როსტიაშვილი & ცხვედიანის საადვოკატო ბიურო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • როსტიაშვილი & ცხვედიანის საადვოკატო ბიურო

როსტიაშვილი & ცხვედიანის საადვოკატო ბიურო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from როსტიაშვილი & ცხვედიანის საადვოკატო ბიურო, Lawyer & Law Firm, თბილილისი, ქეთევან წამებულის # 47/49, Tbilisi.

როსტიაშვილი & ცხვედიანის საადვოკატო ბიურო უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას 1996 წლიდან. ჩვენი სპეციალიზაციაა: სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი. ვიცავთ თქვენს ინტერესებს პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით.

📢გამამართლებელი განაჩენი ადვოკატ ლევან დვალიშვილის წარმოებაში არსებულ გაუპატიურების,  ძალადობის და მუქარის სისხლის სამარ...
03/06/2026

📢გამამართლებელი განაჩენი ადვოკატ ლევან დვალიშვილის წარმოებაში არსებულ გაუპატიურების, ძალადობის და მუქარის სისხლის სამართლის საქმეზე !

✅2026 წლის 01 ივნისს ხაშურის რაიონული სასამართლომ ვ. ხ. სრულად ცნო უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გაამართლა.

⚫️ვ.ხ.-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობის ორი ეპიზოდი) და 11პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ).

⚫️ყველაზე მძიმე მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 10-დან 13 წლამდე ვადით.

⚫️საქმეზე ადვოკატის მიერ მოხდა გამამართლებელი მტკიცებულებების შეკრება (ჩატარდა ექსპერტიზა, გამოიკითხნენ მოწმეები, შეგროვდა წერილობითი დოკუმენტები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და კომპიუტერული ინფორმაციის გამოთხოვა). შეკრებილი მასალები კანონით დადგენილი წესით წარედგინა სასამართლოს.

⚫️ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ყველანაირი პირობა შექმნა, რათა საქმე წარმართულიყო შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით. მოსამართლე მევლუდი ხათაშვილმა სწორად შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება - ვ.ხ. სრულად გამართლდა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.

აქტუალურ სამართლებრივ კითხვებს პასუხობს ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილიინტერივიუ ვრცლად იხილეთ ლინკზე:https://kvirispalitra...
21/05/2026

აქტუალურ სამართლებრივ კითხვებს პასუხობს ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი

ინტერივიუ ვრცლად იხილეთ ლინკზე:

https://kvirispalitra.ge/article/144780-tu-damsakmebeli-ar-anazgaurebs-zeganakvetur-samushaos/

ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არის ცოლ-ქმრის სახელზე, ორივე თანამესაკუთრედ ვართ დარეგისტრირებული. ჩემს ქმარს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ჯერ საქმე არ არის სასამართლოში წასული. მისი წილი ქონება მე რომ შევისყიდო და გავაკეთო ქმართან განქორწინება, შემომედავება თუ არა ბანკი ქონებაზე?
📌იურისტის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. პირველ ტურში გამარჯვე...
20/12/2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი.

პირველ ტურში გამარჯვებულია ირაკლი ყანდაშვილი და მისი გუნდის სრული უმრავლესობით დაკომპლექტდა ასოციაციის მმართველი ორგანოები!

ზურაბ როსტიაშვილის & ციცინო ცხვედიანის საადვოკატო ბიურო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატ Irakli Kandashvili უჭერს მხარს.

ჩვენი არჩევანის და მხარდაჭერის მიზეზი ძალიან ნათელი და მარტივია, ეს არის ირაკლი ყანდაშვილის სიყვარული ჩვენი პროფესიისადმი, მისი 20 წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება და არა მხოლოდ.

✅ირაკლი ყანდაშვილი არის ადვოკატთა ასოციაციის დიდი ოჯახის ერთობის გარანტი. მას მთელი თავისი საადვოკატო საქმიანობის განმავლობაში არასოდეს დაუყვია ადვოკატები რაიმე ნიშნით, ყოველთვის მხარში უდგას თითოეულ ადვოკატს.

✅ყოველთვის იდგა და დღესაც დგას გამოწვევების ეპიცენტრში, სადაც ადვოკატის პროფესია და მისი განვითარება საჭიროებს მხარდაჭერას.

✅ირაკლი ყანდაშვილის დიდი წვლილია ადვოკატთა ასოციაციის განვითარებაში, მისი მონაწილეობით და თაოსნობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ადვოკატთა ასოციაციაში.

კერძოდ:

✅საკვალიფიკაციო გამოცდის ფორმატი (ელექტრონული გამოცდა), აღნიშნული რეფორმა იყო და არის ერთ-ერთი იმ რეფორმათაგანი, რამაც ადვოკატთა ასოციაციას შესაძლებლობა მისცა, ასოციაციაში გაეწევრიანებინა მებრძოლი და სამართლებრივი ინტელექტის მქონე ხალხი, ამ რეფორმას უკავშირდება ადვოკატთა ასოციაციის ერთიანი კორპუსის პოპულარიზაცია, რამაც დიდი წვლილი შეიტანა პროფესიის განვითარებაში და გაძლიერებაში;

✅ხელმძღვანელობდა პირველი ელექტრონულ საგამოცდო სისტემის შექმნას და მის პრაქტიკაში დანერგვას;

✅ აორგანიზებდა და მართავდა ადვოკატთა პროფესიულ ტრენინგებს;

✅აქტიურად მონაწილეობდა განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის სრულყოფაში;

✅გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდთან (IRZ) თანამშრომლობით ახალგაზრდა ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობა მისცა ესარგებლათ გერმანიაში გაცვლითი პროგრამით;

✅საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით დანერგა გაცვლითი პროგრამა 35 წლამდე ადვოკატებისთვის;

✅საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ინერგებოდა საგანმანათლებლო პროგრამა და განგრძობადი განათლების სისტემა;

✅ქართველ ადვოკატებს შორის ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო ერაყის რესპუბლიკაში, ამ ეგიდით ერაყელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმატებული რეფორმები, რითაც ერაყელ ადვოკატებს დაეხმარენ ახალი ინიციატივების დანერგვაში;

✅ერაყში და ავღანეთში კონკრეტული ეგიდით მონაწილეობა ადასტურებს, რომ ირაკლი ყანდაშვილი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ დახმარებას უწევდა და გვერდით ედგა დასავლური ცივილიზაციის სახელმწიფოებს დაენერგათ სხვა სახელმწიფოებში დასავლური და დემოკრატიული ინსტიტუცია ადვოკატთა ასოციაციის სახით.

✅ირაკლი ყანდაშვილი მონაწილეობდა საკონსტიტუციო კომისიაში, რომლის ფარგლებში კონსტიტუციურ უფლებად იქცა ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება, ხოლო თვითორგანიზების უფლება გარანტირებული გახდა.

✅იგი არის მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც თავისი მენეჯერული უნარებით ფეხზე დააყენა და განამტკიცა ინსტიტუციურად.

✅ირაკლი ყანდაშვილი არის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ის კანდიდატი, რომელმაც თავისი მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე დაუმტკიცა ყველას, რომ უყვარს თავისი პროფესია და განუხრელად ემსახურება ადვოკატთა საერთო პროფესიული ოჯახის განვითარებას, გაძლიერებას.

✅ამიტომ, შეუძლებელია დარჩეს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ირაკლი ყანდაშვილის ხელმძღვანელობით გაძლიერდება თუ არა ადვოკატთა ასოციაცია, მაშინ როდესაც ირაკლი ყანდაშვილმა გასული წლების მანძილზე არაერთი რეფორმით დაამახსოვრა ადვოკატებს თავი, იმ რეფორმებით, რომლითაც დღეს თითოეული ადვოკატი და სრულიად ადვოკატთა კორპუსი ამაყობს.

✅ცალსახად ვენდობით ირაკლი ყანდაშვილს, ის არის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის უალტერნატივო კანდიდატი.

Address

თბილილისი, ქეთევან წამებულის # 47/49
Tbilisi
0144

Telephone

+995571196883

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when როსტიაშვილი & ცხვედიანის საადვოკატო ბიურო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to როსტიაშვილი & ცხვედიანის საადვოკატო ბიურო:

Shortcuts

Share