კუპრაშვილი და ადვოკატები Kuprashvili and Attorneys

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კუპრაშვილი და ადვოკატები Kuprashvili and Attorneys

კუპრაშვილი და ადვოკატები Kuprashvili and Attorneys Kuprashvili and Attorneys offer legal services for individuals and companies in civil, corporate and criminal cases at all instance courts of Georgia.

ჩვენ გთავაზობთ:

> კონსულტაციას
> ელექტრონულ მომსახურებას
> სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას
> საადვოკატო მომსახურებას სასამართლო სააღსრულებლო,
> ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ორგანოებში წარმომადგენლობას,როგორც საჯარო ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და ხარისხიან მომსახურებას.

2017 წლის 20 დეკემბერს  ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა შეიკრიბა. აღნიშნულ შეკრებაზე სარევიზი...
09/01/2018

2017 წლის 20 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა შეიკრიბა. აღნიშნულ შეკრებაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ რაჟდენ კუპრაშვილი აირჩიეს.

With former Foreign Minister of Canada and current Ambassedor to Germany and EU Mr. Stephan Dion. კანადის ყოფილ საგარეო ...
09/10/2017

With former Foreign Minister of Canada and current Ambassedor to Germany and EU Mr. Stephan Dion. კანადის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან და კანადის ელჩთან გერმანიაში ბატონ სტეფან დიონთან

სამუშაო შეხვედრა კანადის საგარეო საქმეთა სამინიოსტროში, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან კევინ რექსთან და მი...
25/09/2017

სამუშაო შეხვედრა კანადის საგარეო საქმეთა სამინიოსტროში, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან კევინ რექსთან და მის მოადგილესთან დავით მორგანთან. Meeting at the Ministry of Foreign Affairs, Trade and Development of Canada with director of Eastern European and Eurasia Division Kevin Rex and his deputy David Morgan.

სამუშაო შეხვედრა კანადის ომბუდსმენთან პაულ დუბესთან და მის მიადგილესთან ბარბარა ფინლისთან. Official meeting with the Omb...
25/09/2017

სამუშაო შეხვედრა კანადის ომბუდსმენთან პაულ დუბესთან და მის მიადგილესთან ბარბარა ფინლისთან. Official meeting with the Ombudsman of Ontario Mr Paul Dude and with his deputy Ms Barbara Finlay

მეგობრული შეხვედრა და სადილი ტორონტოში, კანადის პარლამენტის დეპუტატთან მართველი ლიბერალური პარტიიდან და პარლამენტის საგა...
25/09/2017

მეგობრული შეხვედრა და სადილი ტორონტოში, კანადის პარლამენტის დეპუტატთან მართველი ლიბერალური პარტიიდან და პარლამენტის საგარეო საქეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ ბორის ვრზესნევსკისთან (Borys Wrzesnewskyj). Friendly meeting and dinner with the member of the Parliament from the Liberal Party of Canada and Head of Foreign Affairs Commitee Mr. Borys Wrzesnewskyj. http://www.parl.gc.ca/…/en/members/Borys-Wrzesnewskyj(25468)

სამუშაო შეხვედრა კანადის ონტარიოს პროვინციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დირექტორთან დოქტორ შაჰიინ აზმინთან და მ...
25/09/2017

სამუშაო შეხვედრა კანადის ონტარიოს პროვინციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დირექტორთან დოქტორ შაჰიინ აზმინთან და მის მოადგილესთან დიონ ქანინგჰამთან. Meeting with the Director of Ontario Human Rights Commission Dr. Shaheen Azmi and Executive Advisor to the Chief Commissioner Dionne Cunningham

> შეხვედრა კანადის ელჩთან, ბატონ Chris Cooper თან
25/09/2017

> შეხვედრა კანადის ელჩთან, ბატონ Chris Cooper თან

Completed the seminar and expert session on Investment Management for Corporate Leaders at Academic Union at Oxford.სასწ...
25/09/2017

Completed the seminar and expert session on Investment Management for Corporate Leaders at Academic Union at Oxford.
სასწავლო კურსი ოქსფორდში.

მეგობრული შეხვედრა ლონდონში ბატონ დანიელ ჰამილტონთან. ბატონი დანიელი 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ღებულობს მონაწილე...
25/09/2017

მეგობრული შეხვედრა ლონდონში ბატონ დანიელ ჰამილტონთან. ბატონი დანიელი 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას მართველი კონსერვატიული პარტიიდან. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ ბატონ დანიელ ჰამილტონს!

Meeting in London with Mr Daniel Hamilton, who is a candidate from the ruling Conservative Party in the upcoming parliamentary elections which will take place on June 8th. I would like to wish Mr Hamilton best of luck and success in the elections!

13/03/2017

მნიშვნელოვანი ქეისი – იძულების გზით სახელმწიფოსათვის ჩუქების ხელშეკრულებით ქონების გადაცემის შესახებ.

დავის არსი: 2010 წლის 06 მაისს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენმა მარწმუნებელმა კომპანიამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რასაც წინ უსწრებდა შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) მხრიდან კომპანიის დირექტორზე ზეწოლა, აღნიშნული დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე 2013 წლის 18 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით.
2014 წლის 26 მარტს ჩვენმა მარწმუნებელმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409–412–ე მუხლების საფუძველზე. რაც სამართლებრივი თვალსაზრისით იყო არასწორი.
მოპასუხე მხარემ სწორად მიუთითა, რომ აღნიშნული სარჩელის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლი, ანუ დელიქტით–მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო ვიანიდან სამინისტროს მხრიდან ასეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონდა, მაშინ არც სათანადო მხარეს არ წარმოადგენდა ამ დავაში, გარდა ამისა მათი მითითებით, მოთხოვნა ხანდაზმული იყო ვინაიდან გასული იყო 1008–ე მუხლით გათვალისწინებული 3 წლიანი ვადა.
შესაბამისად არსებობდა რეალური საშიშროება სარჩელი არ დაკმაყოფილებულიყო. საბედნიეროდ დროულად მოხდა ჩვენი საადვოკატო ბიუროს ჩართვა აღნიშნულ დავაში და სასარჩელო მოთხოვნამ ჩვენი ინიციატივით განიცადა გარკვეული სახეცვლილება. კერძოდ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მივუთითეთ არა დელიქტური ვალდებულება, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით გათვალისწინებული ნორმები, ამასთანავე დავაყენეთ მხარეებს შორის 2010 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 54–ე მუხლზე დაყრდნობით. ამასთანავე ვინაიდან სადავო უძრავი ქონება უკვე სხვა იურიდიული პირის საკუთრებას წარმოადგენდა მოვითხოვეთ გასხვისებული ქონების ღირებულების ფულადი სახით ანაზღაურება.
ამით ერთი მხრივ გავამყარეთ ჩვენი სამართლებრივი პოზიცია და მეორე მხრივ გამოვრიცხეთ ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შესაძლებლობა, ვინაიდან როგორც ვიცით ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ზანდაზმულობის ზოგადი 10 წლიანი ვადა.
აღნიშნული ქეისი წარმოადგენს კიდევ ერთ წარმატებულ საქმეს ჩვენი საადვოკატო ბიურო არსებობის ისტორიაში.
👉 დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

13/03/2017

მნიშვნელოვანი ქეისი (ნაწილი III)
2016 წლის 22 იანვარს შემსყიდველმა მიიღო ოქმი N9, რომლითაც ფაქტობრივად დაასრულა კონკურსი და გამოაცხადა გამარჯვებული, 29 იანვარს მიიღო ოქმი N10 და 01 თებერვალს ოქმი N11, რომლითაც კონტრაქტორის სტატუსი მიანიჭა ერთ–ერთ პრეტენდენტს, ხოლო 05 თებერვლის ოქმი N12–ით დაადგინა მასთან ხელშეკრულების გაფორმება.
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აშკარა თვითნებობას, თან ახლდა ამავე ორგანოს მხრიდან სასამართლოსადმი არაერთი მიმართვა, მცდარი ფაქტობრივი გარემოებების მიწოდების გზით, უკანონო სამართლებრივი შედეგის "გამართლების" მიზნით.
როგორც წინათ ავღნიშნე, თავდაპირველად შემსყიდველმა ორგანიზაციამ მოითხოვა დავების განმხილველი საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეჩერება, რაც თავდაპირველად გამოუვიდათ კიდევაც, ვინაიდან 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, თუმცა 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით იმავე მოსამართლემ განმარტა თავისი 10 დეკემბრის განჩინება საქმეზე N3/9332–15, რომლითაც განუმარტა ადმინისტრაციულ ორგანოს განჩინების შესაბამისი ნაწილი და კიდევ ერთხელ უთხრა უარი კონკურსის გაგრძელებაზე.
გაუგებრობა გამოიწვია სასამართლოს მხრიდან შეცდომამ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29–ე მუხლის პირველი ნაწილით გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება ავტომატურად ჩრდება, თუმცა სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისის შემთხვევები, რომლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმადაც აღსრულება არ შეჩერდება თუ ეს გათვალისწინებულია კანონით. ხოლო "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–14 პუნქტის თანახმად უფლებამოსილი ორგანოს (სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომლის შემადგენლობაშიც შედის დავების საბჭო) მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მის შეჩერებას.
👉 დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
https://tenders.procurement.gov.ge/dispute/engine/document.php?code=http://nbs.napr.gov.ge/nbs/v3/blobs/spa-dispute-2016-10-25-15/56db4d6d50218e000e6dbe85087cd086-996dcaa5-b011-4eaa-9921-2db79bcdbdb9&mime=application/pdf&save=Decision_DIS150000054_01.pdf

თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი არ უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

995 599 282813

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კუპრაშვილი და ადვოკატები Kuprashvili and Attorneys posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კუპრაშვილი და ადვოკატები Kuprashvili and Attorneys:

Share