იურისტ სტუდენტთა კლუბი "დიკე"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურისტ სტუდენტთა კლუბი "დიკე"

იურისტ სტუდენტთა კლუბი "დიკე" იურისტ სტუდენტთა კლუბი

ჩვენს შესახებ
“ იურისტ სტუდენტთა კლუბი ” წარმოადგენს ’’ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის’’ სტუდენტთა ნებაყოფლობით, დამოუკიდებელ არარეგისტრირებულ გაერთიანებას, რომელიც მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველი კლუბის სტატუსით, კლუბი სტუდენტური გუნდია, რომელშიც გაწევრიანებული არიან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებული, მოტივირებული სტუდენტები.

კლუბის მიზანი:
1.კ

ლუბი ძირითად მიზნად ისახავს ’’ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის’’ სტუდენტთა ინტელექტის, განათლების ხარისხისა და ცნობიერების ამაღლებას.
2.კლუბი ხელს შეუწყობს სტუდენტთა ინიციატივების პრაქტიკულ განხორციელებას..
3.მიზნის მისაღწევად კლუბი იმოქმედებს არაფორმალური განათლების მიმართულების გააქტიურების ხელშეწყობის გზით.
4.პროფესიონალი ტრენერების მოწვევა და მასტერკლასების ჩატარება.
5. სტუდენტთა შორის დებატების, სემინარების, ტრეინინგების, მოდელირებული თამაშებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებას.
6. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ანალიტიკური მუშაობა.
7.საკანონმდებლო წინადადებების მომზადება და გაცნობა უფლებამოსილი ორგანოებისათვის.

კლუბში აერთიანებს საბჭოებს:
1.საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
2. სამეთვალყურეო საბჭო
3. ტექნიკური სამსახური
4. პროექტების დაგეგმარების დეპარტამენტი

კარიერული პრინციპი:

აღნიშნული პრინციპი ხელს შეუწყობს როგორც კლუბის ადმინისტრაციის , ასევე ჩვეულებრივი წევრების მოტივაციის ზრდას და მათი პროფესიული განვითარების წახალისებას. პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობებია (ტრენინგი, სემინარი, ანალიტიკური აზროვნება,კონფერენციებში მონაწილეობის მიღება და ა.შ) გარდა ამისა კარიერული პრინციპი მოიცავს დაწინაურება, ჩამოქვეითების საკითხსაც. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციის რომელიმე წევრი არ ჩაერთვება გარკვეულ აქტივობებში , იგი ჩამოქვეითდება კლუბის ჩვეულებრივ წევრად , ხოლო კლუბის ჩვეულებრივი წევრი აქტიურობის შემთხვევაში დაიკავებს პასიური წევრის ადგილს ადმინისტრაციაში.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურისტ სტუდენტთა კლუბი "დიკე" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share