Research Center for Competition Law & Corporate Compliance

Research Center for Competition Law & Corporate Compliance The Research Center for Competition Law & Corporate Compliance belongs to Grigol Robakidze Universit The Research Center was founded in November 2013.

It brings together experts from different countries in order to work out legislative proposals, but also so-called "best practices" for the private sector in the fields of competition and economic law, as well as corporate compliance. We further help anybody seeking information about Georgian law and practices. Finally, we provide actors from the Georgian private and public sectors with informatio

n regarding European law and practices. Georgian or European Ph.D. students needing this kind of information, or practical help in order to complete a research stay either in Georgia or Europe, are also welcome with us.

25/07/2016

რომპეტროლის მიერ კონფერენციის ორგანიზება: კეთილი მიზნები, თუ ზეგავლენის მოხდენის მცდელობა?

ანუ ამბავი იმისა, თუ რამდენად აუცილებელია Compliance-ის დანერგვა საქართველოში არსებულ საწარმოებში

როგორც ცნობილია, 2015 წლის 14 აპრილს კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობკომპანიების დაჯარიმების თაობაზე (სოკარი 14 მილიონი, რომპეტროლი 11 მილიონი, ვისოლი 10 მილიონი, ლუკოილი 5 მილიონი და ა.შ.). ნავთობკომპანიებმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის აპრილში, სოკარის სასამართლო პროცესი შედგა და სამოქალაქო სასამართლომ სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დანარჩენი ნავთობკომპანიების, მათ შორის რომპეტროლის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა, თუმცა, სავარაუდოა, რომ სასამართლო სხვა კომპანიების შემთხვევაშიც სააგენტოს გადაწყვეტილებას დაადასტურებს. აშკარაა, რომ ეს მოლოდინი აქვს ასევე რომპეტროლის ხელმძღვანელობას. კომპანიას, რომელსაც საქართველოში თავისი მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე მსგავსი კონფერენცია არ დაუფინანსებია, მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაცია გაეწია და დაეფინანსებინა საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის სამართლის თემაზე.

სავარაუდოდ, კონფერენციის აკადემიური მნიშვნელობის მინიჭების მიზნით მოსაწვევები გაიგზავნა სათაურით “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ”... და გამოყენებული იქნა მხოლოდ თსუ-ს ლოგო. სწორედ ამიტომ ზოგიერთი კონფერენციაზე დამსწრები მოსამართლისათვის მოგვიანებით სიურპრიზი აღმოჩნდა, როდესაც გაიგეს რომ ღონისძიების ორგაზატორი არა თსუ, არამედ რომპეტროლი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ღონისძიება არც თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტთან და არც ამავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამას ადასტურებს ასევე: ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ დადებულია თსუ-ს არც ერთ საიტზე, გარდა ამისა, თსუ-ს ამჟამად ერთადერთი კონკურენციის სამართლის ექსპერტი ღონისძიებაზე არც მომხსენებლის და არც სტუმრის რანგში არ იქნა მიწვეული. სანაცვლოდ ერთადერთ ქართველ ექსპერტად მომხსენებლად მიწვეული იქნა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც კონკურენციის სამართალში მცირე გამოცდილება გააჩნია.

ღონისძიების ჩატარების ადგილად რომპეტროლმა განსაზღვრა არა თსუ, სადაც მრავალი მსურველისთვის მარტივი იქნებოდა დასწრება, ან რაიმე სხვა ადგილი თბილისში, არამედ 5 ვარსკვლავიანი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ქალაქ ბორჯომში. ღონისძიება გადანაწილდა 3 დღეზე (2016 წლის 11-13 ივლისი). კონფერენციაზე მოწვეული იქნენ კონკურენციის სამართლის თანამშომლები, მათ შორის ისინიც, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ ნავთობკომპანიების (მათ შორის რომპეტროლის) წინააღმდეგ ჩატარებულ მოკვლევაში და ასევე თანამშრომლები, რომლებმაც ერთხელ უკვე წარმატებით დაიცვეს სააგენტოს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში სოკარის წინააღმდეგ.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იქნენ მოსამართლეები, ძირითადად სააპალაციო სასამართლოდან. იმ სასამართლოს მოსამართლეები, სადაც დიდი ალბათობით რომპეტროლს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მოუწევს...

რომპეტროლმა მომხსენებლად მოიწვია არა უცხო ქვეყნების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლები რათა მათ ქართველი კოლეგებისათვის თავიანთი გამოცდილება კომპანიების გამოვლენისა და დაჯარიმების საკითხში გაეზიარებინათ, არამედ მომხსენებლად მოწვეული უცხოელი ექსპერტების უმრავლესობა წარმოადგენენ ფირმებს, რომლებიც იცავენ კერძო კომპანიების ინტერესებს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ზედაპირული კვლევის შედეგად იკვეთება კავშირები რომპეტროლსა და ამ უცხოურ ფირმებს შორის.

შესაბამისად, შესაძლოა ზემოთაღნიშნული ძვირადღირებული კონფერენცია ორგანიზიბულ ყოფილიყო არა კონკურენციის სამართლის განვითარებისათვის (როგორც ორგანიზატორები ამას აცხადებდნენ), არამედ იმ მიზნით, რომ რომპეტროლს გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა მოსამართლეებსა და კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებზე, რათა ისინი ერთის მხრივ, “მორალურად დაევალდებულებინათ” (ბორჯომში 5 ვასკვლავიან სასტუმროში დაპატიჟებით (სადაც ერთი ღამე 100 აშშ დოლარზე მეტი ღირს)) და მეორეს მხრივ, მიკერძოებულად შერჩეული მომხსენებლების გზით რომპეტროლს თვითონ განესაზღვრა ღონისძიების შინაარსი.

შეგასენებთ, რომ რომპეტროლის პროცესი უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. "უკეთეს დროს" კონფერენციის ჩასატარებლად რთულად თუ შეირჩეოდა. ესეც, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ უნდა იყოს: კონკურენციის სააგენტო შექმნიდან 2 წელი და 3 თვე გავიდა, რომპეტროლმა კი ეს ღონისძიება სოკარის მიერ ამა წლის აპრილში წაგებულ სასამართლო პროცესის შემდეგ და საკუთარი საქმის განხილვამდე პერიოდს დაამთხვია.

Compliance, ანუ საწარმოში არსებული კორპორაციული შესაბამისობის სისტემა, რომელიც დიდი კომპანიების მართვის შემადგენელი ნაწილია და რომელიც ფაქტია რომ რომპეტროლს არ გააჩნია, სწორედ მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ფუნქციონიერებადი Compliance სისტემის შემთხვევაში რომპეტროლი ასეთი ღონისძიების ამ ფორმით ჩატარებისაგან თავს შეიკავებდა.

არის რამე კანონსაწინააღმდეგო რომპეტროლის მოქმედებაში? რომპეტროლის მიერ კონფერენციის ორგანიზება და დაფინანსება შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით გათვასლიწინებული კანონდარღვევის ნიშნებს: ქრთამის მიცემა, ამ შემთხვევაში ქონებრივი სარგებლის მინიჭება იმ იმედით, რომ ეს მოახდენდა გავლენას სახელმწიფო მოხელეთა გადაწყვეტილებაზე, ისჯება თავისუფლების აღკვევით ვადით სამ წლამდე (იურიდიული პირის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა).

სასიამოვნო სიახლე! პარლამენტმა გუშინ "კონკურენციის შესახებ" კანონი დაამტკიცა. http://researchcenterforcompetitionlaw.wor...
22/03/2014

სასიამოვნო სიახლე! პარლამენტმა გუშინ "კონკურენციის შესახებ" კანონი დაამტკიცა. http://researchcenterforcompetitionlaw.wordpress.com/2014/03/22/პარლამენტმა-კონკურენცი/

გუშინ, 2014 წლის 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი "კონკურენციის შესახებ", რომელიც ძალაში 2014 წლის 31 მარტიდან შევა. ახალმა კანონმა შეცვალა 2012 წლის 8 მაისის კანონი "თავისუფალი ვ...

!!! Breaking news!!! The Research Center has worked on improvements of the most problematic aspects of the English trans...
04/03/2014

!!! Breaking news!!! The Research Center has worked on improvements of the most problematic aspects of the English translation of the proposal for a new Georgian Competition Bill. These improvements, proposed by Audrey Eugénie Schlegel, LL.M., have been subjected to the approval of the group of foreign experts assisting the Georgian government in the elaboration of this Bill. We are proud to publish the result there! http://researchcenterforcompetitionlaw.wordpress.com/2014/03/04/new-translation-of-the-proposal-for-a-georgian-competition-bill/

You will find here the applicable norms of Georgian and European Law, as well as communications and guidelines issued by various Georgian and European authorities in the economic field.

შენიშვნები და რეკომენდაციები თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ 2012 წლის 8 მაისის საქართველოს კანონში შესატან...
15/02/2014

შენიშვნები და რეკომენდაციები თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ 2012 წლის 8 მაისის საქართველოს კანონში შესატანილი ცვლილებების კანონპროექტზე, რომელიც 2014 წლის 5 თებერვალს წარდგენილი იქნა GIZ-ს ექსპერტთა ჯგუფისათვის. მომზადებული იქნა კვლევითი ცენტრის ფარგლებში (ას. პროფ. გიგა გაბრიჩიძისა და ოდრი შლეგელის მიერ)

http://researchcenterforcompetitionlaw.wordpress.com/2014/02/15/შენიშვნები-და-რეკომენდაც/

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ 2012 წლის 8 მაისის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტზე წარმოდგენილი გიგა გაბრიჩიძისა (ასისტენტ პროფესორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერ...

Here are the observations on the proposal for a new Georgian Competition Law Bill submitted to the GIZ expert group on t...
15/02/2014

Here are the observations on the proposal for a new Georgian Competition Law Bill submitted to the GIZ expert group on the 5th February 2014. These observations have been written by Ass.-Prof. Dr. Giga Gabrichidze, LL.M. and Audrey Eugénie Schlegel, LL.M.

http://researchcenterforcompetitionlaw.wordpress.com/2014/02/14/observations-on-the-bill-for-a-georgian-competition-law/

These observations have been elaborated within the framework of the Research Center. They have been presented to an a meeting of Georgian and Foreign experts taking place in Tbilisi from the 4th to...

სიახლე!!! კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდი უკვე ხელმისაწვდომია. აქ თქვენ გაეცნობით ინფორმაციას ქართული და ევროპული კონკურენცი...
15/02/2014

სიახლე!!! კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდი უკვე ხელმისაწვდომია. აქ თქვენ გაეცნობით ინფორმაციას ქართული და ევროპული კონკურენციის სამართლისა და კორპორაციული შესაბამისობის სფეროში ჩატარებული კვლევების შესახებ, ასევე არსებულ საკანონმდებლო აქტებს.

ამავე ვებ-გვერდზე განთავსდება "ქართული სამართლის ჟურნალის" სტატიები, რომლებიც წელიწადში ერთხელ გამოქვეყნდება.

BREAKING NEWS!!!! The Website of the Research Center is now online! You will find there the results of our research, information about Georgian and European Competition law and Corporate Compliance, as well as the legal and and soft-law norms applicable to these fields.

This website also currently hosts the Georgian Law Journal (which should nonetheless be yearly made available in paper format). All articles to be published in the Law Journal will be first made available there.

http://researchcenterforcompetitionlaw.wordpress.com/

Official Website of the Research Center for Competition Law and Corporate Compliance

09/02/2014

The Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ - „German Society for International Cooperation“) has organized, together with the Georgian Ministry for Economy and Sustainable Development, a workshop in order to assess which documents (of legislative or administrative nature) have yet to be developed before the Georgian Competition Agency can start operating. This workshop took place in the German House in Tbilisi, from the 4th to the 6th February 2014.

Experts from different countries and various backgrounds were gathered together, among others: Ms Natia MIKELADZE the Deputy Minister for Economy and Sustainable Development, Dr. Sarunas PAJARSKAS, member of the Lithuanian Competition Council, Dr. Mr. Slava FETELAVA, member of the Georgian State Procurement and Competition Agency, or Prof. Dr. Ketevan LAPACHI. The Head of the Research Center for Competition Law and Corporate Compliance, Ass.-Prof. Dr. Giga GABRICHIDZE, was also present to provide the group with comparative elements of Georgian and German law.

The currently applicable provisions of Georgian law, as well as proposals for future legislation, were subjected to the close scrutiny of the invited experts. Detailed observations on the proposal for a new competition bill have been formulated by the Research Center in this framework, and presented during the workshop by Ass.-Prof. Dr Gabrichidze. These observations shall soon be made available here, in both Georgian and English.

Foundation Ceremony of the Research Center for Competition Law & Corporate Compliance- on the 27th November 2013.The Fou...
09/02/2014

Foundation Ceremony of the Research Center for Competition Law & Corporate Compliance- on the 27th November 2013.

The Foundation Ceremony was followed by a exchange between Georgian and European experts on the current state and possible evolutions of Georgian Competition Law.

Address

Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Research Center for Competition Law & Corporate Compliance posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Research Center for Competition Law & Corporate Compliance:

Share