იურიდიული კომპანია "თემიდა"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურიდიული კომპანია "თემიდა"

იურიდიული კომპანია "თემიდა" იურიდიული კომპანია "თემიდა". კვალიფიკაციური საადვოკატო, ნოტარიული და თარგმნითი მომსახხურება.

06/11/2018

იუსტიციის სამინისტრო ქორწინების რეგისტრაციისას ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციის ახალ სტანდარტს ნერგავს. დღეიდან რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ქორწინების ცერემონიალისთვის აუცილებელი განახლებული სერვისების, ინფრასტრუქტურისა და ატრიბუტიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

ქორწინების საზეიმო ცერემონიალისას რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა, რომელმაც სარიტუალო მოთხოვნების გათვალისწინებით სამოსის რამდენიმე ვერსია შექმნა. ამიერიდან საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას, რეგიტრატორებს დახვეწილი და ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.

2013 წლიდან სერვისების განვითარების სააგენტომ არაერთი სიახლე შესთავაზა მოქალაქეებს ქორწინების ცერემონიალის გასაუმჯობესებლად. ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ახალქალაქში. ქორწინების მსურველი წყვილებისთვის სპეციალური სადღესასწაულო სივრცე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსშიც მოეწყო. გარდა ამისა, 2014 წელს შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.

იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს. სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება.

უახლოეს ხანში სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო ქორწინების მსურველ წყვილებს შესთავაზებს კიდევ ერთ სერვისს, რომლის პრეზენტაციაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა. საქართველოში საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაციის მსურველ პირს ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეეძლება ნებისმიერი ადგილიდან. წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სააგენტოს ქორწინების სახლში წინასწარ გამოცხადების გარეშე შეარჩევს ვებგვერდზე - www.sda.gov.ge.

http://netgazeti.ge/news/222559/
28/09/2017

http://netgazeti.ge/news/222559/

ახალი ამბები, საზოგადოება მიშა მეფარიშვილი - 27.09.2017 საკუთარი და დედის, ბებიის, ან ბაბუის გვარების გაერთიანება შეგეძლებათ თუ თქვენი გვარისა და დედის, ბებიის ან ბაბუის გვარის გაერთიანება და გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება გსურთ, ახალი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას გაძლევთ. შესაბამისი ცვლი...

09/09/2017

მოკლედ.. იმის გამო, რომ მოქალაქეებს აინტერესებთ და ხშირად მომმართავენ ბანკებსა თუ ონლაინ სესხებთან დაკავშირებით კითხვებით, გადავწყვიტე დავწერო.
1. პირველი საკითხი რაც აინტერესებთ, არის ის, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგება, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ვალდებულების შეუსრულებლობისას და ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, რათქმაუნდა მიმართავენ სასამართლოს და შემდეგ დაიწყებენ სააღსრულებო წარმოებას.
2. შემდეგი კითხვა ასეთია ხოლმე: თუ არ გამაჩნია ქონება, როგორ მოხდება აღსრულება?
მსგავს შემთხვევაში (მსგავსი ფაქტი მომხდარა კიდეც), ქონების არ არსებობისას, აღმასრულებელი უფლებამოსილია მივიდეს მოვალის იურიდიულ მისამართზე და დააყადაღოს მოძრავი ქონება. რათქმაუნდა ქონების მეპატრონეს შეუძლია სასამართლოს ძალით ნივთებს მოხსნას ყადაღა, თუმცა უნდა დაამტკიცოს, რომ ნივთები მისია და არა მოვალის.
3. აქტუალური კითხვა- ონლაინ სესხების შემთხვევაში (ძირითადად), გადავადებისა და პროცენტის თანხამ გადააჭარბა ძირ თანხას და შესაძლებელია თუ არა, აღარ განვაგრძო ვალდებულების შესრულება?
სამოქალაქო კოდექსის 625 მხ-ის მეორე პუნქტი ითვალისწინებს, რომ სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, არ უნდა აღემატებოდეს ძირი თანხის 100 %-ს. ეს ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში, პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს ძირ თანხას..ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, არც ერთი სესხის წლიური პროცენტი არ აღემატება აღნიშნულს (ჯარიმა და გადავადებები არ შედის წლიურ საპროცენტო განაკვეთში).
4. რას ნიშნავს სესხის ხანდაზმულობა?
თუ ვალდებულების შეუსრულებლობიდან (როცა აღარ გადაიხადეთ), გასულია 3 წელი ან მეტი, ნიშნავს, რომ სესხი ხანდაზმულია და ჩივილის შემთხვევაშიც ვერაფერს გიზამენ. მთავარია სესხი არ იყოს გააქტიურებული (არ იყოს ახალი გადახდა თუნდაც 1 თეთრი), ან არ იყოს ხელი მოწერილი რესტრუქტურიზაციის (ახალი პირობების) ხელშეკრულებაზე.
5. ადგილი აქვს კრედიტოფიცერის მხრიდან მუქარას, დაშინებას, ზეწოლას?
აუცილებლად მიმართეთ განცხადებით შესაბამის საბანკო დაწესებულებას, რადგან მათ ამის არანაირი უფლება არ გააჩნიათ.
და კიდევ, აუცილებლად ყურადრებით გაეცანით ხელშეკრულებას, მათ შორის ონლაინ სესხზე (გრაფაა რომელიც ითხოვს მონიშვნას, რაც გულისხმობს, რომ გაეცანით ხელშეკრულებას), ხშირად ბანკის მხრიდანაც აქვს ადგილი ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რასაც მოქალაქე არ აქცევს ყურადღებას. სწორედ მსგავსი შემთხვევა მაქვს პირადი, რაზედაც გაჩუმებას არ ვაპირებ..
გისურვებთ წარმატებებს !

მარი საბიაშვილი.

20/06/2017

„სითი პარკის“ მიერ დაზარალებულები, მათი ადვოკატები  და უფლებადამცველები მონოპოლისტი კომპანიის უსამართლო,  არაადამიანურ და არაკანონიერი ქმედებების გამო, მათ პასუხისმგებლობას ითხოვენ. კომპანიის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლ იოსებ კობერიძეს „სითი პარკის“ 10-ლარიანი ჯარიმის გამო, რომლის შესახებ ინფორმაცია არც…

19/06/2017
24/08/2016
22/07/2016

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ ხელფასების 50-%-იანი სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა..

17/07/2016

საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი

15/07/2016

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს

http://gurianews.com/_/left_wide/40305_67_ka/1_agvistodan_miwis_sakuTrebaSi_registracia_martivdeba.html
12/07/2016

http://gurianews.com/_/left_wide/40305_67_ka/1_agvistodan_miwis_sakuTrebaSi_registracia_martivdeba.html

1 აგვისტოდან მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი მარტივდება. იხსნება ბარიერები და წახალისდება რეგისტრაციის პროცედურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. საქართველოს იუსტიციის

Address

თბილისი, მიცკევიჩის 29ა
Tbilisi

Telephone

592001795

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიული კომპანია "თემიდა" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to იურიდიული კომპანია "თემიდა":

Share