მეტრეველი & ადვოკატები - Metreveli & Lawyers

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეტრეველი & ადვოკატები - Metreveli & Lawyers

მეტრეველი & ადვოკატები - Metreveli & Lawyers თქვენი იურიდიული და საადვოკატო სერვისები საქართველოში
Your Legal and Advocacy Services in Georgia

15/12/2023
გილოცავ, საქართველო! 🇬🇪🇪🇺😉Félicitations à la Géorgie ! Congratulations to Georgia! ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მკაც...
14/12/2023

გილოცავ, საქართველო! 🇬🇪🇪🇺😉
Félicitations à la Géorgie !
Congratulations to Georgia!

ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს სამართლებრივ განვითარებაზე!
ეს ნიშნავს მეტ სამართლებრივ გამჭვირვალობას და მეტ სამართლიანობას!
ეს ნიშნავს ევროკავშირის სამართლის და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკის სავალდებულო გათვალისწინებას საქართველოს სასამართლოში ანალოგიურ საქმეებზე!

12/12/2023

ზოგჯერ ზოგიერთი ითხოვს ხოლმე 1-2 სიტყვას მაშინ, როცა განსახილველი საქმე მართლაც ვრცელია... სწორედ ეს "ერთი-ორი სიტყვა" არის კონსულტაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, ფასიანია :)

საუკეთესო ფინანსისტები და ბუღალტრები არიან  აქ! 😉The best financiers and accountants are here!
12/12/2023

საუკეთესო ფინანსისტები და ბუღალტრები არიან აქ! 😉
The best financiers and accountants are here!

მადლობა, რომ ირჩევთ Debit Accounting-ს 🤗

🟣 მოხარული ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი მომხმარებლების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის: წარმოება, დისტრიბუცია, მედიცინა, რეალიზაცია, მომსახურება და სხვა.

თუ ბუღალტრული მომსახურება გჭირდებათ და ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი მომხმარებელი, აუცილებლად დაგვიკავშირდით:
📱591 61 00 13
📱591 87 24 24
📧 [email protected]

❗განცხადება❗საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ...
06/12/2023

❗განცხადება❗

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან. ცვლილებების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი აღარ იქნება ვალდებული სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნებთან. შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა იქნება ნებაყოფლობითი ხასიათის და ამის განუხორციელებლობა არ გამოიწვევს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.

ამასთან, თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სურს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ (2022 წლის 1 იანვრიდან) რეგისტრირებული სუბიექტებისთვის გათვალისწინებული შესაძლებლობებით სარგებლობა (მაგ: ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის - ელექტრონული მისამართის ქონა და სარგებლობა), მაშინ მას მაინც მოუწევს სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობის უზრუნველყოფა, თუმცა ამის განხორციელება მას ნებისმიერ დროს შეუძლია.

რაც შეეხება სხვა სუბიექტებს (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა), მათთვის ამ ვალდებულების შესრულება ძალაში რჩება და ვალდებულების შესრულების ვადამ გადაიწია 2025 წლის 1 აპრილამდე. ამასთან, თუ სუბიექტი მითითებულ ვადაში შესაბამისობაში არ მოიყვანს სარეგისტრაციო მონაცემებს, მას შეუჩერდება რეგისტრაცია და მიეცემა დამატებითი ერთწლიანი ვადა შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. თუ ამ დამატებით ვადაშიც არ მოხდება შესაბამისობის უზრუნველყოფა, სუბიექტის რეგისტრაცია გაუქმდება.

წყარო:

https://csogeorgia.org/ge/newsPost/32954?fbclid=IwAR2uL7xHRi1ezXz_UVEMfgThLeEH2eE_1cugoYzKLrFVAx9MceywBJUgT8s_aem_AQqTS7mpk3Y-eNIVmV3_n500_DIFP40t7NTG_NKmTVat64RQ2DugOymayTtSgWoWeNc

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ...

01/12/2023

#იურიდიულიმომსახურება #იურიდიულისერვისი #ადვოკატი #იურიდიულიფირმა

       #იურიდიულიფირმა    #იურიდიულიმომსახურება  #ადვოკატი  #ბიზნესი
01/12/2023

#იურიდიულიფირმა #იურიდიულიმომსახურება #ადვოკატი #ბიზნესი

       #იურიდიულიფირმა  #იურიდიულისერვისი  #ადვოკატი
01/12/2023

#იურიდიულიფირმა #იურიდიულისერვისი #ადვოკატი

19/11/2023
გამარჯობა, ძვირფას საზოგადოებას და ჩვენი ფირმის არსებულ და პოტენციურ კლიენტებს. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ფირმის მიმართ...
13/11/2023

გამარჯობა, ძვირფას საზოგადოებას და ჩვენი ფირმის არსებულ და პოტენციურ კლიენტებს.

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ფირმის მიმართ დღითი დღე იზრდება ინსტერესი და ზოგადად კულტურულ პლასტად შემოდის საქართველოში იურიდიული სერვისი, როგორც მომსახურების ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც შეგიძლია ისევე მიიღო, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სერვისი და მომსახურება ნებისმიერ, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში.
რა თქმა უნდა მომსახურება ხშირად ასოცირდება შეთავაზებასთან, ხელშეკრულებასთან, კონტრაქტთან, ფასთან, სერვისის საფასურის ანაზღაურებასთან და სწორედ ამაზე გვინდა საუბარი.

მოგეხსენებათ, შრომა არის ადამიანის მიერ დახარჯული ენერგია და დრო, რომელსაც ის ხარჯავს რაღაც პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც სჭირდება სხვას, რომელიც ამ პროდუქტში იხდის ფულს.

ასე მუშაობს საბაზრო ეკონომიკა ნორმალურ, განვიტერბულ ქვეყნებში და ასე მუშაობს იურიდიული სერვისიც, სადაც ერთის მხრივ ჩართულია კვალიფიციურ იურისტთა გუნდი, ან ერთი იურისტი, რომელიც შრომობს, ენერგიას და დროს ხარჯავს მეორე მხარის - კლიენტის ინტერესების დასაცავად, მისი დაკვეთის მაქსიმალურად ხარისხიანად შესასრულებლად და გულმოდგინეთ ცდილობს კლიენტის ინტერესები შეუსაბამოს მოქმედ კანონდმებლობას.

იურიდიული მომსახურების ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია - ხელშეკრულების, ანუ კონტრაქტის შედგენა.

კონტრაქტი, ხელშეკრულება, შეთანხმება, ფაქტიურად ერთი და იგივეა მცირე ნიუანსების განსხვავებით.

ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც მხარეები აწერენ ხელს იქცევა იურდიული ძალის მქონე დოკუმენტად და მხარეები ექცევიან სამოქალაქაო სამართლის მოქმედების ჩარჩოში, რომელსაც ზურგს უმაგრებს სახელმწიფო ინსტიტუტები და ასე წარმოიშობა ვალდებულების შესრულების მექანიზმები.

ნებისმიერი ხელშეკრულების ტექსტი, სიტყვები, წერტილი და მძიმე, ტექსტობრივი, შინაარსობრივი და თვით სტილისტური ფორმულიბებებიც კი ლეგიტიმური ჯაჭვით გადაბმულია სახელმწიფოში მოქმედ კანონის ნორმებთან, რომელთა აღსრულების უკან დგას ალეგორიულად, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, "თოფიანი კაცი" - სახელმწიფო მთელი თავისი ძალითა და სამართლებრივი მექანიზმებით.

ხელშეკრულება არსებობს იმისთვის, რომ იურიდიულად დაგიცვას, იგი არის შემაკავებელი მექანიზმი იმისგან, რომ თქვენი გარიგების მონაწილე მეორე მხარემ უბრალოდ არ გაგძარცვოთ და თუ მაინც დაგირღვიათ შეთანხმებები, თამამად წახვიდეთ კორექტულად შედგენილი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით სასამართლოში და დაავალდებულოთ ხელშეკრულების დამრღვევი მხარე და აიძულოთ შეასრულოს თქვენს წინაშე სწორედ რომ იურისტის მიერ, თქვენთვის შედგენილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები! ხოლო სასამართლო დავის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ტექსტის სწორედ ისე განმარტებას, როგორც ეს მის შემდგენელს უნდოდა თავიდანვე და ხელშეკრულებაში არ უნდა დარჩეს ბუნდოვანი ტექსტობრივი ლაქები, რომელსაც მეორე მმოდავე მხარე აუცილებლად თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
აი, ამისთვის არსებობს ხელშეკრულება, რომელიც ზოგს , სამწუხაროდ სამზარეულოს ხელსახოცში ერევა!

სამწუხაროდ, ზოგიერთს ჰგონია, რომ ხელშეკრულება ეს ფარატინა ქაღალდია, ფორმალობაა, რომელიც მხოლოდ იმიტომ იბეჭდება, რომ ვიღაცამ მას "თანხა" ჩაურიცხოს და მნიშვნელობა არ აქვს შიგნით რა წერია.

ეს მიდგომა არის მცდარი და ასეთი შეხედულება და აზროვნება ახასიათებს კორუფციულ სახელმწიფო სისტემაში გაზრდილ, ყალბ ფორმალობებს მიჩვეულ მომხვეჭელ ობივატელს, რომელიც სამოქალაქო-კომერციულ ურთიერთობებს მხოლოდ საკუთარი ჯიბისა და მუცლის პრიზმიდან უყურებს და არა როგორც კანონისმიერ, ცივილიზებულ ვალდებულებებს, რომელიც ხელშეკრულების ორივე მხარემ უნდა შეასრულოს. ასეთი ადამიანისთვის ხელშეკრუელბის დარღვევა და მეორე მხარის ზარალში ჩაგდება, ან ჟარგონულად რომ ვთქვათ - "გადაგდება", ჩვეულებრივი ამბავია ისე, როგორც მაგალითად ხშირად მოქცეულა რუსეთი საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, რომლის ქცევაზეც გერმანიის "რკინის კანცლერმა" ოტტო ფონ ბისმარკმა სამართლიანად თქვა: რუსეთთან დადებული ხელშეკრუელბა იმ ქაღალდის ფასი აქვს, რომელზეც ის დაიწერაო.

დღეს მოგვმართა რუსულენოვანმა პოტენციურმა კლიენტმა. არ გვიკითხავს, საიდან იყო (სავარაუდოდ უკრაინა, ბელარუსი ან თავისთავად რუსეთი). მან განმარტა რომ იგი იყო IT სპეციალისტი, რომ საქართველოში აქვს ინდივიდუალური საწარმო და სურს ხელშეკრულების დადება დუბაიში რეგისტრირებულ კომპანაისთან IT მომსახურებაზე.

თვენი აზრით, როგორ იწერება ასეთი ხელშეკრულებები, როგორ წამროგიდგენიათ ეს პროცესი?

როგორ და იურისტი ჯდება კომპიუტერთან და იწყებს მუშაობას, WORD-ში ტექსტების დალაგებას, დაწერას, მოდიფიცირებას, გასწორებას და დალაგებას.

რა ტექსტების? ალბათ იკითხავთ!

იურიდიული მნიშვნელობის და შინაარსის მქონე ტექსტების, სადაც ყოველ წერტილ-მძიმეს აქვს თავისი იურდიული განმარტება და ყოველი სიტყვისა და ფორმულირების უკან დგას კანონის ნორმა, ხოლო კანონის ნორმის უკან დგას სახელმწიფოს "თოფიანი კაცი" - სამართლებრივი მექანიზმები, სასამართლო, მოსამართლე, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ამ ე.წ. "ფარატინა ქაღალდში" ჩაწერილი ორი მხარის ვალდებულებების რეალიზება!

ამიტომ, იურისტის სწორ და კვალიფიციურ მუშაობას, სკურპულოზურ დაკვირვების უნარს და დეტალებს ძალიან დიდი და შეიძლება გადამწვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს რომელიმე მხარის მატერიალური მდგომარეობისთვისა და მომავალი სამართლებრივი სტატუსისთვის.

სოწრედ ამ ტექსტების დალაგებას, მოფიქრებას, კანონებთან კლიენტისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ ადაპტირებას და ჩამოყალიბებას, ფიზიკურად WORD-ში ბეჭდვას, შემდეგ PDF-ში გადატანას, შემდეგ კომუნიკაციას, დაზუსტებას, კვლავ რედაქტირებას და საბოლოო სახის მიცემას სჭორდება დრო, ენერგიის ხარჯვა. სწორედ ეს არის იურისტის შრომა! დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, იურისტები შრომობენ! თუმცა ზოგს სიტყვა "შრომაზე" მხოლოდ თოხი და ბარი ახსენდება და ავიწყდება, რომ არსებობს ტვინით, ინტელექტუალური შრომაც, რასაც იურისტები ვეწევით ჩვენი ცოდნით, განათლებითა და გამოცდილებით.

შრომა ითხოვს დროს, დრო კი - ფული ღირს! ეს არის აქსიომა! ამაზე დებატი 21-ე საუკუნეში არის აბსურდი და მორალურად შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება.

ერთი სტანდარტული IT ციფრულ იმარკეტინგის მომსახურების ხელშეკრულების დაწერა, აწყობა, ადაპტირება კლიენტის ინტერსებზე, საჭიროებს დააახლოებით მინიმუმ 6 საათს და ისიც კარგ ვარიანტში, მხოლოდ ქართულად. აღარ ვლაპარაკობთ რომ ზოგ კლიენტს უცხო ენაზეც უნდა, რაც დამატებითი დროის ხარჯვაა.

ერთი სიტყვით, ამ ჩვენს დღეავნდელ ე.წ. IT მეწარმეს ეძვირა 6 საათი :) ... მაშინ, როცა თავად IT და ციფრული მარკეტინგული მომსახურება ყველაზე ძვირადღირებული სერვისია და 1 საათი მუშაობა ასეთი სპეციალისტისა, შეიძლება ღირდეს მინიმუმ 50$-500$ (საშუალოდ 275$) !

უცხოელი, არარუსულენოვანი კლიენტებს ეს ესმით და ძალიან ადექვატურად უდგებიან ამ საკითხს იმიტომ, რომ ასე მუშაობს ეკონომიკური ჯაჭვი განვითარებულ ქვეყნებში. როდესაც ერთი სფერო გამოიმუშავებს ფულს, მასზე მიბმული სერვისებიც გამოიმუშავებენ ფულს და ფულის დიდი მასა, დოვლათი ნაწილდება დამსახურებების და შრომის მიხედვით.

ამიტომ არის კარგი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანდება 🇬🇪🇪🇺☑, სივრცეში, სადაც შრომა ფასდება და შრომის, ე.ი. ადამიანის, დაფასების კულტურაა, განსხვავებით დეპსოტური, რუსულ-აზიური სამყაროსგან, სადაც ადამიანის ფასი ჩალის ფასიც არ არის, არათუ მისი შრომის დაფასება და კულტურა.

აქვე დავწერთ, რომ ჩვენი იურიდიული სერვისის მაქსიმალური(!) საათობრივი ფასი ფოტოზე მოცემულ IT ციფრული მარკეტინგის სერვისის ფასების ციფრებთან შედარებით საკმაოდ, ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება!

მაგრამ რატომღაც, ამ ჩვენს რუსულენოვან პოტენციურ "კლიენტს" ძალიან ეძვირა ჩვენი ფასი 6 საათზე გადამრავლებული :)

ასე, რომ ასეთ ე.წ. რუსულენოვან "კლიენტებს", რომლებიც ძალიან ბევრნი არიან საქართველოში, გვინდა ერთი ასეთი უფასო რჩევა მივცეთ:

ძვირფასო IT სპეციალისტებო და ციფრულო მარკეტელოგებო, განსაკუთრებით, რუსულენოვანებო!
თუ ფიქრობთ, რომ ხელშეკრულება "ფარატინა ქაღალდია", ან უფრო უარესი (რომლის თქმისგანაც თავს შევიკავებთ), გირჩევთ შეხვიდეთ ნებისმიერ მაღაზიაში, იყიდოთ თქვენთვის სასურველ ფასად ქაღალდების რულონი, სამზარეულოს ხელსახოცები, მოახიოთ და ზედ დაწეროთ რაც თქვენ გაგიხარდებათ ... ასე უფრო იაფად გამოხვალთ 🙃 უბრალოდ, საკითხავი ის იქნება მომავალში, რა ვითარებაში და სად გამოიყენებთ ამ ქაღალდის ნაგლეჯს, ამაზე უკვე თავად იფიქრეთ😉

P.S.
დიდება საქართველოს! 🇬🇪
დიდება უკრაინას! 🇺🇦
დიდება გმირებს! ✊

ეს ისე ... ყოველშემთხვევისთვის, მტრისთვის და მოყვრისთვისაც ;)

08/11/2023

🎉ადვოკატთა ასოციაციის თითოეულ
წევრს გილოცავთ ადვოკატის პროფესიულ დღეს!

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეტრეველი & ადვოკატები - Metreveli & Lawyers posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მეტრეველი & ადვოკატები - Metreveli & Lawyers:

Share