10/04/2026
დიდი პარასკევი/წითელი პარასკევი არა მხოლოდ სარწმუნოებრივი სიმბოლოა -
ის არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი ისტორიაში, თუ როგორ შეიძლება სამართლებრივი გადაწყვეტილება დადგეს სინდისსა და ზეწოლას შორის.
პონტოელი პილატე (Pontius Pilatus) , როგორც გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი,
⚖️ ვერ პოულობდა ბრალს, რომელიც გაამართლებდა სასჯელს.
📜 ანუ არსებობდა მთავარი საფუძველი - უდანაშაულობის პრეზუმფცია.
❗ და მაინც, საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნა არა მტკიცებულებებს,
არამედ საზოგადოებრივი ზეწოლის/გავლენის ფაქტორს.
იოანეს სახარების მიხედვით, პილატემ იესო სიკვდილით დასაჯა მიუხედავად იმისა, რომ თავადვე აღიარა: „მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში“.
ფორმალურად, მან სცადა პასუხისმგებლობისგან დისტანცირება
„ხელების დაბანით“.
თუმცა სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით,
პასუხისმგებლობა ვერ გადადის ბრბოზე.
⚖️ სამართლის ფუნდამენტური პრინციპია:
გადაწყვეტილება ეკუთვნის იმას, ვინც მას იღებს.
დიდი პარასკევი გვაჩვენებს, რომ:
📌 სამართალი ირღვევა არა მხოლოდ არასწორი ქმედებით, არამედ უმოქმედობითაც;
📌 გადაწყვეტილების მიმღები ვალდებულია იხელმძღვანელოს მტკიცებულებებით და არა ზეწოლით;
📌 პასუხისმგებლობა არის განუყოფელი იმ ძალაუფლებისგან, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას ახლავს.
🔇 როცა სამართალი ემორჩილება ხმაურს,
ის კარგავს თავის არსს.
📌 ნაკაშიძე და პარტნიორები
ჩვენთვის სამართალი არის არა მხოლოდ ნორმათა სისტემა, არამედ პასუხისმგებლობა, რომელიც ვერ გადაეცემა სხვას და ვერ „ჩამოიბანება“.
______________________________________________
🇬🇪 საქართველოში
👍 ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners
💻 www.iuristi.com
📲 (Viber; WhatsApp) (+995) 599 50 55 78
🏫 ალ.ყაზბეგის გამზირი 47 (მეტრო დელისი)
______________________________________________
🇮🇹 იტალიაში:
📲 WhatsApp (+39) 351 5 47 00 47
🏦 მის: იტალია, ქ. ბარი , პიაცცა ნიკოლა ბალენძანო 12ა (CASERMA PICCA -სთან)
🏫მის: იტალია, ქ. რომი, საადვოკატო ბიურო (წინასწარ შეთანხმებით)
______________________________________________
🇬🇪 🇮🇹 ჩვენ ვართ თქვენი საიმედო პარტნიორი საქართველოში და იტალიაში.
ენდეთ ჩვენს გამოცდილებას და მიიღეთ მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურება.
______________________________________________