LBC Group - International law bureau

LBC Group - International law bureau საერთაშორისო იურიდიული ბიურო LBC ჯგუფი

⚖️ იცოდით, რომ არასრულწლოვნის უძრავი ნივთის განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობითაა შესაძლებელი ❔⚖️📌 საქართველოს სამოქა...
14/08/2026

⚖️ იცოდით, რომ არასრულწლოვნის უძრავი ნივთის განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობითაა შესაძლებელი ❔⚖️

📌 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ დასაშვებია მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ⚖️

🚫❌ შესაბამისად მშობელს დამოუკიდებლად არ შეუძლია ბავშვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი/მოძრავი ქონების გაყიდვა, ჩუქება ან სხვა სახის განკარგვა.
სასამართლოს თანხმობის გარეშე გარიგება ბათილია! ⚠️

✅ ჩვენ გეხმარებით:

✅ სასამართლოში განცხადების მომზადებაში (თანხმობის მისაღებად)

✅ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასაბუთებაში 🗣️

🤝 მთელი პროცედურის სრულ იურიდიულ მხარდაჭერაში ⚖️

💼 იურიდიული კონსულტაციისთვის მოგვმართეთ:

📞 +995 599 058 888
📍ქ.თბილისი, ჟ.შარტავას N29

😱🆘 უკანონოდ გაგათავისუფლეს სამსახურიდან?❌ ხელფასი ან კომპენსაცია არ მოგცეს⁉ ️❌ ზეგანაკვეთური არ გადაგიხადეს ⁉️💼შრომითი უ...
10/08/2026

😱🆘 უკანონოდ გაგათავისუფლეს სამსახურიდან?

❌ ხელფასი ან კომპენსაცია არ მოგცეს⁉ ️
❌ ზეგანაკვეთური არ გადაგიხადეს ⁉️

💼შრომითი უფლებების დარღვევა ხშირია, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ შეუძლია დაიბრუნოს ის თანხა რაც მას რეალურად ეკუთვნის.
ჩვენ გეხმარებით:

✅ უკანონო გათავისუფლებისას

✅ ხელფასის და კომპენსაციის დაბრუნებაში

✅ შრომის ინსპექციასა და სასამართლოს წარმომადგენლობაში

✍️ იურიდიული კონსულტაციისთვის მოგვმართეთ:

📞 +995 599 058 888

📍ქ.თბილისი, ჟ.შარტავას N29

🏁წარმატება ყოველთვის არ ნიშნავს გამამართლებელ განაჩენს!🚨ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ს.გ ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს...
31/07/2026

🏁წარმატება ყოველთვის არ ნიშნავს გამამართლებელ განაჩენს!

🚨ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ს.გ ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას

🔺 დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 6 წლამდე.

✅დღეს შედგა საპროცესო შეთანხმება რომლის თანახმადაც 5 აგვისტოს გათავისუფლდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ს.გ და მხოლოდ 3 თვე მოიხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში✅

📥 იურიდიული კონსულტაციისთვის მოგვმართეთ:

📞 +995 599 058 888
📍ქ.თბილისი, ჟ.შარტავას N29

⚠️🎙️ მნიშვნელოვანი ცვლილება მათთვის ვისაც სჭირდება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა ! “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”...
23/07/2026

⚠️🎙️ მნიშვნელოვანი ცვლილება მათთვის ვისაც სჭირდება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა !
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”
საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება რომლის თანახმადაც:

✔️საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი პროცედურის ვადა გახანგრძლივდა.
✔️ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის პასპორტი მიიღეს, ახლა უფლება აქვთ, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართონ სახელმწიფო უწყებებს.

🆘 თუ თქვენ ხართ ყოფილი მოქალაქე და გჭირდებათ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა ეს უნდა გააკეთოთ 2027 წლის 1 იანვრამდე ვადის დაცვით სხვა შემთხვევაში ეს დაუშვებელია.

🤝 თუ თქვენ გჭირდებათ მოქალაქეობის მიღება/ აღდგენა ან შენარჩუნება ჩვენი გუნდი მზადაა სრული იურიდიული დახმარებისთვის, რაც გულისხმობს:

✅ მოქალაქეობის მიღებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას და მომზადებას 📂

✅ კანონის სრული მოთხოვნების გათვალისწინებით, დასაბუთებული განცხადებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიმართვა🗣️

✅ განცხადებით მიმართვიდან მოქალაქეობის მიღებამდე/ აღდგენამდე სრული იურიდიული მომსახურეობის გაწევას 🤝

✍️ იურიდიული კონსულტაციისთვის მოგვმართეთ:

📞 +995 599 058 888
📍ქ.თბილისი, ჟ.შარტავას N29 ⚠️

⚠️ ფიქტიური ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა! ⚖️‼️შევიდა მკაცრი ცვლილებები კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის ...
13/07/2026

⚠️ ფიქტიური ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა! ⚖️

‼️შევიდა მკაცრი ცვლილებები კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ცვლილებები ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ამოქმედდა 2026 წლის 1 ივლისიდან.

🛂ბინადრობის უფლების ან მოქალაქეობის მიღების მიზნით გაფორმებული ფიქტიური ქორწინება უკვე ისჯება სისხლის სამართლის წესით, საკანონმდებლო ახალი ცვლილებების თანახმად ფიქტიური ქორწინებისთვის კანონი ითვალისწინებს :

🔹 ფიქტიური ქორწინების რეგისტრაცია ან მასში მონაწილეობა ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

🔹 უცხო ქვეყნის მოქალაქეს ემუქრება საქართველოდან დეპორტაცია და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით, ან ჯარიმა ან კიდევ შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

🔹 ახალი რეგულაციის თანახმად შეიქმნა სპეციალური კომისია,რომელიც ბინადრობის გაცემამდე მკაცრად ამოწმებს ქორწინების ნამდვილობა.

✍🏻 გჭირდებათ იურიდიული კონსულტაცია?

✔️ რისკების თავიდან ასაცილებლად, მოგვმართეთ:

📞+995 599 058 888
📍ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა N29

🔥🔥🔥LBC Group-ში სამუშაო კვირა, მორიგი  მოგებული საქმით დასრულდა!ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა დავა, რ...
03/07/2026

🔥🔥🔥LBC Group-ში სამუშაო კვირა, მორიგი მოგებული საქმით დასრულდა!

ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა დავა, რომელიც უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს შორის საერთო სარგებლობის ეზოს ნატურით გამიჯვნას ეხებოდა. 🏠 🏠

📍 საყურადღებოა, რომ მხარეებს საცხოვრებელი ფართები უკვე გაყოფილი ჰქონდათ, თუმცა დავის საგანს ეზოს ტერიტორია წარმოადგენდა.

📍 მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

📌სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და განმარტა,რომ საერთო ეზოს გამიჯვნა გამოიწვევდა ქონების საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვან შემცირებას და დააკარგვინებდა მას პირვანდელ ფუნქციურ დანიშნულებას, რაც სამოქალაქო კოდექსის იმპერატიული ნორმებით დაუშვებელია.⚖️

🎊ვულოცავთ კლიენტს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! 🇬🇪

დამსახურებულ და მშვიდობიან უქმეებს გისურვებთ! 🌟💼

📩 დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის!
📞 +995 599 058 888
📍ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა,N 29

🔥 LBC Group-ის ადვოკატის ფიქრია მახარაძის მორიგი წარმატებით დასრულებული საქმე!📌ამჯერად ხუთწლიანი თავდაუზოგავი  ბრძოლის შ...
26/06/2026

🔥 LBC Group-ის ადვოკატის ფიქრია მახარაძის მორიგი წარმატებით დასრულებული საქმე!

📌ამჯერად ხუთწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და გააუქმა შრომის ინსპექციის მიერ მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სამშენებლო კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
✅ ჯარიმა 100 000 ლარი სრულად გაუქმებულია 🔥
✅ კომპანიას აღარ ეკისრება არანაირი ფინანსური ვალდებულება 👐

🎊ვულოცავთ კომპანიას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! 🇬🇪

🔺 თუ თქვენს ბიზნესს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა (შრომის ინსპექცია, დღგ, სხვა სანქციები) — ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სასამართლოში.

📩 დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის!
📞 +995 599 058 888

✨ LBC Group-ის ადვოკატ ელენე ჭელიძის მორიგი წარმატებით დასრულებული საქმე🤍📌ამჯერად ელენე ჭელიძე იცავდა კერძო მარკეტინგული...
22/05/2026

✨ LBC Group-ის ადვოკატ ელენე ჭელიძის მორიგი წარმატებით დასრულებული საქმე🤍

📌ამჯერად ელენე ჭელიძე იცავდა კერძო მარკეტინგული სააგენტოს კრეატიული დირექტორის ა.ქ.-ის უფლებებს!

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ აღიარებდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს, ორწლიანი ბრძოლის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ელენე ჭელიძის სარჩელი:

✅ დადგინდა და უკანონოდ იქნა ცნობილი ა.ქ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი.
✅კომპანიას მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის გადახდა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
✅კომპანიას მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა.

🎊ვულოცავთ ელენე ჭელიძეს წარმატებას❕

LBC Group თქვენი სამართლებრივი სიმშვიდის გარანტი❤️
📞+995 599 05 88 88
📍ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა,N 29

2022 წლიდან ამოქმედებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ყველა საწარმოს/საწარმოს ფილიალს, რომელიც 2022 წლის...
01/04/2026

2022 წლიდან ამოქმედებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ყველა საწარმოს/საწარმოს ფილიალს, რომელიც 2022 წლის 01 იანვრამდეა რეგისტრირებული, ავალდებულებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

⏰ ათასობით კომპანია აწყდება პრობლემებს: მათი განაცხადები დახარვეზდა, რეგისტრაცია შეჩერდა ან კომპანიებს ჯერ კიდევ არ გაუვლიათ ახალ კანონთან შესაბამისობა.

‼️‼️ გაფრთხილებთ — დროული რეაგირება აუცილებელია!

🚨 რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს ისეთი შეზღუდვების დაწესებას, რაც ფაქტობრივად ოპერაციების სრულ გაჩერებას იწვევს. კერძოდ,

🚫 რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა;
🚫 იზღუდება ქონების განკარგვა და საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობა;
🚫 იზღუდება საბანკო ანგარიშების მართვა, ახალი ანგარიშის გახსნა და კრედიტის აღება;
🚫 უჩერდებათ უფლებამოსილება კომპანიის დირექტორებს/წარმომადგენლებს.

ჩვენ გთავაზობთ:

✅ სრული დოკუმენტაციის მომზადებას და რეგისტრაციაში კანონთან შესაბამისობაში მოყვანას
✅ სარეგისტრაციო ხარვეზების სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას
✅ კომპანიის ინტერესების სრულ დაცვას და წარმომადგენლობას შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან

📞 ნუ დაელოდებით პროცესების გართულებას, დაგვიკავშირდით

⚖️ჩვენი იურიდიული ბიურო აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისთვის❗️❗️❗️❕მსჯავრდებულების სერგეი კუხარჩ...
02/03/2026

⚖️ჩვენი იურიდიული ბიურო აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისთვის❗️❗️❗️

❕მსჯავრდებულების სერგეი კუხარჩუკის და რუსლან სივაკოვის ინტერესებს იცავს LBC Group-ის ადვოკატი ფიქრია მახარაძე⚖️

⭕ თბილისის სააპელაციო სასამართლოში „დეკემბრის აქციების” დროს დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა გაგრძელდა.

სასამართლოს დასკვნითი სიტყვით სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატმა, ფიქრია მახარაძემ მიმართა:

💬 „28, 29 დეკემბრის რიცხვების ეპიზოდების გამო არის ბრალდებულები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. ისინი არიან უკრაინელები, არ იციან ქართული ენა, შესაბამისად ორგანიზებული მოქმედება მათი მხრიდან გამორიცხულია, ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, რომ აღნიშნულ სიტუაციაში არსებობდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც ჰყავდა მეთაური, რომ ისინი ასრულებდნენ კონკრეტულ დავალებებს და სხვა...

ბრალდებულები რუსლან სივაკოვი და სერგეი კურხაჩიკი საერთოდ არ იმყოფებოდნენ არც ჭიჭინაძის ქუჩაზე და არც 9 აპრილის ქუჩაზე. პროკურატურის მიერ მოწოდებულ ვიდეოკამერებით ცალსახად დგინდება მათი ადგილმდებარეობა - ისინი იმყოფებიან მუდმივად რუსთაველის გამზირზე პირველი სკოლის წინ ან სასტუმრო მერიოტის მიმდებარედ. აქედან გამომდინარე, არც ერთი მტკიცებულება არ გვაქვს საქმეში, რომელიც დაადგენდა, რომ მაშინ როცა დაზარალებულს ზიანი მიადგათ, იმ დროს სერგეი ან რუსლანი აღნიშნულ ტერიტოირაზე იმყოფებოდნენ...

პროკურატურა გვაიძულებს იმის დაჯერებას, რომ ნივთის სროლა, გაუგებარი მიმართულებით, აგრეთვე ბარიკადების გამაგრება არის დანაშაული, სინამდვილეში ბარიკადის გამაგრება არ წარმოადგენს დანაშაულს.

ვიდეოებში კარგად ჩანს, სინამდვილეში ბარიკადების გადაადგილებას ჰქონდა ადგილი, რომელიც დანაშაული ნამდვილად ვერ იქნება...

აგრეთვე, ნივთის სროლა, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და არც სროლის მიმართულებაა დადგენილი და არც ზომა და არც დაზარალებულია დადგენილი, არ წარმოადგენს დანაშაულს. აგრეთვე არ დადგენილა - თუ რა მიზნით იყო გასროლილი აღნიშნული ნივთი. არც ექპერტიზაა ჩატარებული და არც ამოღებული არ არის რომელიმე „ნასროლი“ საგანი.

დამონტაჟებულ ვიდეოში კი ნათლად ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ნასროლი საგანი იქვე ვარდება, მათთან ახლოს და ნივთი არავის არ ხვდება, მითუმეტეს აღნიშნულ საქმეში მოყვანილ დაზარალებულს", - განაცხადა ადვოკატმა.

Address

შარტავა 29 Shartava Street
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00

Telephone

+995599058888

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LBC Group - International law bureau posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to LBC Group - International law bureau:

Shortcuts

Share