02/02/2018
"სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილი გამორიცხვას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეგებებული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა შეფასდეს აღნიშნული საპროცესო შეზღუდვისათვის თავის არიდების მცდელობად, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული პროცესის არსს, საპროცესო შეზღუდვას შეგებებული სარჩელის დაუშვებლობის თაობაზე, აქცევს ფორმალურ, გამოუსადეგარ ნორმად და გზას უხსნის პარალელური სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას."
სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეცილებითი სარჩელის არსზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთი ტიპის სარჩელებზე არ აქვს შეგებებული სარჩელის წარდგენის უფლება. სწორედ ასეთად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი და ამ მოტივით დაუშვებლად ცნო იგი.
განჩინებაში განხილულია შემდეგი თემები:
☛ შეგებებული სარჩელის დაუშვებლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში;
☛ იურიდიული ინტერესი აქტის ბათილობის მოთხოვნისას
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება №3ბ/2245-17 (2017-11-30). განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
🌐 http://library.court.ge/index.php?j_id=1321