ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი / Lawyer in Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი / Lawyer in Georgia

ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი / Lawyer in Georgia 📲598-324-100
სრული საადვოკატო მომსახურება

📍სისხლის სამართლის პროცესში ყოველი წუთი გადამწყვეტია! ✔❌სისხლის სამართლის საქმეებში ყველაზე დიდი შეცდომა ადვოკატის პროცე...
18/05/2026

📍სისხლის სამართლის პროცესში ყოველი წუთი გადამწყვეტია! ✔

❌სისხლის სამართლის საქმეებში ყველაზე დიდი შეცდომა ადვოკატის პროცესში გვიან ჩართვაა.

გახსოვდეთ:
⚖️ თქვენ გაქვთ უფლება, არ მისცეთ ჩვენება ადვოკატის მოსვლამდე.
⚖️ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც სტრესულ სიტუაციაში იტყვით, შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული!

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გჭირდებათ კვალიფიციური დაცვა -
📞 დამიკავშირდით: 598 32 41 00

გახსოვდეთ — გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია, სწორი ნაბიჯების გადადგმა.

📍 ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი

29/04/2026

2026 წლის 29 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1794 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმები განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის ფარგლებში, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, რის გამოც, პირი დაწესებულებაში შესაძლებელია, დარჩეს მაშინაც, როდესაც იგი აღარ საჭიროებს მკურნალობას. აღნიშნული იწვევს ადამიანის ღირსების ხელყოფას და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებთან შედარებით ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

მოპასუხე მხარის პოზიციით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცედურა იძლევა ინდივიდუალური შეფასების, მკურნალობის საჭიროების დროულად გადახედვისა და შეწყვეტის შესაძლებლობას, რის გამოც იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის ღირსების ხელმყოფ ინსტიტუტად. იმავდროულად, იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირები, მათგან მომდინარე მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ არანებაყოფლობით მკურნალობას დაქვემდებარებული პირების არსებითად თანასწორ პირებად.

საკონსტიტუციო სასამართლომ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ბუნების, მისი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ინტენსივობის და სახელმწიფოს ინსტიტუციური კონტროლის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული მკურნალობის ხანგრძლივობამ, პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის დაცვისთვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, შეიძლება მიაღწიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ ეფუძნება პირის ფსიქიკური მდგომარეობის რეალურ საჭიროებას და მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის გაგრძელების ობიექტური აუცილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პროცედურული გარანტიების არსებობაზე, რომელთა ერთობლიობამაც, რეალურად, უნდა უზრუნველყოს იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების პრევენცია. სასამართლომ, ამგვარ აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებად მიიჩნია, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების რეგულარულად, გონივრული პერიოდულობით ობიექტური და მიუკერძოებელი შემოწმების პროცესის, პირისთვის მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის ინიცირებისა და სათანადო სასამართლო კონტროლის არსებობის ვალდებულება.

საკონსტიტუციო სასამართლომ, დაადგინა, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში, ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც ქმნის იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები აღარ საჭიროებდა დამოუკიდებლად შეფასებას თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. იმავდროულად, სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 2(1) ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22(1) მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

26/03/2026

2026 წლის 26 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1¹ პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე (კონსტიტუციური წარდგინებები №1914, №1920, №1921, №1922, №1928 და №1938).

გასაჩივრებული რეგულაციების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ან/და გადაგზავნას), სავალდებულო წესით ითვალისწინებს – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლის ვადით ჩამორთმევას.

კონსტიტუციური წარდგინებების ავტორთა პოზიციით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები არ შეესაბამება სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სიმძიმესა და მისგან მომდინარე ან მოსალოდნელ საფრთხეებს. ამასთან, მათი ავტომატური და აბსოლუტურად განსაზღვრული ხასიათი გამორიცხავს სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ღონისძიებებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზნები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებულ და განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებული კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა მიმართულია მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ, ვინაიდან მომეტებული საფრთხის წყაროა და მოითხოვს მუდმივ სიფხიზლესა და სამართლებრივი წესების მკაცრ დაცვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ემსახურება ძალადობის პრევენციასა და იარაღის ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებართვის საფუძველზე განხორციელებადი სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფას. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება განათლების სივრცის დაცვას ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო გავრცელებისა და გავლენის რისკისგან, ასევე საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საჯარო ინტერესის დაცულობას. საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების, საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობისა და საჯარო ფუნქციის განხორციელებისას სამართლებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ.

პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა, ერთი მხრივ, შეზღუდვის ინტენსივობა და მისი გავლენა პირის თვითრეალიზაციასა და პროფესიულ საქმიანობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ის ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესები, რომელთა დაცვასაც ემსახურება გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული დანაწესი.

სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ღონისძიებები ვრცელდება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დაკავშირებულია მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობასთან და მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია შემზღუდველი ღონისძიებების მოქმედება აისახება სოციალური ცხოვრების არაერთ ასპექტზე, თუმცა მიიჩნია, რომ ისინი მიმართულია მაღალი რისკის მქონე სფეროების რეგულირებისკენ, სადაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დამატებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უფლებების ჩამორთმევა არის დროებითი ხასიათის ღონისძიება, მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული ვადით და არ იწვევს უფლებების საბოლოო ჩამორთმევას, რაც ამცირებს შეზღუდვის ინტენსივობას. რაც შეეხება მათ სავალდებულო გამოყენებას, ის გამართლებულია იმით, რომ უზრუნველყოფს ერთგვაროვან სამართლებრივ რეაგირებას და ზრდის ინდივიდთა უფლებებისა და საჯარო წესრიგის დაცვის ეფექტიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მაშინ, როდესაც პირის ქცევა ქმნის რეალურ და აშკარა რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი სფეროს რეგულირების დროს, ეძლევა მიხედულების/დისკრეციის უფრო ფართო ფარგლები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აცილებული საფრთხისა და პოტენციური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით, სადავო ნორმების საფუძველზე უფლებების სავალდებულო წესით ჩამორთმევა, არ წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სანქციას. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1¹ პუნქტის პირველი წინადადების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.

გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების: გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1¹ პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

🌐 ხშირად გვესმის კითხვა: მაქვს თუ არა უფლება თავი დავიცვა, თუ თავს დამესხნენ? 🤨✅საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2...
28/02/2026

🌐 ხშირად გვესმის კითხვა: მაქვს თუ არა უფლება თავი დავიცვა, თუ თავს დამესხნენ? 🤨

✅საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი ამბობს, რომ საკუთარი (ან სხვისი!) სიცოცხლის, ჯანმრთელობისა თუ საკუთრების დაცვა დანაშაული არ არის, თუ ეს ხდება ხელყოფის მომენტში.
⚠️ მთავარი ნიუანსი: თავდაცვა უნდა იყოს ხელყოფის თანაზომიერი. ანუ, თუ ვინმე მხოლოდ სიტყვიერად გემუქრებათ, ფიზიკური დაზიანების მიყენება „აუცილებელ მოგერიებად“ შეიძლება არ ჩაითვალოს.

თქვენი აზრით, რამდენად მკაფიოა ჩვენი კანონმდებლობა თავდაცვის კუთხით?⚖️


🌐 A question we often hear: Do I have the right to defend myself if I am attacked? 🤨
✅ Article 28 of the Criminal Code of Georgia states that protecting your own (or someone else's!) life, health, or property is not a crime if it occurs at the moment of an unlawful assault.
⚠️ The key nuance: Self-defense must be proportionate to the assault. In other words, if someone is only threatening you verbally, inflicting physical injury may not be considered "justifiable self-defense."
In your opinion, how clear is our legislation regarding the right to self-defense? ⚖️

13/02/2026
24/01/2026

✊მთავარი - საუკეთესო გამოსავლის პოვნაა

22/01/2026

🔴ანდერძი ვერ აუქმებს სავალდებულო წილის უფლებას

#მემკვიდრეობა #სავალდებულოწილი #ადვოკატი #იცოდეშენიუფლება #კანონი

შეწყალება არის სამართლებრივი აქტი, რითაც პრეზიდენტიპირს ათავისუფლებს  სასჯელისგან ან უმსუბუქებს სასჯელს.რით განსხვავდება...
18/01/2026

შეწყალება არის სამართლებრივი აქტი, რითაც პრეზიდენტი
პირს ათავისუფლებს სასჯელისგან ან უმსუბუქებს სასჯელს.

რით განსხვავდება შეწყალება ამნისტიისგან?
• შეწყალება — ინდივიდუალურ პირზე ვრცელდება
• ამნისტია — ყველა მსჯავრდებულს ეხება.

1️⃣ ვინ შეიძლება მოითხოვოს?
- შეწყალების თხოვნა შეუძლია:
• თავად მსჯავრდებულს
• მის ოჯახის წევრს
• ადვოკატს

2️⃣ სად იგზავნება განცხადება?
📌 განცხადება იგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
(მისამართი: ქ. თბილისი, გიორგი ათონელის ქ.25)

3️⃣ რა უნდა ეწეროს განცხადებაში?
განცხადებაში ჩვეულებრივ უთითებენ:
• მსჯავრდებულის სახელს, გვარს;
• საქმის ნომერს;
• რა სასჯელი აქვს და რამდენი მოიხადა;
• რატომ ითხოვენ შეწყალებას
(მაგალითად: მონანიება, მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის პრობლემები, კარგი ქცევა და ა.შ.)

5️⃣ ვინ იღებს გადაწყვეტილებას?
• საქმე განიხილება შეწყალების კომისიაში;
• საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი
• ⛔ პრეზიდენტი არ არის ვალდებული ახსნას უარის მიზეზი.

6️⃣ რამდენ ხანში პასუხობენ?
⏳ ზუსტი ვადა არ არსებობს
შეიძლება გაგრძელდეს:
• რამდენიმე თვეც.

Address

David Aghmashenebeli Avenue 108, Floor 3, Office N10
Tbilisi
0160

Telephone

+995598324100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი / Lawyer in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი / Lawyer in Georgia:

Share