22/05/2023
📍ჩვენი კომპანიის ადვოკატების ზურა ნადირაშვილისა და ბექა ბასილაიას წარმატება სისხლის სამართლის საქმეში.
📍ი.ე-ს ბრალი ედებოდა:
🔴 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები - სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება;
🔴 საქართველოს სისხლის სამართლის 19, 182-ე მუხლის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები - სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების მცდელობა;
რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7- დან 11 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
📍თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ნოზაძემ, სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია, გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და ი.ე სრულად სცნო უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში.