნიშნავს დანაშაულს. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არსებობს მხოლოდ ბრალდება, პოზიციები, მტკიცებულებები და მათი შეფასების პროცესი.
უდანაშაულობის პრეზუმფცია მნიშვნელოვანია სწორედ იმისთვის, რომ ადამიანი არ გახდეს საზოგადოებრივი განაჩენის მსხვერპლი მანამდე, სანამ საქმეზე ყველა გარემოება არ იქნება შესწავლილი.

განსაკუთრებით რთული ვითარება იქმნება გახმაურებულ საქმეებში, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთი ბრალდებაც კი ხშირად საკმარისი ხდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ ადამიანი ავტომატურად დამნაშავედ გამოაცხადოს.

ამის მაგალითი ვიხილეთ ე.წ. „ნატა ვიბლიანის საქმეშიც“, როდესაც ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ, მისი სახელის გაჟღერებისთანავე, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ფაქტობრივად წინასწარი განაჩენი გამოითქვა.

ნებისმიერი ბრალდება სერიოზულად უნდა იქნას განხილული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ფუნდამენტური პრინციპის დაცვაც - არავინ უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვინმე დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

საზოგადოებრივი შეფასება მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.

ბრალდება საჭიროებს შესაბამის მტკიცებულებებსა და ობიექტურ განხილვას.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე დაცული იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია.

რამდენი პატიმარია საქართველოში და საჭიროა თუ არა ამნისტია?16 სექტემბერს ადვოკატების საინიციატივო ჯგუფმა საქართველოში საყ...
29/09/2026

რამდენი პატიმარია საქართველოში და საჭიროა თუ არა ამნისტია?

16 სექტემბერს ადვოკატების საინიციატივო ჯგუფმა საქართველოში საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია მოითხოვა. მოთხოვნის საფუძვლად მათ საპატიმროების გადატვირთულობა და პატიმრების პირობები დაასახელეს.

რას აჩვენებს სტატისტიკა?

ევროპის საბჭოს SPACE I-ის ანგარიშით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, ყოველ 1 000 მოსახლეზე:
◾️ საქართველოში 2,32 პატიმარი მოდიოდა;
◾️ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საპატიმრო სისტემების მედიანური მაჩვენებელი 1,10 იყო.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მაჩვენებელი ევროპულ მედიანას დაახლოებით 2,1-ჯერ აღემატებოდა. ამავე ანგარიშში საქართველო პატიმრობის მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იყო — თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის შემდეგ.

საქართველოს უფრო ახალი მონაცემიც ხელმისაწვდომია: World Prison Brief-ის მიხედვით, 2026 წლის 31 მაისს ქვეყანაში 12 135 პატიმარი იყო — ყოველ 1 000 მოსახლეზე 3,07. ეს რიცხვი მოიცავს როგორც მსჯავრდებულებს, ისე წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს.

თქვენი აზრით, უნდა გამოცხადდეს თუ არა საქართველოში ამნისტია და ვის უნდა შეეხოს ის?

 #ცნობილისაქმეები 1989 წელს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 28 წლის ტრიშა მეილი სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს.დანაშაულისთვ...
24/09/2026

#ცნობილისაქმეები

1989 წელს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 28 წლის ტრიშა მეილი სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს.
დანაშაულისთვის მალევე დააკავეს ხუთი მოზარდი, 14-დან 16 წლამდე ბიჭები: კევინ რიჩარდსონი, რეიმონდ სანტანა, ანტრონ მაკკრეი, იუსეფ სალაამი და კორი უაიზი. ისინი ისტორიაში „ცენტრალური პარკის ხუთეულის“ სახელით შევიდნენ.
საათობით დაკითხვის შემდეგ ოთხმა მათგანმა დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენებები უკან წაიღეს და განაცხადეს, რომ პოლიციის მხრიდან ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათი მონათხრობები ერთმანეთთანაც არაერთ მნიშვნელოვან დეტალში არ ემთხვეოდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი დნმ ხუთიდან არცერთ ბიჭს არ ეკუთვნოდა.
მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი განაჩენი თითქმის უკვე გამოტანილი იყო. მედიასა და საზოგადოების დიდ ნაწილში ეს მოზარდები დამნაშავეებად იქცნენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მათი ბრალეულობა სანდო მტკიცებულებებით დადასტურდებოდა. ეჭვი, შიში და წინასწარი განწყობები ხშირად ფაქტებზე ძლიერი აღმოჩნდა.
ხუთივე გაასამართლეს და მათ ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები პატიმრობაში გაატარეს.
ყველაფერი შეიცვალა 2002 წელს, როდესაც მსჯავრდებულმა მატიას რეიესმა აღიარა, რომ ტრიშა მეილიზს თავს მხოლოდ ის დაესხა. მან გამოძიებას ისეთი დეტალები მიაწოდა, რომლებიც საჯაროდ ცნობილი არ იყო, ხოლო მისი დნმ დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ კვალს დაემთხვა.
ხუთეულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები გაუქმდა. 2014 წელს კი ნიუ-იორკის მერიამ მათ 41 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადა.
„ცენტრალური პარკის ხუთეულის“ ისტორია გვახსენებს, რამდენად საშიშია ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება მხოლოდ ეჭვის, ემოციისა და საზოგადოებრივი ზეწოლის საფუძველზე. განაჩენი მტკიცებულებებზე უნდა იდგეს და არა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იპოვის საზოგადოება ადამიანს, რომელსაც დაადანაშაულებს.
სიმართლის დადგენას ზოგჯერ წლები სჭირდება. ამ საქმეში ის საბოლოოდ დადგინდა, თუმცა იმ დროის დაბრუნება, რომელიც ამ ხუთ ადამიანს წაართვეს, ვეღარავინ შეძლებდა.

 #დღისციტატაეთანხმებით❓👇
16/09/2026

#დღისციტატა
ეთანხმებით❓👇

08/09/2026

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სათქმელი ნატა ვიბლიანის მიმართ ერთხელ უკვე ძალიან გარკვევით ვთქვი, კვლავ იძულებული ვარ გამოვეხმაურო მის მორიგ თავდასხმებს, რადგან მან პირდაპირ მე მომაწერა კონკრეტული ქმედებები და სიტყვები, რომლებიც არ ჩამიდენია და არ მითქვამს. ამასთან, იგი განუწყვეტლივ ესხმის თავს არაერთ ქალბატონს, რომელთაც დახმარებისთვის მომმართეს, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მეუღლეს, მეუღლის დასა და შვილებს.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, თითქოს მე მასზე და მის გარდაცვლილ მამაზე „ბინძურ ჭორებს“ ვავრცელებ.

❗️ კატეგორიულად ვაცხადებ: ნატა ვიბლიანის გარდაცვლილი მამის შესახებ არასოდეს გამივრცელებია არც ჭორი, არც რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია და არც რაიმე ბრალდება.

🎥 ამ საქმეზე ჩემი ერთადერთი ვრცელი ინტერვიუ თამუნა მუსერიძის პოდკასტში იყო და ამ განცხადებას ვურთავ შესაბამის ვიდეოფრაგმენტს, რათა საზოგადოებამ თავად მოისმინოს, რა ვთქვი სინამდვილეში.

პოდკასტში ნატა ვიბლიანის მძიმე ბავშვობასა და ტრავმებზე საუბრისას, პირიქით, ღიად ვთქვი, რომ მჯერა მისი მძიმე და ტრავმული ბავშვობის და არ გამოვრიცხავ მის მიმართ ძალადობის ეპიზოდებსაც. მის მამასთან დაკავშირებულ ტრაგედიას კი მხოლოდ თანაგრძნობით შევეხე, როგორც მისი ცხოვრების ერთ-ერთ მძიმე ტრავმას.

მამის დაკარგვის თემა ჩემთვის, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ თემაზე მომეწეროს სიტყვები და ქმედებები, რომლებიც არასოდეს მითქვამს და ჩამიდენია.

პოდკასტის მსვლელობისას წამყვანმა არაერთი კითხვა დამისვა და გარკვეული ინფორმაციაც გამაცნო, თუმცა შეგნებულად არ გავყევი ნატა ვიბლიანის პირადი ცხოვრების განხილვის გზას და მკაფიოდ განვაცხადე, რომ როგორც ადვოკატს, პროფესიული ეთიკა ამ მხრივ გარკვეულ ზღვარს მიწესებს. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვ, ნუ მომაწერენ სხვა ადამიანების მიერ სხვადასხვა ჩატში, ჯგუფსა თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და არა სხვის ნათქვამსა თუ დაწერილზე.

❗️ თუ არსებობს ჩემი ერთი ვიდეო, პოსტი, კომენტარი ან წინადადება, სადაც ნატა ვიბლიანის გარდაცვლილ მამაზე მის მიერ აღწერილ „ბინძურ ჭორს“ ვავრცელებ - გამოქვეყნდეს! თუ ასეთი რამ არ არსებობს, მოვითხოვ ჩემ შესახებ გავრცელებული ამ ინფორმაციის შეწყვეტასა და უარყოფას!

⚖️ რაც შეეხება პოლონეთის ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სხვა ინსტიტუციებისთვის მიმართვის შესახებ ჩემ მიმართ მუქარის ტონით გაკეთებულ განცხადებებს ვპასუხობ, რომ მე ვარ თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი და ვერც პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სხვა სახის ზეწოლა და ვერც რომელიმე ხელისუფლებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის სახელის ხსენება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩემზე და მაიძულებს უარი ვთქვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის კანონიერ დაცვაზე.

აქვე განვმარტავ, რომ სხვა პირებთან მიმართებით რა გადაწყვეტილებებს მიიღებს გამოძიება, იქნება თუ არა ვინმესთვის ბრალის წარდგენა და, რაც მთავარია, რა შედეგით დასრულდება მათი საქმე სასამართლოში - ეს ჩემი დაცვის საგანი არ არის. მათ არც უდანაშაულოდ ვაცხადებ და არც მათ შესაძლო პასუხისმგებლობას ვაფასებ.

❤️ ნატა ვიბლიანის ტკივილის მიმართ თანაგრძნობა და ჩემს მიერ ჯიმშერ ვიბლიანის დაცვა ერთმანეთს არ გამორიცხავს.

თუ ნატა ვიბლიანმა ბავშვობაში მართლაც გადაიტანა ის უმძიმესი ძალადობა, რომლის შესახებაც საუბრობს, მე, როგორც ქალი, დედა და ადამიანი, მხოლოდ იმას ვისურვებ, რომ სიმართლე სრულად დადგინდეს და რეალურმა დამნაშავემ პასუხი აგოს.

მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ასეთი დანაშაული უმძიმესია, მისი ჩადენა არ შეიძლება მიეწეროს კონკრეტულ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახელი საჯაროდ დასახელდა.

❗️ ერთი ადამიანის შესაძლო ტრაგედიის აღიარება არ გვაძლევს უფლებას, მეორე უდანაშაულო ადამიანის ცხოვრება გავანადგუროთ.

⚖️ არც დაზარალებულის საპროცესო სტატუსი, არც გამოძიების მიმდინარეობა და არც თუნდაც მომავალში რომელიმე პირისთვის ბრალის წარდგენა წარმოადგენს საბოლოო განაჩენს. საბოლოო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ეკუთვნის.

მე კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ:

⚖️ ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფთ. მის კანონიერ ინტერესებს ბოლომდე დავიცავ.

მე არ ვარ ნატა ვიბლიანის მტერი. მე ვარ ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი. ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ნატა ვიბლიანმა გადაიტანა უბედურება, მას აქვს უფლება იპოვოს სამართალი და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს, მაგრამ უდანაშაულო ადამიანების გაუბედურებით სამართალს ვერ იპოვის კვლავ ვიმეორებ.

✊🏻 ჯიმშერ ვიბლიანის ნაწილში კი ჩემი პოზიცია უცვლელია, იგი კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - სიმართლე და კანონი ერთად იზეიმებს.

 #ცნობილისაქმეები  თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმე 🎤⚖️1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში თუფაქ შაკური ცეცხლსასროლი იარაღი...
03/09/2026

#ცნობილისაქმეები
თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმე 🎤⚖️

1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში თუფაქ შაკური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის მიღებული დაზიანებების შედეგად ექვსი დღის შემდეგ, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქმე თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა, სანამ გამოძიებაში ახალი დეტალები არ გამოიკვეთა.

2023 წელს დუეინ „Keffe D“ დევისს ბრალი წაუყენეს. პროკურატურის მტკიცებით, დევისს თავად არ უსვრია, ის თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობდა, უზრუნველყო იარაღი და, როგორც საქმის მთავარი ფიგურა, შურისძიების მიზნით განხორციელებულ თავდასხმაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მკვლელობას წინ უძღოდა დაპირისპირება თუფაქსა, მის გარემოცვასა და დევისის ძმისშვილს, ორლანდო ანდერსონს, შორის.

2026 წელს ნევადის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 63 წლის დევისი პირველი ხარისხის მკვლელობაში, სასიკვდილო იარაღის გამოყენებით, დამნაშავედ ცნო.

საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მხოლოდ უშუალო შემსრულებელს არ შეიძლება შეეხოს, დანაშაულის ორგანიზებაში, წაქეზებაში ან ხელშეწყობაში მონაწილე პირის როლიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

გილოცავთ მარიამობას
28/08/2026

გილოცავთ მარიამობას

ადამიანის დაცვა მაშინ, როცა საზოგადოებას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს...ადვოკატი ერთ დღეში არ იბადება - ის წლების განმა...
25/08/2026

ადამიანის დაცვა მაშინ, როცა საზოგადოებას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს...

ადვოკატი ერთ დღეში არ იბადება - ის წლების განმავლობაში ყალიბდება, რთულ საქმეებში, პასუხისმგებლობაში, გადაწყვეტილებებსა და იმ პროფესიულ არჩევანში, რომელიც ყოველთვის არ არის მარტივი ან პოპულარული.

მარიამ კუბლაშვილი ინტერვიუში საუბრობს საკუთარ პროფესიულ გზაზე, რეპუტაციაზე, არაპოპულარული საქმეების დაცვის მნიშვნელობაზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ადვოკატს მაშინაც აკისრია, როდესაც მის გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება.

ინტერვიუში მარიამი ასევე საუბრობს ჯიმშერ ვიბლიანის დაცვის საქმეზე, საჯარო კრიტიკაზე, ბულინგზე და იმ ზღვარზე, რომელიც თანაგრძნობასა და სამართლებრივ შეფასებას შორის უნდა არსებობდეს.

მისი მთავარი პოზიცია უცვლელია - სასამართლომ უნდა დაადგინოს სიმართლე, ხოლო დაცვის უფლება უნდა არსებობდეს ყველასთვის.

„არ ვთხოვ, სიტყვაზე მენდოს. დაელოდოს ფაქტებს, მტკიცებულებებს და საბოლოო სამართლებრივ შედეგს.“

სრული ინტერვიუ იხილეთ 👇

— როგორ „დაიბადა“ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი? — ადვოკატი ერთ დღეში არ იბადება. პროფესიულად წლების განმავლობაში ....

⚖️  საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მივმართეთ.მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურომ დავით ნემსაძის მიერ მარიამ კუბლა...
14/08/2026

⚖️ საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მივმართეთ.

მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურომ დავით ნემსაძის მიერ მარიამ კუბლაშვილის მიმართ გავრცელებულ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი შინაარსის ვიდეოების გავრცელებასთან და დევნის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

📌 განცხადება საქართველოს პროკურატურაში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ადამიანის ღირსების, სახელისა და რეპუტაციის ხელყოფის უფლებას.

ჩვენ დაველოდებით სამართლებრივ რეაგირებას და საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით.

#მარიამკუბლაშვილი #სამართალი #პროკურატურა #სამართლებრივირეაგირება

Address

ილია ჭავჭავაძის 60 ბ, მე-8 სართული, ბინა 25. Hausart Plaza-ს შენობა
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office:

Shortcuts

Share