Kids Police

Kids Police www.kids.police.ge -ს შესახებ

სამართალდამცავი სტრუქტურა, განსხვავებული ფორმით, ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს (1089-1125) ჩამოყალიბდა მსტოვრების ინსტიტუტის სახელწოდებით. მას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქვეყანაში და მის გარეთ არსებული მდგომარეობისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მეფისთვის მიწოდება ევალებოდა.

1783 წელს საქართველომ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა რუსეთის მ

ფარველობის ქვეშ მოექცა. 1801 წელს მეფობა გაუქმდა და საქართველო გახდა რუსეთის იმპერიის ერთ–ერთი ნაწილი. XIX საუკუნეში შეიქმნა პირველი ქართული სამართალდამცავი ორგანო, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. ეს გახლდათ ტფილისისა და ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმერიის სამმართველოები, რომლებსაც თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს ყველა მაზრასა და მხარეში ჰყავდა. ჟანდარმერია 1917 წლამდე არსებობდა.

1918 წლის 26 მაისს საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რის შედეგადაც შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

1921 – 1991 წლებში საქართველო შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენდა 15 მეზობელი სახელმწიფოს გაერთიანებას.საბჭოთა მმართველობის დროს, 1954 წლის მარტში, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ისტორიაში ახალი ხანა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო. ჩამოყალიბდა ორი სტრუქტურა: საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 26 მაისს, საქართველო გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რასაც მოჰყვა ქართული სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა.

2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო გაერთიანდა და ეწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი მთავარი ფუნქცია დამანაშავეობასთან ბრძოლა , საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვაა. დღევანდელი პოლიცია შსს–ში გატარებული რეფორმის შედეგია.

05/06/2012

სამართალდამცავი სტრუქტურა, განსხვავებული ფორმით, ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს (1089-1125) ჩამოყალიბდა მსტოვრების ინსტიტუტის სახელწოდებით. მას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქვეყანაში და მის გარეთ არსებული მდგომარეობისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მეფისთვის მიწოდება ევალებოდა.

1783 წელს საქართველომ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა რუსეთის მფარველობის ქვეშ მოექცა. 1801 წელს მეფობა გაუქმდა და საქართველო გახდა რუსეთის იმპერიის ერთ–ერთი ნაწილი.

XIX საუკუნეში შეიქმნა პირველი ქართული სამართალდამცავი ორგანო, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. ეს გახლდათ ტფილისისა და ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმერიის სამმართველოები, რომლებსაც თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს ყველა მაზრასა და მხარეში ჰყავდა. ჟანდარმერია 1917 წლამდე არსებობდა.

1918 წლის 26 მაისს საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რის შედეგადაც შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

1921 – 1991 წლებში საქართველო შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენდა 15 მეზობელი სახელმწიფოს გაერთიანებას.საბჭოთა მმართველობის დროს, 1954 წლის მარტში, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ისტორიაში ახალი ხანა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო. ჩამოყალიბდა ორი სტრუქტურა: საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 26 მაისს, საქართველო გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რასაც მოჰყვა ქართული სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა.

2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო გაერთიანდა და ეწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი მთავარი ფუნქცია დამანაშავეობასთან ბრძოლა , საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვაა. დღევანდელი პოლიცია შსს–ში გატარებული რეფორმის შედეგია.

Address

Tbilisi

Telephone

112

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kids Police posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Kids Police:

Share