10/03/2026
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექციების ციკლზე, რომელსაც წარმართავენ ლუბლინის მარია კიური-სკლოდოვსკას სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სამართლის ფაკულტეტის პროფესორები.
ლექციები დაეთმობა თანამედროვე სამართლის აქტუალურ საკითხებს - ხელოვნური ინტელექტის როლს მართლმსაჯულებაში, მედიაციის ინსტიტუციურ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ გამოწვევებს, ასევე ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეებში სასამართლოს წინაშე არსებულ რთულ დილემებს.
📅 სამშაბათი, 17 მარტი
📍 თსუ, II აკადემიური კორპუსი, აუდიტორია 119
🔹 17:00–17:50
პროფ. იაროსლავ კოსტრუბიეცი (Prof. Jarosław Kostrubiec) - სამართლის ფაკულტეტის დეკანი
ლექცია: „ხელოვნური ინტელექტი სასამართლო პროცესში და მის ფარგლებს გარეთ: ჩაანაცვლებს თუ არა AI იურისტებს?“
(“Artificial Intelligence in the Courtroom and Beyond: Will AI Replace Lawyers?”)
🔹 18:00–18:50
ასისტენტ პროფესორი აგატა პშილეპა-ლევაკი (Assis. Prof. Agata Przylepa-Lewak)
ლექცია: „მედიაცია სამართალსა და პრაქტიკაში - ინსტიტუციური პოტენციალი და პრაქტიკული გამოწვევები (პოლონური გამოცდილების მაგალითზე)“
(“Mediation in Law and Practice – Institutional Potential and Practical Challenges (with reference to the Polish experience)
🔹 18:50–19:50
ასისტენტ პროფესორი კატაჟინა ჰანასი, PhD (Assis. Prof. Katarzyna Hanas)
ლექცია: „დაბრუნებასა და დაცვას შორის - სასამართლოს დილემა მშობელთა საერთაშორისო გატაცების საქმეებში“
(“Between Return and Protection: The Judicial Dilemma in International Parental Abduction”)
ლექციების სამუშაო ენა: ინგლისური.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დასწრება თავისუფალია სამართლის სფეროს სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, პრაქტიკოსი იურისტებისა და მედიატორებისათვის