ადვოკატი მარიამ საღარაძე / Attorney Mariam Sagharadze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი მარიამ საღარაძე / Attorney Mariam Sagharadze

ადვოკატი მარიამ საღარაძე / Attorney Mariam Sagharadze ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით �

პროფესიულ დღეს გილოცავთ კოლეგებო !მუდამ ღირსეულად გვეტარებინოს ადვოკატის სტატუსი, თითოეულ ჩვენგანს ⚖️ჩვენი პროფესია იყო,...
07/11/2025

პროფესიულ დღეს გილოცავთ კოლეგებო !
მუდამ ღირსეულად გვეტარებინოს ადვოკატის სტატუსი, თითოეულ ჩვენგანს ⚖️

ჩვენი პროფესია იყო, არის და ყოველთვის იქნება ყველაზე დამოუკიდებელი, ჰუმანური და ძალიან საამაყო !❤️

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪დღევანდელი დღე სიმბოლოა ერის მთლიანობისა და ძლიერებისა, რამეთუ თავისუფლება ...
26/05/2025

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

დღევანდელი დღე სიმბოლოა ერის მთლიანობისა და ძლიერებისა, რამეთუ თავისუფლება ყველაზე დიდი ჯილდოა თითოეული ქართველისთვის.

ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, განვითარებას და ყოველ მოქალაქეს – ღირსეულ მომავალს და წინსვლას.

⚜️ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი,მაგრამ დაცვის მხარის მხრიდან უტყუარი მტკიცებულებების წარდგ...
09/05/2025

⚜️ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი,მაგრამ დაცვის მხარის მხრიდან უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით დღეს იგი გაუქმებული იქნა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მოსამართლე: ეკატერინე ჯინჭველაშვილი.

⚖️
27/03/2025

⚖️

ადვოკატთა ასოციაციიის და მედიატორთა ასოციაციის მიერ ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში" .ტრენინგი ჩაატა...
27/03/2025

ადვოკატთა ასოციაციიის და მედიატორთა ასოციაციის მიერ ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში" .ტრენინგი ჩაატარა მედიატორთა ასოციაციის თავჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა.ტრენინგი იყო საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო ჩვენთვის,როგორც ადვიკატებისათვის და ასევე მომავალი მედიატორებისათვის.

❗️ ბრალდებულის დაცვის უფლება⚜️ ბრალდებული მთელი რიგი უფლებებით სარგებლობს,რომელთა შორის,უპირველესი და უმნიშვნელოვანესია ...
22/03/2025

❗️ ბრალდებულის დაცვის უფლება

⚜️ ბრალდებული მთელი რიგი უფლებებით სარგებლობს,რომელთა შორის,უპირველესი და უმნიშვნელოვანესია დაცვის უფლება.

⚜️ დაცვის უფლება გარანტირებულია არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ის მოიცავს უფლებას, რომ პირმა დაიცვას საკუთარი თავი პირადად ან დამცველი ადვოკატის მეშვეობით.

⚜️თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის როლს პროცესში, მის გამოცდილებასა და განათლებას, მისი მონაწილეობით ბრალდებულის დაცვის უფლება უფრო ეფექტურად იქნება რეალიზებული. ბრალდებულს უფლება აქვს ადვოკატის არჩევის და ყოლის, მისი ნებისმიერ დროს შეცვლის, ასევე აქვს უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე თუ იგი უქონელია.

⚜️სავალდებულო დაცვის შემთხვევები მოცემულია სსსკ-ს 45 მუხლში. მაგალითად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი თუ ის არასრულწლოვანია, არ იცის პროცესის ენა, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას და ა.შ

⚜️დაცვის უფლება გარანტირებული უნდა იქნეს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, არამედ მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, როგორც გამოძიებისა და წინასასამართლო ეტაპზე, ასევე გასაჩივრებისას ზემდგომ ინსტანციებში.

❗️დაცვა უნდა იყოს ეფექტიანი, ხელშეუხებელი, ხელმისაწვდომი, ბრალდებულის ინტერესებსა და ნებაზე მორგებული.

კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით

📞 577308653

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ⬇️⚖️❤️
20/03/2025

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ⬇️⚖️❤️

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია!

🔰2025 წლის 12 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია დაამტკიცა. https://www.coe.int/en/web/portal/-/council-of-europe-adopts-international-convention-on-protecting-lawyers

🔹შეთანხმება, რომელიც ადვოკატთა უფლებების გაძლიერებასა და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიებს ითვალისწინებს უპრეცედენტოა და ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტრუმენტს წარმოადგენს.

🔹აღნიშნული კონვენცია ევროპის საბჭომ ადვოკატთა საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების ფონზე მიიღო, კერძოდ, როგორებიცაა შევიწროება, მუქარა, ფიზიკური თავდასხმა თუ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ჩარევა და სხვ.

🔹კონვენცია ვრცელდება, როგორც ადვოკატებზე, ასევე, მათ პროფესიულ გაერთიანებებზე, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ ადვოკატთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაში.

🔹კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებს შეეძლოთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, შევიწროების, დაშინების ან პროფესიულ საქმიანობაში არასათანადო ჩარევის გარეშე.

🔹ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობისა და გაძლიერების გზით ხელს უწყობს სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფასა და ადვოკატთა როლის აღიარებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, კონვენცია ადგენს მონიტორინგის ეფექტიან მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მის აღსრულებას, გააანალიზებს კონვენციის დარღვევებს, შეისწავლის ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების შემთხვევებს და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

🇬🇪 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მივესალმებით და მტკიცედ ვჭერთ მხარს ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის მიღებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia ერთ-ერთი პირველი იქნება იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც აღნიშნულ კონვენციას ხელს მოაწერს და მოახდენს მის რატიფიცირებას.

🎉თითოეულ ქართველ ადვოკატს ვულოცავთ ამ ისტორიულ მოვლენას!

ერთად ვიბრძოლოთ თქვენი უფლებების დასაცავად! ⚖️კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურებისთვის მოგვწერეთ  ან დაგვიკავშირდით📞 ...
24/01/2025

ერთად ვიბრძოლოთ თქვენი უფლებების დასაცავად! ⚖️

კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით

📞 577308653

⚖️🤍
16/01/2025

⚖️🤍

Address

64a Ilia Chavchavadze Ave.
Tbilisi
0162

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი მარიამ საღარაძე / Attorney Mariam Sagharadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share