საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
Directions Website Contact the practice

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, Lawyer & Law Firm, Tbilisi.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ეხმაურება ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად...
02/09/2026

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ეხმაურება ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2026 წლის 1 სექტემბერს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელ ბინაში მიმდინარე ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და მის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს.

ადვოკატის მიმართ ძალადობა და მისი პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა სრულიად შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან. ადვოკატის თავისუფალი, დამოუკიდებელი და უსაფრთხო საქმიანობა არ არის მხოლოდ პროფესიული პრივილეგია - იგი პირის დაცვის უფლების, მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანი მართლმსაჯულების აუცილებელი გარანტიაა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდო ძალადობა განხორციელდა უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, როდესაც ადვოკატი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ასეთ ვითარებაში ადვოკატის საგამოძიებო მოქმედებიდან ძალის გამოყენებით ჩამოშორებამ შესაძლოა ხელჰყოს როგორც მისი პროფესიული დამოუკიდებლობა, ისე დაცვის ქვეშ მყოფი პირის ეფექტიანი იურიდიული დახმარების მიღების უფლება.

ვიტოვებთ იმედს, რომ უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი, სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება; სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა როგორც სავარაუდო ფიზიკურ ძალადობას, ისე ადვოკატის პროფესიული საქმიანობისთვის შესაძლო ხელის შეშლას.

ვითხოვთ გამოძიების პერიოდში უზრუნველყოფილ იქნეს ადვოკატ ია სირანაშვილის უსაფრთხოება და მისი პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება.

სოლიდარობას ვუცხადებთ ია სირანაშვილს და მთლიანად ადვოკატთა პროფესიულ საზოგადოებას. ადვოკატზე ზეწოლის ან ძალადობის თითოეული შემთხვევა სცდება ერთი ადვოკატის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის საქართველოში დაცვის უფლების რეალურ განხორციელებას.

ადვოკატის დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება სამართლებრივი სახელმწიფოს აუცილებელი პირობაა.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ 2026 წლის 27 მარტს საერთო კრებაზე გამგეობის ახალი შემადგენლობა აირჩია.გამგეობი...
30/03/2026

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ 2026 წლის 27 მარტს საერთო კრებაზე გამგეობის ახალი შემადგენლობა აირჩია.

გამგეობის გადაწყვეტილებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სიფას ზვიად კორძაძე უხელმძღვანელებს.

ახალი თავჯდომარითა და გამგეობის განახლებული შემადგენლობით საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გააგრძელებს ორგანიზაციის თანმიმდევრულ განვითარებას და ხელს შეუწყობს მისი როლის გაძლიერებას. სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ადამიანის უფლებების დაცვა, პროფესიული განათლებისა და ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება,ადვოკატის როლის გაძლიერება, მისი საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ის საკითხები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება სიფასთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მადლობას უხდის ქეთევან ქვარცხავას და გამგეობის ძველ შემადგენლობას გაწეული საქმიანობისათვის.

📣📣📣საინტერესო, გამოწვევებით სავსე და განვითარებაზე ორიენტირებული ვაკანსია. მოუთმენლად ველით კანდიდატებს 🤩
13/03/2026

📣📣📣საინტერესო, გამოწვევებით სავსე და განვითარებაზე ორიენტირებული ვაკანსია.

მოუთმენლად ველით კანდიდატებს 🤩

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

დღეს სიფას დაბადების დღეა!
28/02/2026

დღეს სიფას დაბადების დღეა!

06/02/2026

გრანტების კანონი და ბიზნესის თავისუფლება - Ketti Kvartskhava

04/02/2026

საკანონმდებლო ცვლილებები - Ketti Kvartskhava გადაცემაში "ანალიტიკა"

04/02/2026

ცვლილებები "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში -
Shako Buava

#სიფა #ადვოკატი

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ეხმაურება პარლამენტში ინიცირებული „გრანტების შესახებ“ და „იურიდიული დახმარების ...
02/02/2026

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ეხმაურება პარლამენტში ინიცირებული „გრანტების შესახებ“ და „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს.

წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შეზღუდვის და როლის დაკნინების საფრთხეს. ორივე კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გაეროს და ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც გაწერილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში.

დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული იურიდიული მომსახურების გაწევისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან და შესამაბისად დასჯად ქმედებად განსაზღვრა.

რაც შეეხება „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, წარმოდგენილი პროექტი ქმნის ღია ინტერესთა კონფლიქტს, ზღუდავს სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და პროფესიულ თვითმმართველობას და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის მართმსაჯულების ინტერესებს.

იურიდიული დახმარების სამსახური და თითოეული საზოგადოებრივი ადვოკატი პროფესიულად ახორციელებს მოქალაქის დაცვის უფლებას და ამით ხელს უწყობს სამართლიანი სასამართლოს პროცესის უზრუნვეყოფას. სამსახურის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარება წარმოადგენს გაეროს 2012 წლის სახელმძღვანელო პრინციპების (UN Principles on Legal Aid) უგულებელყოფას, სადაც განსაზღვრულია, რომ იურიდიული დახმარების სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობის ზედმეტი ჩარევისგან, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფოსთან. აქვე აღსანიშნავია, რომ სამსახურის დირექტორის დაცულობის გარანტიები უქმდება. მისი გათავისუფლება შესაძლებელი ხდება პოლიტიკური ნების საფუძველზე, რაც სამსახურს აქცევს აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად.

გენერალური პროკურორის საბჭოში შეყვანა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ „მხარეთა თანასწორობის“ პრინციპს. დაუშვებელია, სახელმწიფო ბრალდება ფლობდეს მართვის ბერკეტს იმ ინსტიტუტზე, რომელიც მოქალაქეს სწორედ სახელმწიფოსგან იცავს. ამის საფუძველზე იქმნება სახიფათო ინსტიტუციური დისბალანსი. „უფასო დაცვის“ სტრატეგიასა და ბიუჯეტს განსაზღვრავს საბჭო, სადაც დომინირებს ბრალდების მხარე (პროკურატურა) და აღმასრულებელი ხელისუფლება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კვოტის შემცირება - ნაცვლად 3 არჩეული წევრისა, მხოლოდ 1 წევრამდე (ასოციაციის თავმჯდომარე) - ართმევს ადვოკატთა ასოციაციას შესაძლებლობას, არჩევითობის პრინციპით, კონკურენტულ გარემოში წარადგინოს წევრები სამსახურის მართვის ორგანოში და მეტი თანამონაწილეობით დაიცვას ადვოკატის ინტერესები.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს ადვოკატის დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის პროფესიული იურიდიული მომსახურების ფინანსური ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობა და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია:

Shortcuts

Share