Blackwood&Partners

Blackwood&Partners კონსულტაცია იურიდიულ საკითხებზე/Consultation on Legal issues. იურიდიული მომსახურება/Legal Service

18/08/2020

2020 წლის ივლისში ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში:

· ცვლილებების თანახმად, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

06/07/2020

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბრძანებით შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება როგორც ძირითადი საწარმოს, ასევე მის მიერ საქართველოში რეგისტრირებული ყველა მუდმივი დაწესებულების/ფილიალის მიმართ.

01/07/2020

ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების დებულება
-
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის დადგენილებით დამტკიცდა ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულება, რომელიც განსაზღვრავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესებსა და ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლების და ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებებს.
-
გაითვალისწინეთ, რომ 2. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინტერნეტმომსახურებას ან საკუთარი ინტერნეტგვერდის საშუალებით ინტერნეტში განათავსებს ინფორმაციას, კერძოდ, აუდიოვიზუალურ პროდუქციას (პროგრამები, თამაშები, ფილმები, მათ შორის ანიმაციური ფილმები და სერიალები), თუ ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე.
-
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით

14/06/2019

თბილისში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასური განისაზღვრა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდა სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:

ა) 1 კვირა – 4 ლარი;

ბ) 6 თვე – 25 ლარი;

გ) 1 წელი – 50 ლარი.

იმავდროულად, ქალაქ ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდა სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური ზონის მიხედვით:

ა) პირველ („A“) ზონაში 1 საათი – 1 ლარი;

ბ) მე-2 („B“) ზონაში 1 საათი – 2 ლარი;

გ) მე-3 („C“) ზონაში 1 საათი – 3 ლარი.

29/03/2019

2019 წლის 1 აპრილიდან - ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
-
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი.

26/03/2019

საქართველოს ტერიტორიაზე 2019 წლის 1 აპრილიდან აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

1. თქვენი ბრენდი არის უნიკალურითითქმის ყველაფერი ბიზნესში შეიცვლება, მომწოდებლები, თანამშრომლები, ტექნოლოგიები, გეგმები,...
15/03/2019

1. თქვენი ბრენდი არის უნიკალური
თითქმის ყველაფერი ბიზნესში შეიცვლება, მომწოდებლები, თანამშრომლები, ტექნოლოგიები, გეგმები, მაგრამ არ შეიცვლება რაც უნიკალურია და რაც დაცულია - ეს არის არის თქვენი ბიზნესის სახელი და ბრენდი. რაც არც გინდა რომ შეიცვალოს. თქვენი ბიზნესის ბრენდის შეცვლა გამოიწვევს გაყიდვების და ბაზრზე მოპოვებული აღიარების დაკარგვას.
თქვენი ბრენდი დროთა განმავლობაში გაუთანაბრდება და რიგ შემთხვევებში გადაასწრებს თქვენი ბიზნესის ღირებულებისა და თქვენი პროდუქციის/სერვისის ხარისხს. მაგალითად იქნება BMW ან Mercedes ან Audi ყველა აღიარებულია, როგორც ხარისხის ბრენდები.
თუ თქვენ არ დაიცავთ თქვენს ბრენდს კონკურენტებისა და არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენებისგან, მისი როგორც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ხანგრძლივ და უსიამოვნო სასამართლო დავებში, როცა ცდილობთ დაიბრუნოთ ის, რაც გჯერათ, რომ თქვენია, ის რაც თქვენ ხართ.

2. გამოიყენების უფლება
თქვენი ბრენდის სავაჭრო ნიშნად რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ ვერ შემოგედავებათ სხვა რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის მფლობელი.

3. ამოღების უფლება
სავაჭრო ნიშნის პირველადი ფუნქციაა სავაჭრო ნიშნის მფლობელისთის, არის თავიდან აიცილოს სხვების მიერ იმავე ან მსგავსი სავაჭრო ნიშნის გამოყენება, იმავე ან მსგავსი საქონლის / მომსახურებასთან მიმართებით, რომელთათვისაც თქვენ გაქვთ რეგისტრირებულია სავაჭრო ნიშანი. ანუ, თუ კონკურენტი იყენებს ანალოგიურ სავაჭრო ნიშანს თქვენ იურიდიულად გექმნებათ 99,9% გარანტია, რომ მოიგებთ სასამართლო დავას არაკეთილსინდისიერი კონკურენტის წინააღმდეგ.

4. პასუხისმგებლობა
როგორც თქვენი ბრენდის, რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის მფლობელს, გაქვთ ამ ბრენდის ექსკლუზიური იურიდიული მფლობელობა და ის არის თქვენს კერძ საკუთრება, ყველა იმ ბენეფიტით, რაც კანონით გააჩნია კერძო საკუთრებას, კერძოდ, როგორც საკუთრების ობიექტი, თქვენ შეგიძლიათ ის გაყიდოთ, ან გაქირავოთ და მიიღოთ შესაბამისი ჰონორარი (ლიცენზირება), გააჩუქოთ, გადასცეთ მემკვიდრეობით და სხვა.

5. რე-ბრენდირება
ბოლო და უმნიშვნელოვანესი: თუ თქვენ არ დაიცავთ თქვენს ბრენდს, როგორც რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანს, თქვენ წარმოშობთ რისკს, რომ სხვ დაირეგისტრირებს მას თავის სახელზე, ან დაარეგისტრიროს ისეთი ნიშანი, რომელიც ხელს შეუშლის თქვენი ბრენდის გამოყენებას და თქვენი ბიზნესის ცნობადობას.

14/03/2019

Swatch-ის სარჩელი Samsung-ის პლაგიატობის წინააღმდეგ:
-
შვეიცარიულმა კომპანია Swatch-მა (რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Tissot, Omega, Rado და Swatch) სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც, ადანაშაულებს კორეულ გიგანტ Samsung-ს Swatch-ის ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაში.
-
როგორც შვეიცარიული კომპანია აცხადებს კომპანია Samsung-ის საათები "Galaxy" - ს ციფერბლატები არღვევენ Swatch-ის უფლებებს, რადგანაც Samsung-ის საათებიც ციფერბლატები იმეორებენ Swatch-ის მიერ დაცულ (კუთვნილ) ინტელექტუალურ საკუთრებას.
-
იურისტების თქმით, Galaxy Apps- ის კატალოგში არსებობს დაახლოებით 30 დიზაინი (Samsung Gear Sport, Gear S3 Classic და Frontier მოდელები), რომლებიც "იდენტური ან თითქმის იდენტურია" იმ უფლებებისა, რომლებიც ეკუთვნის Swatch-ს. მათი განცხადებით აღნიშნულ დიზაინს შეცდომაში შეჰყავს მყიდველი, რომ თითქოს ამ ორ კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
-
Swatch-ი წარდგენილი სარჩელის საფუძველზე Samsung-ის გან ითხოვს 100 მილიონ აშშ დოლარს ზიანის ანაზღაურების სახით.
-
საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუ მანამდე მხარეები ვერ მორიგდნენ.

28/02/2019

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, –
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

27/02/2019

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად სექსუალური შევიწროება განიმარტება როგორც:
"სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.“

20/02/2019

ყველა დაინტერესებულ პირს შეგახსნებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით.

20/02/2019

საქართელოს კანონმდებლობით 2019 წლის 23 იანვრიდან, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.

Address

Lubliana Str
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

591400817

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Blackwood&Partners posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Blackwood&Partners:

Share