12/02/2024
🆘🆘იცი თუ არა როგორ უნდა ამოვარდე კრედიტ ინფოს ე.წ. ,,შავი სიიდან“ თუ თქვენი ვალი ხანდაზმულია❓
✅პირველი რიგში აღსანიშნავია, რომ ის რასაც საზოგადოება ყოველდღოიურ ცხოვრებაში ,,შავი სიის“ სახელით მოიხსენიოებს კრედიტ ინფო საქართველოს საინფორმაციო ბაზაა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ახალი ვალდებულების აღებას გადაწყვეტთ სანამ საბანკო დაწესებულება თანხმობას განაცხადებს თქვენთვის სესხის დამტკიცებაზე კრედით ინფოს ბაზაში ხდება თქვენი საკრედიტო რეპორტის მოძიება. რეპორტში გაწერილია თქვენი საკრედიტო ისტორია, ინფორმაცია არებული და დახურული სესხების შესახებ. გადახდების ისტორია და ვადაგადაცილებულ სესხების შესახებ სხვა მონაცემები.
✅კრედიტ ინფოს სერვისებით სარგებლობენ საკრედიტო ორგანიზაციები, რათა განსაზღვრონ კლინეტის ფინანსური მდგომარეობა, სანდოობის და სტაბილურობის ხარისხი. კრედიტ ინფოში კონკრეტულ სესხზე ინფორმაცია კონტრაქტის დახურვიდან 5 წლის განმავლობაში ინახება. ხოლო თუ ვალდებულება დაარღვიეთ (სესხის თანხა არ დაგიბრუნებიათ) კონტრაქტი დახურული არ მიიჩნევა და არც დაიხურება საანამ თანხას არ ამოიღებენ ან ვალს არ გიღიარებენ ხანდაზულად.
🆘არაუზღუნველოყოფილი სესხი ხანდაზმულად ითვლება თუ მისი დაბრუნების ვადის გასვლიდან გასულია 3 წელი ან მეტი, ხოლო კრედიტორმა ამ ვადის განმავლობაში სამართლებრივად არ მოგთხოვათ ვალის დაბრუნება.
🆘თუ დარწმუნდით, რომ სესხი ხანდაზმულია უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ სესხის ხანდაზმულად ცნობა. თუ სასამართლოც დაადგენს რომ სესხი ხანდაზმულია მაშინ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწვეტილებას მიიტანთ კრედიტ ინფოში და თქვენი კონტრაქტი დახურულად აისახება. ეს საშუალებას მოგცემთ დროთა განმავლობაში გამოასწოროთ თქვენი რეიტინგი და კვლავ მოიპოვოით სესხის აღების უფლება ‼
👉 ⚖⚖⚖⚖⚖⚖⚖⚖⚖⚖⚖⚖⚖⚖
იურიდიული მომსახურებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე :
📱 +995 577 28 35 25 (WhatsApp; Viber)
📧 [email protected]
მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45.
#იცოდეშენიუფლებები #იყავიინფორმირებული #მიმართეადვოკატს #სამართალი #იურდიულიმომსახურება #იურისტი #საადვოკატობიურო