17/06/2026
👉🏻 სამშენებლო სექტორისთვის ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის წესი იცვლება:
ფინანსთა სამინისტროს მიერ შეცვლილი მიდგომის მიხედვით დეველოპერებს ბარტერის დღგ-ით დაბეგვრა უმეტესად გაზრდილი ღირებულებიდან მოუწევთ.
🔹ცვლილებამდე არსებული პრაქტიკით, როდესაც სამშენებლო კომპანია მაგალითად მიღებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ პირს ბინებს გადასცემდა, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა ძირითადად მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებიდან განისაზღვრებოდა, რასაც აკლდებოდა დეველოპერის მხრიდან დამატებული ფულადი ანაზღაურება. ახალი მიდგომით კი, ბარტერის დაბეგვრა (ფულადი კომპონენტის არსებობისას) მოხდება უდიდესი თანხიდან მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებასა და გასაცემი ბინების საბაზრო ღირებულებას შორის (დეველოპერის მხრიდან დამატებული ფულადი თანხების გამოკლებით), რაც პრაქტიკაში დეველოპერების გაზრდილი საბაზრო ღირებულებიდან დაბეგვრაზე მიანიშნებს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში გადასაცემი ბინების საბაზრო ღირებულება აღემატება მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებას.
აღნიშნულ სიახლეზე Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, დავით პაპიაშვილმა BMG-ის ეთერში ისაუბრა👇🏻