27/07/2022
იურიდიული კონსულტაცია, არის კომუნიკაციის პროცესი კლიენტსა და ადვოკატს შორის, რომლის დროსაც კლიენტი აღწერს არსებულ პრობლემას, ხოლო ადვოკატი სთავაზობს ამ პრობლემის სამართლებრივ გადაწყვეტას, უხსნის კლიენტს შესაძლო პერსპექტივებსა და სამართლებრივ შედეგებს.
კონსულტაციის ფარგლებში, კლიენტის მოთხოვნით, ადვოკატს შეუძლია შეადგინოს წერილობითი სამართლებრივი დასკვნა.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია ჩვენი კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
[email protected]
ან
დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
591 10 84 66
რატომ არის იურიდიული კონსულტაცია მომგებიანი?
დროის ეფექტური მენეჯმენტი
იურიდიულ კონსულტაციაზე, ჩვენ ვპასუხობთ ყველა კითხვას, გთავაზობთ დავის მოგვარების ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტს და გისახავთ სტრატეგიას.
თუ არ იცნობთ საკანონმდებლო ბაზას, სხვადასხვა იურიდიულ კითხვებზე პასუხების ძიება დიდ დროს წაგართმევთ. როგორც ბენჟამინ ფრანკლინმა თქვა, "დრო ფულია". ამიტომ, მოგვმართეთ კვალიფიციურ იურისტებს - ჩვენი ცოდნის წყალობით, დროულად მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას და დაზოგავთ დროს.
თანხის დაზოგვა
დროული იურიდიული კონსულტაცია საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ დაგვიანებასთან დაკავშირებული ხარჯები. სპეციალისტი ითვლის გარკვეული გადაწყვეტილებების განხორციელების რისკებს. ამ გზით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დროებით მოგებამდე მიგვიყვანს, მაგრამ მომავალში ზარალს გამოიწვევს.
თქვენ იღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო საკითხზე რისკების შესწავლით და პრობლემის ალტერნატიული გადაწყვეტილებების შერჩევით. ადვოკატის დახმარება სრულად ანაზღაურდება, რადგან ჩვენ ვპოულობთ პრობლემის ყველაზე მომგებიან გადაწყვეტას, რომელიც შეამცირებს თქვენს ხარჯებს ან მოგებას მოგიტანთ.
ადვოკატის პირველადი (გაცნობითი) კონსულტაცია უფასოა
პირველადი კონსულტაციის დროს ადვოკატი ზოგადად ეცნობა პოტენციური კლიენტის სამართლებრივ პრობლემას, ეცნობა იურიდიული დახმარების საჭიროებას, სთავაზობს პოტენციურ კლიენტს თანამშრომლობის ვარიანტებს, აცნობს შესაძლო პირობებს და იურიდიული მომსახურების გაწევის ღირებულებას.
დაგვიკავშირდით:
[email protected]
591 10 84 66