28/03/2019
„სალაყაია და კობალაძე”- იურიდიული კომპანიაა, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ყველა თაობის პროფესიონალი იურისტები, რომელთა ცოდნა, მაღალი კვალიფიკაცია და ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს.
კომპანიის თანამშრომელთა მდიდარი გამოცდილება შეჯერებულია ახალი თაობის იურისტთა ხედვასთან, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იურიდიული საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზის მოძებნასა და მის წარმატებით დასრულებას.
კომპანიასთან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი მოწოდებულია არბიტრთა კომპეტენტურობასა და მათ მყარ, საქმიან რეპუტაციაზე დაყრდნობით მოდავე მხარეებს შესთავაზოს საარბიტრაჟო დავების დროული და კანონიერი განხილვა – გადაწყვეტა.
კომპანიის ინტერესს მომავალ თაობაზე ზრუნვაც წარმოადგენს, ამ მიზნით კომპანიაში სტაჟირებას გადიან სტუდენტები და ახალბედა იურისტები, სადაც ხდება მათი სწავლება და ცოდნის დონის გაღრმავება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებში.