29/07/2026
➡️დაკავებულების უფლებების შელახვა:
ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა უკვე 60 დღემდე გაიზარდა, თუმცა დროებითი მოთავსების იზოლატორები დღემდე გათვლილია მხოლოდ რამდენიმე დღით პირის დასაკავებლად. ასეთ პირობებში ადამიანის ერთი თვით, ან მით უმეტეს ორი თვით დატოვება, ადამიანის უფლებების აშკარა და უხეში უგულებელყოფაა.
დღეს არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ ადამიანს ელემენტარული სამართლებრივი მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. მას არ შეუძლია მინდობილობის გაფორმება, და ვერ აგვარებს იმ საკითხებს, რომლებიც მის ოჯახს ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიცოცხლოდ სჭირდება. მაგალითად, ჩემს მეგობარს ადმინისტრაციული პატიმრობის გამო ვერ ჰქონდა შესაძლებლობა გაეფორმებინა მინდობილობა, რის გამოც იყო საფრთზე რომ მისი არასრულწლოვანი შვილი ვერ გაემგზაავრებოდა თითქმის ნახევარი წლის წინ დაგეგმილ საერთაშორისო ბანაკში, რადგან საზღვრის გადაკვეთისთვის ორივე მშობლის თანხმობა იყო აუცილებელი.
🔴არანაკლებ მძიმეა იზოლატორში არსებული პირობებიც. კვების რაციონი უკიდურესად შეზღუდულია. მაგალითად, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში რაციონში ძირითადად მხოლოდ ვაშლი, ბანანი, ლობიანი, ხაჭაპური და ხორცის ფილე შედის. თევზიც კი აღარ შედის მენიუში, არ შედის ბოსტნეული და სხვა საკვები, ეს ვერ აკმაყოფილებს ადამიანის სრულფასოვანი კვების მინიმალურ სტანდარტებს.
ამასთან, დაკავებულებს არ აქვთ უფლება ატარონ შორტი და ზაფხულის აუტანელ სიცხეში იძულებულნი არიან მთელი დღე გრძელ ტანსაცმელში გაატარონ. საკნებში არ არის კონდიციონერი, არ არის ტელევიზორი ან სხვა ელემენტარული საშუალებები, არ არსებობს ეზო, სადაც ადამიანს სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა ექნებოდა, ხოლო ტუალეტი იზოლირებული არ არის და მოთავსებულუა იმ პატარა ოთახში, რაც ადამიანის ღირსებას პირდაპირ ლახავს.
თუ ადმინისტრაციულ პატიმრობას პრაქტიკულად სისხლის სამართლის სასჯელის სიმძიმეს უთანაბრებთ, მაშინ მინიმუმ ის მაინც უზრუნველყავით, რომ ამ სასჯელის აღსრულება ადამიანის ღირსების შელახვისა და ევროპული კონვენციის დარღვევის ფასად არ ხდებოდეს.
სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ადამიანის დასჯა მის ღირსებაზე, ჯანმრთელობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე უარის თქმით განახორციელოს. სასჯელი თავისუფლების შეზღუდვაა და არა
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia