Legal Georgia Law Office -ლეგალ ჯორჯიას საადვოკატო ბიურო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Legal Georgia Law Office -ლეგალ ჯორჯიას საადვოკატო ბიურო

Legal Georgia Law Office -ლეგალ ჯორჯიას საადვოკატო ბიურო Law office - საადვოკატო ბიურო

📢 სრული გამამართლებელი განაჩენი ურთულეს საქმეზე ! ბრალდების 6 ეპიზოდი და თითოეულზე წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე ბრალდე...
11/08/2026

📢 სრული გამამართლებელი განაჩენი ურთულეს საქმეზე !

ბრალდების 6 ეპიზოდი და თითოეულზე წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე ბრალდება - ასეთი იყო საწყისი მოცემულობა.

საქმე ეხებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, იმის მიერ ვინც ნასამართლებია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 3 ეპიზოდს, თითო ეპიზოდზე კანონით გათვალისწინებულია 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ასევე ნარკოტიკული საშალებების უკანონო რეალიზაციას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, იმის მიერ ვინც ნასამართლებია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში, დანაშაული გათვალისწინებული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 260³ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 3 ეპიზოდს, თითო ეპიზოდზე კანონით გათვალისწინებულია 14 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა;

სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა, ბრალდებული პირი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმე თავისი შინაარსით განსაკუთრებით რთულ კატეგორიას განეკუთვნება. მსგავსი შედეგის მიღწევა მხოლოდ ადვოკატების სწორი სტრატეგიის, უზარმაზარი ძალისხმევისა და დაუღალავი შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი.

პროცესი წარმატებით წარმართა საადვოკატო ბიურო Legal Georgia Law Office -ლეგალ ჯორჯიას საადვოკატო ბიურო ხელმძღვანელი ადვოკატის Ermile Cheishvili და მოწვეული ადვოკატის Lado Javakhishvili ურთიერთთანამშრომლობით.

როცა საქმეს აშენებ ფაქტებსა და ზუსტ სამართლებრივ არგუმენტებზე, შეუძლებელი არაფერია.

31/12/2025

Address

თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა #1, ოფისი 30
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Legal Georgia Law Office -ლეგალ ჯორჯიას საადვოკატო ბიურო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category