ლევან მახარაშვილის საადვოკატო ოფისი / Levan Makharashvili Law Office

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლევან მახარაშვილის საადვოკატო ოფისი / Levan Makharashvili Law Office
Call Directions Website Contact the practice

ლევან მახარაშვილის საადვოკატო ოფისი / Levan Makharashvili Law Office Our objective is to provide sound, cost-effective solutions to our client’s legal problems or matters

This is accomplished by having an honest discussion of the issues with our prospective clients and doing a thorough up-front analysis of the pros and cons of a matter. By combining and drawing on the various skills and experience of our practice areas, we are able to offer our clients creative and well-reasoned counseling, advocacy, or other forms of assistance. While the firm is a modern office, utilizing the latest technical resources, our attorney respects the importance of one-on-one attention to each client’s matters and straight talk about the legal challenges you may be facing. If we are unable to handle a particular matter for any reason, we are happy to offer a referral. The firm has experience in the following areas of law: civil, litigation, international law, criminal law, employment law, business law, estate planning, probate, family law, and domestic partnerships and would be happy to speak with you about your concerns and needs.

🚘 ავტომობილის ხმაურის შემოწმება — რა უნდა იცოდეს თითოეულმა მძღოლმა?თუ პოლიციამ ავტომობილის გამონაბოლქვის ხმაურის შესამოწ...
16/09/2026

🚘 ავტომობილის ხმაურის შემოწმება — რა უნდა იცოდეს თითოეულმა მძღოლმა?
თუ პოლიციამ ავტომობილის გამონაბოლქვის ხმაურის შესამოწმებლად გაგაჩერათ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ გაზომვა უნდა ჩატარდეს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.
📌 დასახლებულ პუნქტებში, ღამის 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, ავტომობილის ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.
როგორ უნდა ჩატარდეს შემოწმება?
1️⃣ აპარატის შემოწმება და დაკალიბრება

გაზომვამდე პოლიციელმა უნდა შეამოწმოს, ხომ არ აქვს აპარატს მექანიკური დაზიანება. აპარატი უნდა დაკალიბრდეს როგორც გაზომვამდე, ისე გაზომვის შემდეგ.

2️⃣ გარემოს ხმაურის შემოწმება

პოლიციელმა ჯერ უნდა გაზომოს გარემოს ხმაური. თუ ავტომობილისა და გარემოს ხმაურის დონეებს შორის სხვაობა 10 დეციბალზე ნაკლებია, გაზომვის შედეგები სარწმუნოდ არ მიიჩნევა.
მაგალითად, თუ გარემოს ხმაური 75 დეციბელია, ხოლო ავტომობილის — 82 დეციბელი, ასეთი გაზომვის შედეგი სარწმუნო არ არის.

3️⃣ ამინდის პირობები

გაზომვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა -10°C-დან +50°C-მდეა.
ასევე უნდა გაითვალისწინონ ძლიერი ქარი, წვიმა, ხმაურის ამრეკლი ზედაპირები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება შედეგზე გავლენა მოახდინოს.

4️⃣ სად უნდა განთავსდეს აპარატი?

ავტომობილი უნდა იყოს გაჩერებული.
წესის თანახმად, მიზანშეწონილია აპარატის განთავსება:
• მაყუჩიდან დაახლოებით 50 სმ-ის დაშორებით (დასაშვები გადახრით ±1 სმ);
• მაყუჩის მიმართ 45°-იანი კუთხით;
• მაყუჩის სიმაღლეზე, მაგრამ მიწიდან არანაკლებ 20 სმ-ზე.
აპარატს უნდა ჰქონდეს ქარისგან დამცავი ღრუბელი და მის სიახლოვეს არ უნდა იყოს დაბრკოლება, რომელიც გაზომვაზე გავლენას მოახდენს.

5️⃣ როგორ მოწმდება ძრავის ბრუნი?

პოლიციელმა ძრავის ბრუნვის გასაკონტროლებლად ავტომობილს უნდა დაუკავშიროს სპეციალური მოწყობილობა, როგორც წესი, OBD პორტის მეშვეობით.
თუ OBD პორტი მიუწვდომელია (ავტომანქანას არ აქვს) შესაძლებელია დეტექტორის გამოყენება სხვა წესით.
გაზომვისას ძრავის ბრუნი უნდა გაიზარდოს ტახომეტრზე მითითებული მაქსიმალური ბრუნვის ნახევრამდე, თუ შემზღუდველი უფრო ადრე არ ამოქმედდება.
თუ ავტომობილის მაქსიმალური ბრუნი 5 000-ზე ნაკლებია, გამოიყენება 75%-იანი ზღვარი.

6️⃣ რომელ რეჟიმში იზომება ხმაური?

თუ ავტომობილს რამდენიმე ქარხნული მართვის რეჟიმი აქვს (მაგალითად, Normal და Sport), გაზომვა უნდა ჩატარდეს იმ რეჟიმში, რომელიც ყველაზე მეტ ხმაურს წარმოქმნის.

7️⃣ რამდენჯერ უნდა გაიზომოს ხმაური?

გაზომვა უნდა ჩატარდეს ზედიზედ სამჯერ.
საბოლოო შედეგად ითვლება სამი გაზომვის საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი.
თუ სამი გაზომვის შედეგებს შორის სხვაობა 2 დეციბალს აღემატება, გაზომვა თავიდან უნდა ჩატარდეს.

8️⃣ რა ხდება, თუ ავტომობილს ორი მაყუჩი აქვს?

თუ მაყუჩები ერთმანეთისგან 30 სმ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული, თითოეული ცალ-ცალკე უნდა შემოწმდეს.
საბოლოო შედეგად ჩაითვლება უფრო მაღალი მაჩვენებელი.

⚖️ რა ჯარიმაა გათვალისწინებული?

• პირველი დარღვევა — 100 ლარი და მართვის მოწმობის 10 ქულის დაკლება.
• განმეორებითი დარღვევა — 200 ლარი და 20 ქულის დაკლება.
• მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევა — 300 ლარი და 30 ქულის დაკლება.

📄 რა უნდა მოითხოვოთ დაჯარიმების შემთხვევაში?

გაზომვის შედეგები უნდა ამოიბეჭდოს და საჯარიმო ქვითართან ერთად გადმოგეცეთ.
თუ მიიჩნევთ, რომ გაზომვის პროცედურა დაირღვა, მნიშვნელოვანია დააფიქსიროთ კონკრეტული გარემოებები: მაგალითად, აპარატის დაკალიბრების არარსებობა, მაღალი ფონური ხმაური, არასწორი გაზომვის პირობები ან სამ გაზომვას შორის 2 დეციბალზე მეტი სხვაობა.
გაითვალისწინეთ: კანონით დადგენილი გაზომვის წესის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც საგზაო უსაფრთხოებისთვის, ისე მძღოლის უფლებების დასაცავად.

მძღოლმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ ის, თუ რამდენია დასაშვები ხმაურის დონე, არამედ ისიც, როგორ უნდა დადგინდეს მისი გადაჭარბება კანონიერად.

,,უცვლელი ტრანზაქციები, ცვალებადი შეფასებები -ადვოკატის გზამკვლევი ციფრულ სამყაროში”
10/08/2026

,,უცვლელი ტრანზაქციები, ცვალებადი შეფასებები -ადვოკატის გზამკვლევი ციფრულ სამყაროში”

ავტორი: ლევან მახარაშვილი ადვოკატი, საქართველ...

09/08/2026
🚩
29/07/2026

🚩

Understanding the common triggers behind financial crime investigations in Georgia — from unusual banking activity to cross-border scrutiny — and why early legal advice matters.

14/07/2026

⚖️ „სამართლის ექსპერტის“ მე-20 ეპიზოდის სტუმარია ადვოკატი ლევან მახ...

10/07/2026

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ...

19/06/2026

🔵 საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

Address

მცხეთის ქუჩა 13
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლევან მახარაშვილის საადვოკატო ოფისი / Levan Makharashvili Law Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ლევან მახარაშვილის საადვოკატო ოფისი / Levan Makharashvili Law Office:

Shortcuts

Share