LeDa & Co.

LeDa & Co. LeDa & Co. is an independent, full service, multi-disciplinary Law Firm

24/06/2016

დღეს, 24 ივნისს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებით საბოლოოდ დავასრულეთ სამ წლიანი დავა ჩვენი კლიენტის და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ მეგობრების საქმეზე, რომელიც ეხებოდა სასაქონლო ნიშნით მარკირებული საქონლის უკანონო რეალიზაციას.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მეგობრების მიერ საქპატენტში რეგისტრირებულ, სასაქონლო ნიშნით მარკირებულ საქონელს აწარმოებდა სხვა საწარმო და ახდენდა მის რეალიზაციას როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ჩვენდა სამწუხაროდ, შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა და ასევე საბაჟო ორგანოებმა მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვერ უზრუნველყვეს დაცული სასაქონლო ნიშით მარკირებული პროდუქციის რეალიზაციის აღკვეთა (მით უფრო რომ საქმე ეხებოდა ფარმაცევტულ პროდუქციას). თუმცა ჯერ ბათუმის სამოქალაქო სასამართლოს, შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ბოლოს უკვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მეშვეობით შევძელით საბოლოო გამარჯვების მიღწევა და უკანონო მწარმოებელს ჩვენი მეგობრების სასარგებლოდ დავაკისრეთ დაახლოებით 480 000 ლარის ზიანის ანაზღაურება, რომელიც კომპანიას მიადგა მიუღებელი შემოსავლის სახით. აღნიშული გადაწყვეტილების დასაბუთებამ ფაქტიურად დაამკვიდრა საქართველოში პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სხვისი სასაქონლო ნიშნით ან სავაჭრო ნიშნით უნებართვო სარგებლობა მხოლოდ აკრძალვით არ შემოიფარგლება და დამრღვევ მხარეს მოუწევს ფინანსური პასუხისმგებლობა მეორე მხარის მიუღებელ შემოსავალზე.

Address

#2 Chakhrukhadze Str
Tbilisi
0105

Telephone

+995322989139

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LeDa & Co. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to LeDa & Co.:

Share