01/08/2023
მემკვიდრეობის მიღების პროცედურა
კანონმდებლობა ითვალისწინებს სამკვიდრო ქონების გადასვლას მემკვიდრეებზე ორი ფორმით: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობით.
კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს სამკვიდრო ქონების მიღებას ორი გზით: 1) სანოტარო ბიუროსათვის მიმართვით სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე და 2) 6 თვის გასვლის შემდგომ სანოტარო ბიუროსთვის მიმართვით ფაქტობრივი დაუფლების გზით. ხოლო თუ არ დადასტურდა ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი, შემდგომ სასამართლოს გზით.
სანოტარო ბიუროსათვის მიმართვა უნდა განხორციელდეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ამ დროის გასვლის შემდეგ მემკვიდრეს უწევს სანოტარო ბიუროში ამტკიცოს სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი. თუ აღნიშნული ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული, შემდგომ სასამართლოში.
ჩვენ დაგეხმარებით ყველა პროცედურული საკითხის მოგვარებაში. დაგვიკავშირდით: 555-122-900 - ადვოკატი თენგიზ მჭედლიშვილი!