29/07/2026
ადამიანები ადვოკატს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც საქმე უკვე სასამართლოშია.
თუმცა სისხლის სამართლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხშირად გაცილებით ადრე მიიღება - პირველივე გამოკითხვისას, საგამოძიებო მოქმედების დროს ან დაკავების მომენტში.
არასწორად ნათქვამმა სიტყვამ, გაუცნობიერებლად ხელმოწერილმა დოკუმენტმა ან საკუთარი უფლებების არცოდნამ შესაძლოა ადამიანის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაართულოს.
დაკავების მომენტიდან პირს უნდა განემარტოს, რა დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, ასევე დუმილის, კითხვებზე პასუხისგან თავის შეკავებისა და ადვოკატის ყოლის უფლება.
დუმილის უფლების გამოყენება ბრალეულობის მტკიცებულებად ვერ შეფასდება.
ადვოკატის მონაწილეობა მხოლოდ სასამართლოში სიტყვით გამოსვლას არ ნიშნავს.
ეს არის:
- საკუთარი უფლებების ცოდნა;
- პროცესის სამართლებრივი შედეგების შეფასება;
- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა;
- დოკუმენტებისა და ოქმების სისწორის უზრუნველყოფა;
- დაცვის სტრატეგიის თავიდანვე განსაზღვრა.
რაც უფრო ადრე ერთვება ადვოკატი საქმეში, მით უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს დაცვის სწორად დაგეგმვისთვის.
📩 კონსულტაციისთვის დამიკავშირდით.