16/01/2025
დღეს სასწაული რამე მოხდა უზენაეს სასამართლოში 🥲
სამოქალაქო კოდექსის 167 მუხლი ოფიციალურად მკვდარ ნორმად გამოცხადდა.!!
სასამართლომ პრივატიზების შესახებ 107 დადგენილება საჯარო რეესტრის სისრულისა და უტყუარობის პრეზუნფციის უპირატესად ცნო 🥲🥲
ადამიანი რომელიც 30 წლის განმავლობაში ოფიციალურად, რეესტრის მიხედვით, სრული ქონების მესაკუთრედ ითვლებოდა, 2/3 ქონების ჩამოერთვეს და გადასცეს ამერიკის მოქალაქეებს
ეს რას ნიშნავს მოკლედ რომ განვმარტო:
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს (1000 წლის შემდეგაც კი) რამდენი თაობებიც არ უნდა შეიცვალოს,
თუ პირს პრივატიზაციის შედეგად უძრავი ქონების წილი ეკუთვნოდა, მაგრამ არ იყო საჯრო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული მის შთამომავლობას უფლება აქვს ამ წილის საკუთრებაში რეგისტრაცია მოითხოვოს სულ რომ 1000 წელი გავიდეს მაშინაც..
(თუ ქონება რათქმაუნდა ამ პერიოდში სხვა კეთილსინდისიერ მყიდველზე არ იყო გასხვისებული)
რაც უფრო მეტი ხანი გადის უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ქვედა ინსტანციებში უფრო მცოდნე და პრფესიონალი მოსამარათლეები მუშაობენ.. 🙄
პ.ს თუ ვინმეს გსურთ ამ "შედევრის" ნახვა:
👇
გადაწყვეტილება ას-1023- 2024