16/12/2025
📕ახალი ტერმინი სისხლის სამართლის კოდექსში : პროცესუუნარო პირი.
🟥პროექტის მიხედვით, ბრალდებული რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, ხდება პროცესსუუნარო, ამიტომაც მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მოსამართლე არ იწყებს ან აჩერებს საქმის არსებით განხილვას 3 თვით.
🟥მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით.
🟥მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
🟥თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება, თუ შუამდგომლობის ინიციატორი მხარე არის ბრალდების მხარე, ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა აღნიშნული ვადა შეჩერდება.
✔️აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას საფუძველი დაუდო თელავის რაიონული სასამაღთლოს მოსამართლის კონსტიტუციურმა წარდგინებამ. შედეგად საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული N3/4/1543 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პროცესუუნარო პირისთვის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.