27/08/2026
1. რა არის საქართველოს მოქალაქეობა ?
საქართველოს მოქალაქეობა არის პირის სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, რომელიც წარმოშობს კანონით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს.
2. როგორ მიიღება საქართველოს მოქალაქეობა?
საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:
✓ დაბადებით;
✓ ნატურალიზაციით
💡 თუ პირი მოქალაქეობას დაბადებით ვერ მოიპოვებს, მას შეუძლია, კანონით დადგენილი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭება ნატურალიზაციის წესით მოითხოვოს.
📌 საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება
საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:
✓ პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
✓ საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
✓ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
✓ საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.
📌 ნატურალიზაციის რა სახეები არსებობს?
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს:
✓ მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებას;
✓ მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას;
✓ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას;
✓ მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებას.
თითოეულ ფორმას განსხვავებული სამართლებრივი საფუძველი და მოთხოვნები აქვს.
⚖ მოქალაქეობის მიღებამდე მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს, რომელი ფორმა შეესაბამება კონკრეტული პირის მდგომარეობას.
❓ ვინ ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას?
საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
📍 ნატურალიზაციის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა პირს ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე.
🔎 მოქალაქეობის საკითხის განხილვის პროცესში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები აფასებენ პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებას, დოკუმენტებსა და კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას.
#ადვოკატი #მოქალაქობისმინიჭება #მოქალაქეობისშენარჩუნება #გასაჩივრება