PLC Consulting • ფიელსი ქონსალთინგი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • PLC Consulting • ფიელსი ქონსალთინგი

PLC Consulting  • ფიელსი ქონსალთინგი Your Guide in the Privacy World • თქვენი საიმედო მეგზური პერსონალური მონაცემების დაცვის სამყაროში

ფიელსი ქონსალთინგის თანადამფუძნებელი - ზინაიდა ჩხაიძე.10:30 საათი, 21 ნოემბერი, თსუ.
13/11/2024

ფიელსი ქონსალთინგის თანადამფუძნებელი - ზინაიდა ჩხაიძე.
10:30 საათი, 21 ნოემბერი, თსუ.

🗓️ Save the Date: 21 ნოემბერი, 2024

მეორე პანელზე - “პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი” - ისაუბრებს ზინაიდა ჩხაიძე.

☕️ კონფერენციის ბოლოს (14:00 საათზე) დისკუსია არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლებს.

📍 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, კოსტავას 77
🎓 გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზი, მე-3 სართული
🕦 10:30-15:00

🔗 დასწრებისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია: https://iptechlaw.ge/personal-data-protection-conference

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსი წარმატებით დაასრულეს მონაწილეებმა👩...
25/07/2024

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსი წარმატებით დაასრულეს მონაწილეებმა👩🏻‍🎓🧑🏻‍🎓

ფიელსი ქონსალთინგი ულოცავს მათ და უსურვებს წარმატებებს🎯

კეთილი იყოს თქვენი ფეხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამყაროში📑🗂️

გმადლობთ ნდობისთვის🙏🏻

PLC Consulting-ის ორგანიზებით მიმდინარეობს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი 👩‍🎓👨‍⚖️ კურსზე განხ...
12/06/2024

PLC Consulting-ის ორგანიზებით მიმდინარეობს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი 👩‍🎓

👨‍⚖️ კურსზე განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული არსებითი საკითხები, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით შემოტანილი საკანონმდებლო სიახლეები.

თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ერთობლიობა, კი, საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მთავარ მიზანს 🎯 კურსის მონაწილეებს დავეხმაროთ ჯეროვნად განახორციელონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობა. 👩‍⚖️

კურსს უძღვებიან PLC Consulting-ის დამფუძნებლები თამარა მახათაძე, ზინაიდა ჩხაიძე და თეონა თოდუა.

დაიწყო ახალი ნაკადის რეგისტრაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსზე.  👩‍💼კურსი ჩატარდება Online ფო...
31/05/2024

დაიწყო ახალი ნაკადის რეგისტრაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსზე. 👩‍💼

კურსი ჩატარდება Online ფორმატში.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 27 ივნისი.

📆 კურსი დაიწყება 2024 წლის 1 ივლისს და დასრულდება 2024 წლის 26 ივლისს (კურსის ფარგლებში ჩატარდება 12 შეხვედრა, კვირაში სამი დღე, შეხვედრის ხანგრძლივობა სამი საათი).

👩‍🎓 კურსს გაუძღვებიან PLC Consulting-ის დამფუძნებლები: თამარა მახათაძე, თეონა თოდუა და ზინაიდა ჩხაიძე.

💵 კურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 680 ლარს. კურსში მონაწილეობის საფასურზე ვრცელდება კორპორაციული პირობები.

🎓კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა სერტიფიკატი.

📌კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/rAErSEpxW9ixKCXD9

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

📱ტელ: +995 505 05 46 99
📧ელ. ფოსტა: [email protected]

⛑️ როდესაც სიტყვა „ინციდენტი“ გვესმის, ალბათობის მაღალი ხარისხით, მაშინვე წარმოვიდგენთ რაიმე უსიამოვნო შემთხვევას, მაგალ...
29/05/2024

⛑️ როდესაც სიტყვა „ინციდენტი“ გვესმის, ალბათობის მაღალი ხარისხით, მაშინვე წარმოვიდგენთ რაიმე უსიამოვნო შემთხვევას, მაგალითად, სატრანსპორტო ინციდენტს, არეულობაში გადაზრდილ საქორწილო ლხინსა თუ სამეზობლოში მომხდარ შეხლა-შემოხლას.

მიმდინარე წლიდან, კი, უსიამოვნო შემთხვევათა სიას პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინციდენტიც დაემატა 🛡️

👩‍⚖️ უფრო კონკრეტულად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალმა კანონმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულ სისტემაში სხვა სიახლეებთან ერთად, ინციდენტის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები დაადგინა.

პერსონალურ მონაცემთან დაკავშირებული ერთ-ერთი მცდარი წარმოდგენის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მხოლოდ დიდმა კომპ...
21/05/2024

პერსონალურ მონაცემთან დაკავშირებული ერთ-ერთი მცდარი წარმოდგენის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მხოლოდ დიდმა კომპანიებმა/ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ. რადგან ისინი დიდი ოდენობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ და კიბერშეტევისათვის უფრო მიმზიდველი სამიზნეები არიან 🎯

ცხადია, ზემოაღნიშნული მოსაზრება სულაც არ არის მცდარი, თუმცა, იმ ფაქტის გამოკლებით, რომ პერსონალური მონაცემებით დადგენილი ვალდებულებები მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმაც/ორგანიზაციებმაც იმ მოცულობით უნდა შეასრულონ, როგორც დიდი ზომის კომპანიებმა/ორგანიზაციებმა.

🧑‍⚖️ ნებისმიერი ბიზნესი, არ აქვს მნიშვნელობა ზომას, სიღრმისეულად უნდა იცნობდეს პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ვადა იწურება დღეს⏳გადაამზადეთ ოფიცერი თქვენი კომპანიისთვის📋
01/05/2024

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ვადა იწურება დღეს⏳
გადაამზადეთ ოფიცერი თქვენი კომპანიისთვის📋

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალმა კანონმა, სხვა სიახლეებთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საჭიროებაც გააჩინა. კანონითვე განსაზღვრული, ოფიცრის უფლება-მოვალეობებისთვის თუ ერთხელ მაინც გადაგივლიათ თვალი, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ პერსონალურ მონაცემთა ოფიცერს კომპანიის საქმიანობის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მიგვაჩნია, რომ დაკისრებული პასუხისმგებლობის წარმატებით შესრულებისათვის, პერსონალურ მონაცემთა ოფიცრის პოზიციაზე დანიშნულმა პირმა სიღრმისეულად უნდა იცოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები.

სწორედ ამ მიზნით, PLC Consulting გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსს. 👩‍💼

თუ უკვე შერჩეული გყავთ თანამშრომელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციისთვის, მაგრამ გსურთ მან მეტი იცოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ან თუ ხართ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებით დაინტერესებული და გსურთ თქვენი პროფესიული საქმიანობა ამ სფეროს დაუკავშიროთ, მაშინ არ გამოგრჩეთ ეს შესაძლებლობა.

კურსის ფარგლებში სიღრმისეულად განვიხილავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსებით საკითხებს. 📖

თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ერთობლიობა, კი, საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ მთავარ მიზანს 🎯 კურსის მონაწილეებს დავეხმაროთ ჯეროვნად განახორციელონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობა. 👩‍⚖️

📆 კურსი დაიწყება 2024 წლის 8 მაისს და დასრულდება 2024 წლის 15 ივნისს (კურსის ფარგლებში ჩატარდება 12 შეხვედრა, კვირაში ორი დღე, შეხვედრის ხანგრძლივობა სამი საათი).

👩‍🎓კურსს გაუძღვებიან PLC Consulting-ის დამფუძნებლები: თამარა მახათაძე, თეონა თოდუა და ზინაიდა ჩხაიძე.

💵 კურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 1200 ლარს. კურსში მონაწილეობის საფასურზე ვრცელდება კორპორაციული პირობები.

🎓 კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა სერტიფიკატი.

📌 კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/7T7DmK5nYeDTQ6Ve8

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

📱 ტელ: +995 505 05 46 99
📧 ელ. ფოსტა: [email protected]

❗️გაითვალისწინეთ, თუ წარმოადგენთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სუბიექტს, მაშინ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ გაქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულება:

🛡 სადაზღვევო ორგანიზაცია;
🏦 კომერციული ბანკი;
🏥 სამედიცინო დაწესებულება;
💰 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
💻 ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია;
✈️ ავიაკომპანია;
🛫 აეროპორტი;
🪙 საკრედიტო ბიურო;
🏢 საჯარო დაწესებულება;
📈 პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით (საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3%) მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემურ და მასშტაბურ მონიტორინგს.

PLC Consulting-ის ორგანიზებით 2024 წლის 20 აპრილს ჩატარდა ტრენინგი “პერსონალურ მონაცემთა დაცვა შრომით ურთიერთობებში”. 🛡ტ...
23/04/2024

PLC Consulting-ის ორგანიზებით 2024 წლის 20 აპრილს ჩატარდა ტრენინგი “პერსონალურ მონაცემთა დაცვა შრომით ურთიერთობებში”. 🛡

ტრენინგს ესწრებოდნენ ადამიანური რესურსების (HR) მართვის სპეციალისტები სხვადასხვა სექტორიდან.

⚒ ტრენინგზე განხილულ იქნა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული არსებითი საკითხები, მათ შორის, დასაქმებულთა და დასაქმების კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესაბამისობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან და დასაქმებულთა და დასაქმების კანდიდატთა უფლებების რეალიზების საშუალება აღნიშნულ პროცესში.

ტრენინგს უძღვებოდნენ PLC Consulting-ის დამფუძნებლები თამარა მახათაძე, ზინაიდა ჩხაიძე და თეონა თოდუა.

დამსწრე პირებმა მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვან პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობისა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. 📜

თუ ხართ: 🏫 საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება 🗼 მცირე ან საშუალო ზომის სა...
22/04/2024

თუ ხართ:

🏫 საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება

🗼 მცირე ან საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო კომპანია

🦷 სამედიცინო დაწესებულების სტატუსის მქონე სტომატოლოგიური კლინიკა/კაბინეტი

🧑‍⚕️ ესთეტიკური მედიცინის ცენტრი

👩‍🔬 ამბულატორია

🦠 ლაბორატორია

PLC Consulting სპეციალურად თქვენთვის მორგებულ, შეღავათიან პირობებს გთავაზობთ.

ეს შეთავაზება ვრცელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურებაზეც.

ამდენად, თუ გსურთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულად, მაღალი სტანდარტით შეასრულოთ და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად.

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:

📞 505 054 699

PLC Consulting-ის ორგანიზებით 2024 წლის 11-15 მარტს ჩატარდა ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში 🎓ტრენინგს ეს...
22/04/2024

PLC Consulting-ის ორგანიზებით 2024 წლის 11-15 მარტს ჩატარდა ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში 🎓

ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

👨‍⚖️ ტრენინგზე განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული არსებითი საკითხები, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით შემოტანილი საკანონმდებლო სიახლეები.

ტრენინგს უძღვებოდნენ PLC Consulting-ის დამფუძნებლები თამარა მახათაძე, ზინაიდა ჩხაიძე და თეონა თოდუა.

დამსწრე პირებმა მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვან პერსონალური მონაცემები მათი საქმიანობის ფარგლებში. 📜

ახალი შესაძლებლობა! 🎓 თუ ხართ იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის ახალკურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენ...
18/04/2024

ახალი შესაძლებლობა!

🎓 თუ ხართ იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის ახალკურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და გაინტერესებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები, PLC Consulting-ს თქვენთვის შემოთავაზება აქვს!

ჩვენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის გუნდში, მოტივირებულ ახალგაზრდებს ვეძებთ.

ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]

მოგვწერეთ, როგორ ხედავთ კარიერული განვითარების გზას პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში.

შერჩეული კანდიდატები უფასოდ გაივლით, PLC Consulting-ის მიერ ორგანიზებულ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასწავლო კურსს.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გადმოგეცემათ სერტიფიკატი და ჩვენს გუნდშიც სიხარულით მიგიღებთ.

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

📧 [email protected]

📞 505 054 699

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ვადა იწურება დღეს!რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ თქვენი მონაცემები ან დაგვიკავ...
17/04/2024

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ვადა იწურება დღეს!
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ თქვენი მონაცემები ან დაგვიკავშირდით📞

ფიელსი ქონსალთინგი გთავაზობთ ტრენინგს თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა შრომით ურთიერთობებში“. ⚒

თუ გაინტერესებთ, ამუშავებთ თუ არა დასაქმებულთა და კანდიდატთა მონაცემებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; რა უფლებები აქვს დასაქმებულს თავის პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით და როგორ დაარეგულიროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები შრომითი ურთიერთობის განმავლობაში, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა.

📅 ტრენინგი ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილს (11:00-16:00 საათი).

📍 მისამართი: ტერმინალი, უნივერსიტეტის ქ. #24

👩‍🏫 ტრენინგს ჩაატარებენ PLC Consulting-ის დამფუძნებლები: თამარა მახათაძე, თეონა თოდუა და ზინაიდა ჩხაიძე.

💵 მონაწილეობის საფასური შეადგენს 280 ლარს.

🎓 ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.

🔗 ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/dA336oqxm4yM8R1s9

დამატებითი შეკითხვებისა და კორპორაციული პირობებისთვის, დაგვიკავშირდით:

📞 ტელ: +995 505 05 46 99
📧 ელ. ფოსტა: [email protected]

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995505054699

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when PLC Consulting • ფიელსი ქონსალთინგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to PLC Consulting • ფიელსი ქონსალთინგი:

Share

Category