31/01/2021
⚖️ ჩვენი იურისტ-სტუდენტთა ჯგუფი გთავაზობთ წარმომადგენლობას პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო დავებზე.
✅ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქმედუნარიანი პირების წარმომადგენლობას პირველ ინსტანციაში 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ ქვეპუნქტის საფუძველზე.
♻️ შესაბამისად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები შეძლებენ თავისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე თქვენს სათანადო წარმომადგენლობას.
❕გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ
✅ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისთვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.