19/02/2025
ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის ძალიან საჭირო ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო !
📢 ჩვენი მსმენელების და კურსდამთავრებულების თხოვნით ვაცხადებთ სპეციალურ კურსს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შედგენაზე!
📢 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ხართ და არ იცით როგორ შეადგინოთ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი?
მაშინ ეს კურსი გჭირდებათ ! მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების შეუსრულებლობა კანონით 2000-დან 5000-მდე ჯარიმით ისჯება.
👩💼 ჩვენი კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ შეადგინოთ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი თქვენი კომპანიისთვის
👩💼 გეცოდინებათ როგორ მოაგროვოთ საჭირო ინფორმაცია და როგორ წარმართოთ დოკუმენტზე მუშაობის პროცესი
👩💼 გეცოდინებათ როგორ აკონტროლოთ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შესრულება თქვენს კომპანიაში
📤 რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი ტრენინგი:
📌სწავლება დაფუძნებულია პრაქტიკულ მაგალითებზე
📌შეგასწავლით მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის სტრუქტურას და ტრენინგის დროს იმუშავებთ დოკუმენტის შედგენაზე
📌შეგასწავლით როგორ შეაფასოთ ადამიანის უფლებებზე მონაცემთა დამუშავების ზეგავლენის რისკები და რა ღონისძიებები უნდა გაატაროთ რისკების შესამცირებლად
📌ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
⚖️ ჩვენ უკვე 200-ზე მეტი ოფიცერი გადავამზადეთ!
⚖️ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ათეულობით კომპანიისათვის
👩💼 ტრენინგს გაუძღვება ლიკა საჯაია
ლიკა საჯაია არის სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუს პროფესორი. იგი არაერთი წელია უნივერსიტეტში კითხულობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს, ჩატარებული აქვს პერსონალურ მონაცემთა შესახებ ტრენინგები და საჯარო ლექციები კერძო და საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და ნანტის უნივერსიტეტში. მას შეუდგენია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტები არაერთი პროფილის კომპანიისათვის და ამ სფეროში ეწევა საექსპერტო მომსახურებას.
📊 დაწყების თარიღი : 1 მარტი
ხანგრძლივობა : 7 საათი ( 2 დღე)
1 მარტი - 17:00 - 20:30
6 ოქტომბერი - 17:00 - 20:30
კურსის ფორმატი: კურსის გავლა შესაძლებელია როგორც ფიზიკური დასწრებით ასევე ონლაინ.
ღირებულება : 280 ლარი, (ორგანიზაციიდან რამდენიმე თანამშრომელის დასწრებისას მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება).
ტრენინგის მიმდინარეობისას გადმოგეცემათ სასწავლო მასალები.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, მახათას ქ. #10, სასტუმრო გურელის საკონფერენციო დარბაზი. ტრენინგზე დასწრება ასევე შესაძლებელია ონლაინ.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/XZa89