28/06/2022
📣📣 2022 წლის პირველი ივნისიდან ძალაში შევიდა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი, რომლითაც ქართული კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის ძირითად ნორმატიულ აქტებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში, გაუმჯობესდა მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობა და მისი დაცვის მექანიზმები.
🔵 გთავაზობთ, ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს:
1. თუ თქვენ მიერ შეძენილი ნივთი აღმოჩნდება ნაკლის მქონე, უფლება გაქვთ მოითხოვოთ:
🔹ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება
🔹 ნივთის შეცვლა
🔹 ფასის შემცირება
❗ მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე (რაც გულისხმობს ნივთის დაბრუნების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურებას), თუ:
🔹გამყიდველი დროულად არ შეასრულებს მის მოთხოვნას
🔹ნივთის შეკეთება/შეცვლა შეუსაბამოდ მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული
🔹 მომხმარებელმა ინტერესი დაკარგა ნივთზე
2. ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მტკიცების ტვირთი, რომ ნივთი იყო უნაკლო ეკისრება გამყიდველს, ხოლო 6 თვის შემდეგ ნივთის ნაკლი უნდა დაამტკიცოს მყიდველმა.
3. თუ ნივთის ყიდვიდან 2 წლის განმავლობაში ნივთი აღმოჩნდა ნაკლიანი, უფლება გაქვთ ისარგებლოთ პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სერვისებით.
4. თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭირო აღარ არის სასამართლოში დავის დაწყება. შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციის სააგენტოს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი/სერვისი შეძენილია:
🔹დისტანციურად (ონლაინ მაღაზიაში)
🔹 მაღაზიის გარეთ (მაგ.: ქუჩაში პრომო გოგონამ გაგაჩერათ და დაგარწმუნათ ვაუჩერი შეგეძინათ)
თუმცა, მოგვიანებით უბრალოდ გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ შეძენიდან 2 კვირის ვადაში გააუქმოთ ნასყიდობა.
6. გამყიდველი მაღაზიები ვალდებულნი არიან თითოეულ საქონელზე თვალსაჩინოდ მიუთითონ ფასი.
👌ჩვენ შეგვიძლია თქვენი წარმომადგენლები ვიყოთ სააგენტოში.
👉 პირველადი კონსულტაცია უფასოა.
📞 დაგვიკავშირდით ნომერზე - 591 013 475
ან
💬 მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.
#დაიცავიშენიუფლებები
#მომხმარებელთაუფლებები