23/12/2025
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმის მოქმედებით ადვოკატს დაეკარგება წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან იურიდიულ რესურსებსა და დოკუმენტაციაზე, ხოლო საქმის განხილვისას ფაქტობრივად წყდება მისი კავშირი კლიენტთან და ოფისთან. აღნიშნული წარმოადგენს დაცვის უფლების ხელყოფასა და ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შელახვას.
🚨 ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში მობილურებისა და სხვა ტექნიკური საშუალების ჩამორთმევაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება გაასაჩივრეს.
მოსარჩელეები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ.
🔺 მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე საკონსტიტუციო სარჩელში წერენ, რომ სადავო ნორმით ადვოკატს დაეკარგება წვდომა სასიცოცხლო იურიდიულ რესურსებზე, დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად უწყდება კავშირი კლიენტთან და ოფისთან საქმის განხილვისას. ეს წარმოადგენს დაცვის უფლების ხელყოფას და ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შელახვას.
💬 „ამ საშუალებების სასამართლო ეზოში, სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასა და სასამართლო სხდომის დარბაზებში სრულად ჩამორთმევა ადვოკატს უქმნის შემაფერხებელ გარემოებას საქმის წარმოებისას, რაც პირდაპირ აისახება როგორც ადვოკატის პროფესიულ განვითარებაზე, ასევე მის მიერ განხორციელებული დაცვის ხარისხზე", - წერია სარჩელში.
💬 „ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოში მედიასაშუალებების დაშვება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან მართლმსაჯულების გამჭირვალობა პირდაპირპროპორციულად აისახება მართლმსაჯულების სანდოობასა და ხარისხზე. სასამართლო სხდომების ღიაობა, მით უფრო ისეთი ქვეყნებში, სადაც დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება, არის მართლმსაჯულების სანდოობისა და ხარისხის აუცილებელი კომპონენტი", - აღნიშნავენ ისინი დამატენით.
🔗 ვრცლად მოსარჩელეების პოზიციაზე გადადით ბმულზე: https://publika.ge/advokatebma-sakonstitucioshi-mobilurebis-chamortmevaze-iusticiis-umaghlesi-sabchos-dadgenileba-gaasachivres/