Legal Concept • ლიგალ კონცეპტი

Directions Website

Legal Concept • ლიგალ კონცეპტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Legal Concept • ლიგალ კონცეპტი, Legal Service, Levan Mikeladze Street. N17, Tbilisi.
(1)

„ლიგალ კონცეპტი“ იურიდიული კომპანიაა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, ხოლო სამართლით დაინტერესებულ პირებს კი ტრენინგებს სთავაზობს.

კომპანია ორიენტირებულია რთული იურიდიული საკითხების მარტივი და კრეატიული გადაწყვეტაზე.

26 ოქტომბერს „ლიგალ კონცეპტის“ ტრენინგ ცენტრში გაიმართება 3-საათიანი ტრენინგი „პრობლემური და აქტუალური საკითხები სახელმწ...
15/10/2026

26 ოქტომბერს „ლიგალ კონცეპტის“ ტრენინგ ცენტრში გაიმართება 3-საათიანი ტრენინგი „პრობლემური და აქტუალური საკითხები სახელმწიფო შესყიდვების შერჩევა-შეფასების ეტაპზე“.

👩‍🏫 ტრენერი: ია შავერდოვი - სახელმწიფო შესყიდვების სფეროში 12-წლიანი გამოცდილების მქონე იურისტი, დავების განხილვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე.

💰 ღირებულება: 250 ლარი

🔗 დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://legalconcept.ge/problemuri-da-aqtualuri-sakitxebi/

30/09/2026

ლიგალ კონცეპტისა და ELSA Tbilisi-ის თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ ჩვენს კომპანიაში გაიარონ სტაჟირება და სრულიად უფასოდ დაესწრონ ჩვენს ტრენინგებს.

გაიგე მეტი 📩: [email protected]

მომვლელის სამუშაო ხშირად სხვისი ყოველდღიური ცხოვრების მხარდაჭერაა, მაგრამ სხვის საჭიროებებზე ზრუნვა არ ნიშნავს საკუთარი ...
28/09/2026

მომვლელის სამუშაო ხშირად სხვისი ყოველდღიური ცხოვრების მხარდაჭერაა, მაგრამ სხვის საჭიროებებზე ზრუნვა არ ნიშნავს საკუთარი შრომითი უფლებების დათმობას.

თუ შენი შვილისთვის ძიძას ან ოჯახში დამხმარეს ეძებ, იცოდე, რომ მასთან შრომით ურთიერთობაში შედიხარ და მასზე, როგორც დასაქმებულზე გავრცელდება შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები, მათ შორის:

🔹 შრომითი ურთიერთობის 1 თვეზე მეტი ვადით არსებობის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება წერილობით უნდა დაიდოს.
🔹 სტანდარტული სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.
🔹 ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ოდენობით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესით.
🔹 მომვლელს უფლება აქვს ისარგებლოს წელიწადში მინიმუმ 24 სამუშაო დღის ანაზღაურებადი შვებულებით.

ეს ის მინიმალური შრომითი გარანტიებია, რომელთა უზრუნველყოფაც თითოეული დამსაქმებლის ვალდებულებაა.
https://legalconcept.ge/

თუ ბინას აქირავებ, მაგრამ გადასახადების გამო თავს იკავებ ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისგან, მაშინ ეს უნდა იცოდე 👇🔸 ...
24/09/2026

თუ ბინას აქირავებ, მაგრამ გადასახადების გამო თავს იკავებ ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისგან, მაშინ ეს უნდა იცოდე 👇
🔸 თუ ფიზიკური პირი ხარ და საცხოვრებელ ფართს აქირავებ, სახელმწიფო ბიუჯეტში შენ მიერ გადასახდელი გადასახადი მიღებული შემოსავლის, ანუ ქირის მხოლოდ 5% იქნება
🔸 განსხვავებით საიჯარო ურთიერთობისა - რომლის დროსაც შენს ფართს კომერციული მიზნით გასცემ იჯარით და ვალდებული ხარ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადო საიჯარო ქირის 20%.
სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება იწყება სწორი ინფორმაციით.
https://legalconcept.ge/

📝 ხშირად დამსაქმებელი დასაქმებულთან აფორმებს მომსახურების ხელშეკრულებას, მაშინ როდესაც ურთიერთობის რეალური შინაარსი შრომ...
21/09/2026

📝 ხშირად დამსაქმებელი დასაქმებულთან აფორმებს მომსახურების ხელშეკრულებას, მაშინ როდესაც ურთიერთობის რეალური შინაარსი შრომით ურთიერთობას შეესაბამება.
ამის მიზანია, დასაქმებულმა არ ისარგებლოს იმ უფლებებითა და გარანტიებით, რომლებიც მას შრომითი ურთიერთობის შემთხვევაში ეკუთვნის:
🔸ანაზღაურებადი შვებულება;
🔸დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული გარანტიები;
🔸ზეგანაკვეთური შრომის შესაბამისი ანაზღაურება და სხვა..
თუ სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებები შრომითურთიერთობაზე მიუთითებს, მას მხოლოდ „მომსახურების ხელშეკრულების” სახელის დარქმევით ვერ შევცვლით.
📩 Legal Concept დამსაქმებლებს სთავაზობს იურიდიულ აუთსორსინგს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით კომპანიებს ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების სწორად და ეფექტიანად მართვაში, მათ შორის, შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადებასა და სამართლებრივად სწორად სტრუქტურირებაში.

ფიქრობ, რომ ფარული აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი სასამართლოში დაგეხმარება? 🎙️👉 ზოგადი წესით, მეორე მხარის თანხმობის გარეშე ფარ...
14/09/2026

ფიქრობ, რომ ფარული აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი სასამართლოში დაგეხმარება? 🎙️

👉 ზოგადი წესით, მეორე მხარის თანხმობის გარეშე ფარულად მოპოვებული ჩანაწერი სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა.

⚖️ თუმცა, არსებობს გამონაკლისი: მაგალითად, შრომით ურთიერთობებში ფარული ჩანაწერის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს, თუ ის დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დასაცავად, თვითდახმარების ფარგლებში არის მოპოვებული და კონკრეტულ შემთხვევაში უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

შესაბამისად, ფარული ჩანაწერის დასაშვებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

მეტი სამართლებრივი ინფორმაციისთვის თვალი ადევნე ჩვენს გვერდს.

წინა ნაკადის მაღალი ინტერესისა და მონაწილეთა დადებითი გამოხმაურების შემდეგ, ტრენინგს „შრომის სამართალი და სასამართლო პრა...
08/09/2026

წინა ნაკადის მაღალი ინტერესისა და მონაწილეთა დადებითი გამოხმაურების შემდეგ, ტრენინგს „შრომის სამართალი და სასამართლო პრაქტიკა“ ოქტომბერში ვიმეორებთ!
ტრენინგზე განვიხილავთ:
· შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;
· წინასახელშეკრულებო ეტაპს;
· შრომითი ხელშეკრულების ფორმებს, ვადებსა და არსებით პირობებს;
· შრომითი ურთიერთობის შეჩერების და შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს;
· შრომით დავებში სასამართლოს უახლეს პრაქტიკას, სასამართლოს მნიშვნელოვან განმარტებებს და რეალურ შემთხვევებს.
ტრენინგებზე გამოყოფილი იქნება დრო მონაწილეთა კითხვა-პასუხისთვის.
ტრენინგს გაუძღვებიან:
ეკატერინე გასიტაშვილი - ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე (2015-2025);
თეონა კაპანაძე - იურისტი, „კარფური საქართველოს“ HR საოპერაციო მიმართულების მენეჯერი;
📅 თარიღები: 7, 9, 12, 14 და 16 ოქტომბერი
🕙 დრო: 20:00-22:00
💻 ფორმატი: ჰიბრიდული (ადგილზე / ონლაინ)
📍ადგილი: Legal Concept-ის ოფისი - ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. N17
🎓ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
💰ღირებულება: 450 ლარი
(კომპანიიდან 2 ან მეტი მონაწილის შემთხვევაში - 350 ლარი)
დარეგისტრირდი ახლავე:
https://legalconcept.ge/treningi-shromis-samartali-da-sasamartlo-praqtika/

ლიგალ კონცეპტის სხვადასხვა ტრენინგის მონაწილეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. 🤝 მადლობა თითოეულ მონაწილეს ნდობი...
03/09/2026

ლიგალ კონცეპტის სხვადასხვა ტრენინგის მონაწილეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.
🤝 მადლობა თითოეულ მონაწილეს ნდობის, აქტიური ჩართულობისა და საინტერესო დისკუსიებისთვის.
სექტემბრიდან განახლებული სასწავლო პროექტებით და საინტერესო ინიციატივებით ველოდებით ყველა მსურველს.

24/08/2026

იურიდიული აუთსორსი ბიზნესისთვის დღითიდღე უფრო პოპულარული გადაწყვეტილება ხდება

📩 თუ შენც ფიქრობ, რომ ქაოსის წესრიგად გარდაქმნისთვის რაიმე ტიპის იურიდიული მომსახურება გჭირდება, დაგვიკავშირდი: [email protected]

14/08/2026

⚡️ Legal Concept დაგეხმარება კანონებთან და რეგულაციებთან დაკავშირებული ქაოსის წესრიგად გარდაქმნაში, დროის დაზოგვასა და რესურსების სწორად გადანაწილებაში.

კონსულტაციისთვის მოგვმართე 👉 [email protected]

Address

Levan Mikeladze Street. N17
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Legal Concept • ლიგალ კონცეპტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category