SunBreath Corp. Legal Services

SunBreath Corp. Legal Services SBC Legal is a full service consultancy firm providing broad aspects of legal, financial and investment services.

21/08/2026
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ SBC Legal-ის იურიდიული გუნდის ჩართულობით საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა ორი საინ...
25/06/2026

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ SBC Legal-ის იურიდიული გუნდის ჩართულობით საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა ორი საინვესტიციო ფონდი სს „არქთიქბლუ ალფა“ და სს „არქთიქბლუ პრაიმი“.

ჩვენი იურისტებისა და კლიენტის ერთობლივი მუშაობით მომზადდა სარეგისტრაციო დოკუმენტების ერთიანი პაკეტი, რაც სამომავლოდ განაპირობებს ფონდების ეფექტურ ოპერირებას ქართულ ბაზარზე. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ინოვაციური პროდუქტები დაემატა ქართულ ფასიანი ქაღალდების ბაზარს.

მადლობას ვუხდით ტრანზაქციაში მონაწილე ყველა პირს გაწეული შრომისთვის. წარმატებას ვუსურვებთ ფონდებს მომავალ საქმიანობაში.

🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵🔵

We are thrilled to announce that, with the involvement of SBC Legal’s team, two investment funds – JSC “ArcticBlu Alpha” and JSC “ArcticBlue Prime” have been officially registered with the National Bank of Georgia.

Through the collaborative efforts of our lawyers and the Client, a comprehensive package of registration documents was prepared to ensure the efficient future operation of the funds in the Georgian market. It is of the utmost importance that these innovative products have been added to the Georgian securities market.

We extend our gratitude to all individuals who participated in this transaction for their tireless efforts. We also extend our appreciation and wish the funds success in their future activities.

17/06/2026

💫💫💫 ლურსმანი, პალეტი, პალეტის კომპოზიტური კუბიკი, პილეტი - ახალი საწარმო ფოთის ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მზად არის საწარმოო პროცესის დასაწყებად. 🙌

ესბისი ჰოლდინგმა წარმატებით განახორციელა ქარხნის მშენებლობის, გამართვისა და სატესტო გაშვების სამუშაოები, რის შედეგადაც საწარმო სრულად მზად არის სერიული წარმოების დასაწყებად.

🏗️🏭
ქარხანა განთავსებულია 50 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, შექმნილია ათეულობით სამუშაო ადგილი და პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) ლარს. 💰💰💰

გვჯეროდა, რომ მრავალთვიანი შრომა, პროფესიონალიზმი და ბევრი ნერვიულობა სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანდა და დღეს საწარმო მზადაა სრული დატვირთვით მუშაობისთვის, ათეულობით ახალი სამუშაო ადგილით!

🤍 დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წარმატება დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე.

😎😎😎
გვიხარია, ვამაყობთ და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას!
🚀

📄📄📄დასავლეთ საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა წამყვანმა მიკრო საფინასო ორგანზაციამ, ჩვენი იურიდიული კომპანიის მიერ გაცემულ...
14/04/2026

📄📄📄
დასავლეთ საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა წამყვანმა მიკრო საფინასო ორგანზაციამ, ჩვენი იურიდიული კომპანიის მიერ გაცემული იურიდიული დასკვნის საფუძველზე, სესხის სახით, შეღავათიანი პირობებით მოიზიდა ლუქსემბურგის სამეფოში რეგისტრირებული და მოქმედი საინვესტიციო ფონდი - FINETHIC S.C.A., SICAV-SIF - სგან 1️⃣ 0️⃣0️⃣0️⃣ 0️⃣0️⃣0️⃣ (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ღირებულების საკრედიტო რესურსი.

💰💰💰
მიღებული თანხები მოხმარდება საქართველოში, ფერმერული მეურნეობების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე არსებული სესხების რეფინასირებას.

მადლობას ვუხდით ამ ტრანზაქციაში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ ბიზნეს საქმიანობაში.

🤝🤝🤝
მოხარული ვართ, რომ SBC Legal-ი 🔟 წელზე მეტია აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას მსოფლიოში მოქმედ ოცდახუთზე მეტ საინვესტიციო ფონდთან. გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ჩვენს მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის.

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენი იურიდიული კომპანიის (SunBreath Corp. Legal Services ) მიერ გაცემული იურიდიული დასკვნის ...
17/03/2026

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენი იურიდიული კომპანიის (SunBreath Corp. Legal Services ) მიერ გაცემული იურიდიული დასკვნის საფუძველზე, წარმატებული რებრენდინგის შემდეგ საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა წამყვანმა მიკრო საფინასო ორგანზაციამ, შეღავათიანი პირობებით მოიზიდა სესხის სახით ლიხტენშტეინის სამეფოში რეგისტრირებული და მოქმედი საინვესტიციო ფონდი - EMF Microfinance Fund, AGmvK,- სგან 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ღირებულების საკრედიტო რესურსი.

💸💸💸
მიღებული თანხები მოხმარდება საქართველოში, ფერმერული მეურნეობების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე არსებული სესხების რეფინასირებას.

🤝🤝🤝
მადლობას ვუხდით ამ ტრანზაქციაში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ ბიზნეს საქმიანობაში.

🤍🤍🤍
მოხარული ვართ, რომ SBC Legal-ი 11 წელზე მეტია აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას მსოფლიოში მოქმედ ოცდახუთზე მეტ საინვესტიციო ფონდთან. გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ჩვენს მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის.

👏 SBC Legal მოხარულია გაცნობოთ, რომ შვეიცარიულ საერთაშორისო განვითარების ორგანიზაცია Helvetas-თან თანამშრომლობით აგროსექ...
05/03/2026

👏 SBC Legal მოხარულია გაცნობოთ, რომ შვეიცარიულ საერთაშორისო განვითარების ორგანიზაცია Helvetas-თან თანამშრომლობით აგროსექტორში ორი მნიშვნელოვანი დარგობრივი გაერთიანება ჩამოყალიბდა.

Helvetas, რომელიც საქართველოში ადგილობრივი ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს პროგრამებს, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში SBC Legal-თან თანამშრომლობდა დარგობრივი ინსტიტუციების სამართლებრივი ფორმირების პროცესში.
პარტნიორობის შედეგად დაფუძნდა ა(ა)იპ „ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანება“ და ა(ა)იპ „ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია – საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“.

🍷🍷🍷
„ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანება“ ორიენტირებულია ქვემო ქართლის, როგორც უნიკალური ღვინის რეგიონის, სტრატეგიულ განვითარებაზე და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდაზე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მისი საქმიანობა მოიცავს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, 8 000-წლიანი მეღვინეობის ისტორიის პოზიციონირებას, ვენახების სისტემურ აღრიცხვასა და ნიადაგების კვლევას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღორძინებასა და ხარისხის გაუმჯობესებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ადგილწარმოშობის დასახელებების განვითარებას, ერთიანი ბრენდინგის ხედვის ჩამოყალიბებასა და ღვინის ტურიზმის მხარდაჭერას.

🌿🌿🌿
„ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია – საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“ კი მიზნად ისახავს ქართული ჩაის სექტორის სტრატეგიულ განვითარებასა და რეაბილიტაციას. ორგანიზაცია ორიენტირებულია დარგის განვითარების პროგრამების შემუშავებაზე, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე, ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბებაზე, სექტორში მოქმედი სუბიექტების გაერთიანებასა და მათი ინტერესების დაცვაზე. ამასთან, იგი ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი წარმოების განვითარებას, კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას, სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობასა და სექტორში საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას.
Helvetas-თან თანამშრომლობა ეფუძნებოდა საერთო სტრატეგიულ ხედვას – ძლიერი სექტორები საჭიროებს მყარ ინსტიტუციურ საფუძველს. სამართლებრივი სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბება წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც შესაძლებელია დარგობრივი კონსოლიდაციისა და გრძელვადიანი განვითარების დაფუძნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა მსგავსი განვითარების პროექტებში ჩართულობა და გვჯერა, რომ Helvetas-თან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც კიდევ არაერთ წარმატებულ ინიციატივას მისცემს დასაბამს.

🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹🔹

SBC Legal is pleased to announce that, in cooperation with the Swiss international development organization Helvetas, two significant sectoral associations have been established in the agricultural sector.

Helvetas, which implements programs in Georgia aimed at strengthening the local economy in Georgia, collaborated with SBC Legal within the framework of this initiative in the process of legally forming sectoral institutions.

🍷🍷🍷
As a result of this partnership, the Non-Entrepreneurial (Non-Commercial) Legal Entity „Kvemo Kartli Wine Union” and the Non-Entrepreneurial (Non-Commercial) Legal Entity „Tea Producers Organization – Georgia – Tea Republic” were established.
The „Kvemo Kartli Wine Union” is oriented toward the strategic development of Kvemo Kartli as a unique wine region and the enhancement of its competitiveness in both domestic and international markets. Its activities include increasing the region’s visibility, positioning its 8,000-year winemaking heritage, conducting systematic vineyard registration and soil research, reviving local grape varieties and improving quality, introducing modern standards, supporting the development of protected designations of origin, establishing a unified branding vision, and promoting wine tourism.

🌿🌿🌿
The „Tea Producers Organization – Georgia – Tea Republic” aims at the strategic development and rehabilitation of the Georgian tea sector. The organization focuses on developing sectoral programs, improving production and quality, establishing a normative and technical framework, uniting stakeholders operating within the sector and protecting their interests. In addition, it promotes the introduction of modern technologies and international standards, the development of sustainable and environmentally responsible production, research and educational activities, cooperation with state and international institutions, and the strengthening of the investment environment within the sector.

The cooperation with Helvetas was based on a shared strategic vision – strong sectors require a solid institutional foundation. The proper establishment of a legal structure constitutes the basis upon which sectoral consolidation and long-term development can be built.

For us, participation in development projects of this nature is both important and responsible, and we believe that cooperation with Helvetas will continue in the future, giving rise to many further successful initiatives. LED Georgia

Address

3 Kavsadze Street, 2nd Floor, Office N9, Domus Development Business Centre
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00

Telephone

+995322000260

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SunBreath Corp. Legal Services posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to SunBreath Corp. Legal Services:

Shortcuts

Share

Category