13/03/2026
დღე სასიამოვნო შედეგით დაიწყო.
მოლაპარაკების ეტაპზე საქმე წარმატებით დასრულდა.
დამსაქმებელმა ჩემს კლიენტს სრულად აუნაზღაურა არსებული სახელფასო დავალიანება, ბონუსის ჩათვლით.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადვოკატის ჩართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასამართლო დავების ეტაპზე, არამედ მოლაპარაკებების პროცესშიც. სწორად დაგეგმილი სამართლებრივი სტრატეგია და სათანადოდ მომზადებული დოკუმენტაცია ხშირად გვაძლევს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი სასამართლო პროცესი და დავზოგოთ როგორც დრო, ისე რესურსები.
აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლის მხრიდან პროცესში ჩართული იყო პრესტიჟული იურიდიული ფირმაც, თუმცა სწორად შერჩეულ სტრატეგიასა და კანონის უზენაესობას საბოლოოდ შესაბამისი შედეგი მოჰყვა.